შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2020 17:51
მიღების თარიღი აპრილი 30, 2020
შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-893, 14.04.2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N20-10-893, 14.04.2020) აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „აგრომედია“ არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.
|
მაუწყებლებს, მათ შორის, შპს „აგრომედიას“ გაეგზავნა კომისიის 2020 წლის 7 თებერვალის Nგ-20-3/384 წერილი, რომლითაც განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა შევსებული შესაბამისობის დეკლარაციისა და კანონის ზემოაღნიშნულ პუნქტებში მითითებული გათვალისწინებულ ზომებს. წერილი კომპანიას ასვე გაეგზავნა კომპანიის მხრიდან კომისიასთან კომუნიკაციაში მყოფი თანამშრომლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიამ არ წარმოადგინა აღნიშნული ინფორმაცია.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N20-10-893, 14.04.2020) ასევე აღნიშნულია, რომ შეიცვალა შპს „აგრომედიას“ დირექტორი და დამფუძნებლები, კერძოდ აკაკი ნიშნიანიძის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა ნინო მუკნიაშვილი და რამაზ ბაბალაშვილმა თავისი კუთვნილი 60%-იანი წილი სრულად გაასხვისა ნინო მუკნიაშვილისა (25%) და გიორგი ტუღუშის (35%) სასარგებლოდ. ზემოაღნიშნული ინფორმაცია შპს „აგრომედიას“ კომისიაში არ წარმოუდეგნია, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 30 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „აგრომედიას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-20-03/1398,24/04/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს„მედია კორპორაციას“ ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „აგრომედიას“ ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,აგრომედიას“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 28 აპრილს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2206, 28.04.2020) კომისიაში შემოვიდა შპს „აგრომედიას“ წერილი რომლითაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისობის დეკლარაცია.
კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „აგრომედიას“ წარმომადგენელი ნინო მუკნიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის წინა ხელმძღვანელმა არ გადასცა მათ ის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა, რომლითაც კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ კომისიასთან. ასევე, კომპანიის თანამშრომლის დაუდევრობის გამო ვერ მოხერხდა ინფორმაციის დროული წარმოდგენა. ნინო მუკნიაშვილის განმარტებით, 2020 წლის 24 აპრილს მიღებული შეტყობინების შემდგომ ჩაერთნენ ინფორმაციის კომისიისთვის წარდგენის პროცესში, თუმცა ინფორმაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინეს.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-893, 14.04.2020);
2. კომისიის 2020 წლის 7 თებერვლის Nგ-20-3/384 წერილი და აღნიშნული წერილის შპს
„აგრომედიასთვის“ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „აგრომედიას“ შესახებ მონაცემები;
4. შპს „აგრომედიასთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-20-03/1398, 24/04/2020) კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
5. შპს „აგრომედიას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2206, 28.04.2020) თანდართული დოკუმენტაციით (შესაბამისობის დეკლარაცია);
6. შპს „აგრომედიას“ წარმომადგენლის ნინო მუკნიაშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2020 წლის 30 აპრილის სხდომაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „აგრომედია“ 2018 წლის 13 დეკემბრიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. შპს „აგრომედიამ“ 2020 წლის 28 აპრილს კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფარმაცია, კერძოდ: შესაბამისობის დეკლარაცია;
3. შპს „აგრომედიას“ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კომისიაში წარმოსადგენი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ;
4. შპს „აგრომედიას“ დირექტორი და დამფუძნებლები, კერძოდ აკაკი ნიშნიანიძის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა ნინო მუკნიაშვილი და რამაზ ბაბალაშვილმა თავისი კუთვნილი 60%-იანი წილი სრულად გაასხვისა ნინო მუკნიაშვილისა (25%) და გიორგი ტუღუშის (35%) სასარგებლოდ. ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში შპს „აგრომედიას“ კომისიაში არ წარმოუდეგნია ზემოაღნიშნული ინფორმაცია;
5. შპს „აგრომედიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „აგრომედიას“ მიერ 2020 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ), გ), დ), ე), ვ), ზ) და თ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგნელობით და ასევე დამფუძნებლისა და დირექტორის ცვლილების განხორციელებიდან დადგენილ ვადებში ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „აგრომედიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს მაუწყებლობი შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ), გ), დ), ე), ვ), ზ) და თ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98- ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „აგრომედიას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტების, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „აგრომედიამ“ 14 დღის ვადაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა, კერძოდ: ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%- ის ან მეტის ფლობის შესახებ;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების შპს „აგრომედიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnccge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „აგრომედიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამნტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
