წვდომის მენიუ

შპს „მედია კორპორაციის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 424

გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2020 18:53

მიღების თარიღი აპრილი 30, 2020

შპს „მედია კორპორაციის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათის (N20-10-893, 14.04.2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  მოხსენებით ბარათში (N20-10-893, 14.04.2020)    აღნიშნულია,   რომ ავტორიზებული   პირი   შპს   „მედია   კორპორაცია“   არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

მაუწყებლებს, მათ შორის, შპს „მედია კორპორაციას“ გაეგზავნა კომისიის 2020 წლის 7 თებერვალის    Nგ-20-3/384 წერილი, რომლითაც განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა შევსებული   შესაბამისობის  დეკლარაციისა და კანონის ზემოაღნიშნულ პუნქტებში მითითებული ინფორმაციის წარმოდგენისათვის. აგრეთვე ეცნობა, რომ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია მიიღებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. წერილი კომპანიას ასვე გაეგზავნა კომისიის უწყებრივ რეესტრში არსებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზეც. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიამ არ წარმოადგინა აღნიშნული ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია კორპორაციასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 30 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „მედია კორპორაციას“   ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-20-03/1395, 24/04/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს „მედია კორპორაციას“   ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „მედია კორპორაციას“   ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,მედია კორპორაციას“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

კომისია   აღნიშნავს,   რომ   2020  წლის  29 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს  „მედია კორპორაციის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2239, 29.04.2020) თანდართული დოკუმენტაციით, რომლითაც წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.

კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მედია კორპორაციის“ წარმომადგენელი ლელა ასლანიკაშვილი, რომელსაც ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N20-10- 893, 14.04.2020);

2.   კომისიის 2020 წლის 7 თებერვლის Nგ-20-3/384 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „მედია კორპორაცისთვს“ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და         კომისიის    ავტორიზებულ    პირთა    უწყებრივი    რეესტრიდან    შპს    „მედია კორპორაციის“ შესახებ მონაცემები;

4. შპს „მედია კორპორაციისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-20-03/1395, 24/04/2020) კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5.   შპს   „მედია   კორპორაციის“    წერილი   (კომისიაში   რეგისტრაციის   Nშ-20-6/2239, 29.04.2020) თანდართული დოკუმენტაციით.

III.        დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს  „მედია  კორპორაცია“  2016  წლის  7  ივლისიდან  წარმოადგენს  მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს;

2.  შპს „მედია კორპორაციას“ კომისიაში წარმოსადგენი ქონდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%- ის ან მეტის ფლობის შესახებ; 2020 წლის 29 აპრილის მდგომარეობით შპს „მედია კორპორაციამ“ სრულად წარმოადგინა ზემოაღნიშნული ინფორმაცია;

3. შპს„მედია კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის   შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია,                  საქართველოს    საერთაშორისო    ხელშეკრულებები,    საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“    საქართველოს    კანონები,    სხვა    საკანონმდებლო    და    კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451 მუხლის   მე-10   პუნქტის   ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების  შეტანის  შემთხვევაში  უზრუნველყოს  ავტორიზებული  საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

4.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  61-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში  წილის  ან  აქციების  ფლობის   შესახებ; დ)  პერიოდული  ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო  სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი   ამ   მუხლის    პირველი   პუნქტით   გათვალისწინებულ   ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;

5. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ  საქართველოს   კანონმდებლობის   დარღვევის   ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების  შემთხვევაში  კომისია უფლებამოსილია  მაუწყებელი წერილობით  გააფრთხილოს. კომისიის  მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან  პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს  „მედია  კორპორაციის“ მიერ კანონით  დადგენილ  ვადაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის   მე-10   პუნქტის   ა)   ქვეპუნქტი    და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.  გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მედია კორპორაციის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის აღმოფხვრილ იქნა დარღვევა (წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესაებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია), კომისია უფლებამოსილია შპს „მედია კორპორაცია“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი წესების“   36-ე  მუხლის  მე-13  და  მე-14 პუნქტების  შესაბამისად,  კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს  „მედია  კორპორაცია“  ცნობილ  იქნას  სამართალდამრღვევად  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის   61-ე  მუხლის  პირველი  და  მე-2  პუნქტების  და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2.  შპს „მედია კორპორაცია“   გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)   გადაწყვეტილების  შპს „მედია კორპორაციისთვის“    დაუყოვნებლივ  გაგზავნა  და  კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnccge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „მედია კორპორაციის“ სამართალდამრღვევად ცნობისა  და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    მისი     დამოწმებული     ასლის    შპს    „მედია კორპორაციისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ     საქმეთა     კოლეგიაში (მისამართი:    ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-4  პუნქტისა)  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები