წვდომის მენიუ

ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 432

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2020 19:06

მიღების თარიღი მაისი 07, 2020

ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული    კომისიის    (შემდგომში    „კომისია“)    აპარატის სამართლებრივი  დეპარტამენტის   მოხსენებითი  ბარათის  (N20-10-893,  14.04.2020)   საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36- ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის     მოხსენებით    ბარათში    (N20-10-893, 14.04.2020)  აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა“ არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

მაუწყებლებს,  მათ  შორის,  ააიპ  „რადიო-ტელევიზია  საზოგადოებრივი  ორგანიზაცია  კავშირ ევრიკას“ გაეგზავნა კომისიის 2020 წლის 7 თებერვალის   Nგ-20-3/384 წერილი, რომლითაც განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა შევსებული შესაბამისობის დეკლარაციისა და კანონის ზემოაღნიშნულ პუნქტებში მითითებული ინფორმაციის წარმოდგენისათვის. აგრეთვე ეცნობა, რომ ინფორმაციის     წარმოუდგენლობის     შემთხვევაში     კომისია     მიიღებდა     კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. წერილი კომპანიას ჩაბარდა 2020 წლის 12 თებერვალს. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიამ არ წარმოადგინა ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 30 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი  ორგანიზაცია  კავშირ  ევრიკას“  ეცნობა  წერილობითი  შეტყობინებით  (Nგ-20- 03/1391, 24/04/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, ააიპ „რადიო-ტელევიზია  საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირ ევრიკას“ ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, კომპანიას ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირ   ევრიკას“   ეცნობა,   რომ   კომისიის   შესაბამისი   შეტყობინებები   და   გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

კომისიის  2020  წლის  30  აპრილის  სხდომაზე  კომპანიის  წარმომადგენელი  არ  გამოცხადდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 7 მაისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა შეტყიბინებით (N გ-20-03/1472, 01/05/2020), რომელიც მხარეს გაეგზავნა, კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიის 2020 წლის 7 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა ააიპ „რადიო- ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირ ევრიკას“  წარმომადგენელი. შეტყობინებების მხარისათვის გაგზავნითა და ასევე კომისიის ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ, უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.    კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის     მოხსენებითი    ბარათი    (N20-10-893,14.04.2020);

2. კომისიის 2020 წლის 7 თებერვლის Nგ-20-3/384 წერილი და აღნიშნული წერილის ააიპ „რადიო- ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01007310498);

 

3.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ შესახებ მონაცემები;

4.  ააიპ  „რადიო-ტელევიზია  საზოგადოებრივი  ორგანიზაცია  კავშირი  ევრიკასთვის“  გაგზავნილი შეტყობინება  (Nგ-20-03/1391,  24/04/2020) კომისიის  2020 წლის  30 აპრილის  სხდომაზე  მოწვევის თაობაზე;

5.  ააიპ  „რადიო-ტელევიზია  საზოგადოებრივი  ორგანიზაცია  კავშირი  ევრიკასთვის“  გაგზავნილი შეტყიბინება (N გ-20-03/1472, 01/05/2020) კომისიის 2020 წლის 7 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

III.        დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.   ააიპ  „რადიო-ტელევიზია  საზოგადოებრივი  ორგანიზაცია  კავშირი  ევრიკა“    2015  წლის  მარტიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს;

2.   ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ გადაწყვეტილების მიღების  მომენტისათვის,  კომისიაში წარმოსადგენი     აქვს      „მაუწყებლობის     შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ;

3.     ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“   მიმართ ბოლო ერთი წლის    განმავლობაში    იგივე/მსგავსი    დარღვევისათვის    „მაუწყებლობის    შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2.   ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე–5  მუხლის  მე–3  პუნქტის  ვ)  ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის    ფუნქციასა    და    ვალდებულებას    წარმოადგენს    მაუწყებლის    მიერ მაუწყებლობის  სფეროში მოქმედი       კანონმდებლობის       მოთხოვნების       შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451 მუხლის   მე-10   პუნქტის   ა)  ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

4.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  61-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი  ვალდებულია  ყოველწლიურად  გამოაქვეყნოს  და  კომისიას  წარუდგინოს  შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;

5.     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების  შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს   შესაბამისი   საკითხი.   დარღვევის   ფაქტის   დადასტურების   შემთხვევაში   კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის  მიერ  მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს         გონივრულ    ვადას    დარღვევის     აღმოფხვრისათვის    ან    პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მიერ 2020 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგნელობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის   451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი  და  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.  გამომდინარე იქიდან, რომ ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას  უნდა   მიეცეს   წერილობითი   გაფრთხილება.   ამასთან,   კომპანიას   უნდა   დაევალოს „მაუწყებლოი შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

 V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის,  451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  და 71-ე მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.     ააიპ    „რადიო-ტელევიზია    საზოგადოებრივი    ორგანიზაცია    კავშირი    ევრიკას“        მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2.    უზრუნველყოს ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკამ“  14 დღის ვადაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა,  კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია;  ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ;

3.     დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)   გადაწყვეტილების  ააიპ  „რადიო- ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnccge) გამოქვეყნება;

4.     დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა)  ააიპ  „რადიო- ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5.     გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   მისი    დამოწმებული    ასლის   ააიპ   „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7.     კონტროლი  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3  და  მე-4  პუნქტებისა)  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები