წვდომის მენიუ

შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 466

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2020 17:34

მიღების თარიღი მაისი 28, 2020

შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.         საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“)  აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (N20-10-1033; 13.05.2020) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის    დაკისრებასთან    დაკავშირებით    მის    მიერ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2016  წლის  31  ოქტომბრის  N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური  მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (N20-10-1033; 13.05.2020) სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოხდა შპს „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ 2020 წლის 7 მაისს, 22 საათზე გასულ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გავიდა 3 (სამი) ინტერვიუ არასახელმწიფო (რუსულ) ენაზე. აქედან ერთი ინტერვიუ გავიდა სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე. სამივე ინტერვიუს ჯამურმა ხანგრძლივობამ შეადგინა 54 წუთი. „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „2. საქართველოში ავტორიზებული საერთო     ეროვნული     ტელემაუწყებელი     უფლებამოსილია     სამაუწყებლო     ბადეში

პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს.“ იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „3. საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), გადაცემული პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირების ვალდებულება არ არსებობს, თუ თავად პროგრამაში არის უზრუნველყოფილი მიმდევრობითი  თარგმანი  საქართველოს  სახელმწიფო  ენაზე.“  ამასთანავე,  საუკეთესო დრო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არის 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდი. საუკეთესო დრო არის 300 წუთი, შესაბამისად, შპს „მთავარი არხის“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის 10%-ს. გარდა ამისა, ერთ-ერთ ინტერვიუს არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები და არ იყო უზრუნველყოფილი არც მიმდევრობითი თარგმანი. შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ადგილი აქვს კომისიის N6 დადგენილების პირობების დარღვევას.

შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 28 მაისს, რის შესახებაც კომპანიას  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-20-03/1662, 20/05/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ამავე შეტყობინებით, კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მთავარი არხის“ დირექტორი თ. მურადაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გასული ინტერვიუების ოდენობა შეადგენდა 46:64 წუთს, თუმცა ეს სხვაობა წარმოადგენდა მეორეხარისხოვან არგუმენტს. თ.მურადაშვილმა ასევე არ გამორიცხა, რომ შეიძლება თავად დაეთვალა შეცდომით ინტერვიუების ჯამური დრო   და აღნიშნა, რომ თავადაც კიდევ ერთხელ გადათვლის ინტერვიუების წუთების ოდენობას, ვინაიდან მან დააჯამა და სამივე ინტერვიუს ქრონომეტრაჟი არ გამოვიდა კომისიის მოხსენებით ბარათში მითითებული წუთების რაოდენობის, ამიტომ შეიძლება კომისიამაც გადათვალოს ან სხდომა გადაიდოს. მან ასევე  აღნიშნა, რომ ამ ნაწილში არ აქვს ძალიან დიდი პრეტენზია, ვინაიდან კომისიის არგუმენტი, რომ 30 წუთიანი ლიმიტი დაირღვა, ნამდვილად ფაქტია და მისი დათვლითაც 30 წუთზე მეტი გამოვიდა ინტერვიუების ხანგრძლივობა.  მთავარი არგუმენტს კი მისი აზრით, წარმოადგენს ის, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და კომისიის  დადგენილებში მითითებულია  პროგრამაზე და არა განცალკევებულად ინტერვიუზე. ინტერვიუები ცალკე გადაცემის სახით რომ ყოფილიყო, გაზიარებული იქნებოდა კომისიის პოზიცია, მაგრამ ეს იყო გადაცემა „მთავარი აქცენტები“, რომელშიც  იყო  ინტერვიუები  როგორც  ქართულად,  ისე  უცხო  ენაზე  გაკეთებული.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი პროგრამაში ცალსახად გადაცემას გულისხმობს. შესაბამისად, შპს „მთავარ არხს“ არც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი დაურღვევია და არც კომისიის დადგენილება. მით უფრო, როდესაც მედია მონდომებულია, რომ მაყურებელს პირველმა შესთავაზოს „ცხელი ამბები“, აღნიშნული 3 ინტერვიუ სწრაფად ჩაიწერა, 2-ზე მოესწრო ქართული სუბტიტრების დადება, მაგრამ ერთზე ვერ მოხერხდა და არ იყო გამოხატული მაყურებლის პატივისცემა განსაკუთრებული ხარისხით. ყველა ნორმა, რომელსაც კომისია უთითებს, ცალსახად გულისხმობს გადაცემას და არა ცალკეულ ინტერვიუს, აღნიშნულიდან გამომდინარე, პრობლემურია ცალკეული ინტერვიუს განხილვა, როგორც პროგრამის. კანონის შესაბამისად, პროგრამა არის ტელერადიო პროდუქცია, სამაუწყებლო ბადე კი არის პროგრამების ჩამონათვალი. ამ შემთხვევაში გავიდა პროგრამა „მთავარი აქცენტები“ და არა კონკრეტული ინტერვიუ, ამიტომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა მომავალში გაითვალისწინებენ, რადგან მაყურებლის პატივისცემა არ უნდა დაიკარგოს თუნდაც ერთი ინტერვიუთი,  რომელზეც  არ იყო ქართული  თარგმნი  და ეცდებიან,  მომავალში  ეს არ განმეორდეს. ამასთან, პანდემიის პირობებში ვერ უზრუნველყვეს სინქრონული თარგმანი, ვინაიდან კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და რესპოდენტების „მოხელთება“ არ იყო მარტივი. სამწუხაროდ, მაუწყებელმა ბოლომდე ვერ სცა პატივი მაყურებელს. თუმცა ინტერვიუების მოკლე ნაწყვეტების გამო, მით უფრო რომ ამ გადაცემაში ქართულენოვანი ინტერვიუებიც იყო, არ უნდა იყოს აღქმა, რომ პროგრამა გავიდა არასახელმწიფო ენაზე.

კომისიამ, აღნიშნა რომ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გასული ინტერვიუები წარმოადგენს გადაცემის ნაწილს, რომელიც თავის მხრივ არის პროგრამა. შესაბამისად, ინტერვიუები ცალკე გადაცემის კონტექსტში არ განიხილება და აღნიშნული ინტერვიუები იყო    გადაცემის   ნაწილი.       გადაცემაში   გავიდა   3   ინტერვიუ,   რომელთა   საერთო ქრონომეტრაჟი აღემატებოდა საუკეთესო დროის, 300 წუთის 10%-ს - 30 წუთს. შესაბამისად, შპს „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ 3 (სამი) ინტერვიუს არასახელმწიფო (რუსულ) ენაზე, აქედან ერთი ინტერვიუს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე განთავსებით და იმ ფაქტით, არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის

10%-ს და აღემატებოდა 30 წუთს, მაუწყებლის მხრიდან დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ დადგენილება.

II.       კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.  კომისიის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის (N20-10-1033; 13.05.2020)     სამსახურებრივი     ბარათი     თანდართული     შემოწმების დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერებით;

2. შპს  „მთავარი  არხის“  თაობაზე  მონაცემები  საჯარო  რეესტრის  სამეწარმეო  და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

3.  შპს  „მთავარი  არხისათვის“  გაგზავნილი  შეტყობინება  (N  გ-20-03/1662,  20/05/2020) კომისიის 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

4. შპს ,,მთავარი არხის“ დირექტორის თ. მურადაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

III.      კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს  „მთავარი  არხი“  წარმოადგენს  მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზებულ    პირს (მაუწყებლობის    სახე    -    ტელემაუწყებლობა;  მაუწყებლობის  სახეობა  -  კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 18.04.2019). შესაბამისად, შპს „მთავარი არხი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;

2. კომისიის  აპარატის  აუდიოვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის 7 მაისს, 22 საათზე გასულ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გავიდა 3 (სამი) ინტერვიუ არასახელმწიფო (რუსულ) ენაზე. აქედან ერთი ინტერვიუ გავიდა სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ სამივე ინტერვიუს ჯამურმა ხანგრძლივობამ, ხელახალი დათვლით, შეადგინა 54 წუთის ნაცვლად 52 წუთი, თუმცა აღნიშნული არ ცვლის დარღვევის არსს და მნიშვნელობას, ვინაიდან „მთავარი არხის“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუები 30 წუთს აღემატებოდა, ხოლო საუკეთესო დრო იყო 300 წუთი, შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის 10%-ს. გარდა ამისა, ერთ-ერთ ინტერვიუს არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები და არ იყო უზრუნველყოფილი არც მიმდევრობითი თარგმანი.

3. შპს „მთავარი არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის    სფეროში    კანონმდებლობას    შეადგენს    საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე–5  მუხლის  მე–3  პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,    კომისიის    ფუნქციას    წარმოადგენს    მაუწყებლის    მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი    კანონმდებლობის    მოთხოვნების    შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3. ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტის მიხედვით,  საუკეთესო დრო არის დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ; ამავე მუხლის „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროგრამა გულისხმობს პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელერადიოპროდუქციას;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია    უზრუნველყოს    მის    მიერ    გადაცემული პროგრამების,   რეკლამისა  და სპონსორების შესახებ  ინფორმაციის  საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2     პუნქტის    თანახმად, მაუწყებლის  საქმიანობის     საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული  ზედამხედველობისა და კონტროლისა;

5.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381   მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა  სამაუწყებლო  ბადეში  პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში     მოქმედი   კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის   დადგენილებები   და გადაწყვეტილებები;

7. „სამაუწყებლო   ბადეში   პროგრამების   არასახელმწიფო   ენაზე   განთავსების   წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ  აღემატებოდეს  მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის

10%-ს.  საქართველოში  ავტორიზებული  საერთო  ეროვნული  ტელემაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ  პროგრამას სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) ვალდებულია არასახელმწიფო    ენაზე    (ენებზე),    გადაცემული    პროგრამა სამაუწყებლო  ბადეში  განათავსოს საქართველოს  სახელმწიფო  ენაზე  სავალდებულო სუბტიტრებით,  გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის  „ბ“,  „დ“, „ე“ და  „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  შემთხვევებისა.   ამავე   მუხლის   მე-5  პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირების ვალდებულება არ არსებობს,    თუ  თავად    პროგრამაში    არის უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანი საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის  შემთხვევაში  კომისია   ვალდებულია  განიხილოს  შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს  გონივრულ  ვადას  დარღვევის  აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „მთავარი  არხის“  მიერ  სამაუწყებლო  ეთერში  გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუები არ განეკუთვნებიან     „სამაუწყებლო  ბადეში პროგრამების  არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებს (უცხოური ენის შემსწავლელი გადაცემა, მუსიკალური ნაწარმოები, ხმოვანი ბილიკის მეშვეობით არასახელმწიფო ენაზე გადაცემული პროგრამა, გადაცემაში უზრუნველყოფილი მიმდევრობითი   თარგმანის   თანხლებით   გადაცემული   გადაცემა). შესაბამისად,   შპს „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში 2020 წლის 7 მაისს, 22 საათზე გასულ გადაცემა

„მთავარ აქცენტებში“ 3 (სამი) ინტერვიუს არასახელმწიფო (რუსულ) ენაზე, აქედან ერთი ინტერვიუს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე განთავსებით, ამასთან, ვინაიდან არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის 10%-ს და აღემატებოდა 30 წუთს, რისი თავიდან დათვლაც განხორციელდა კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის და შეადგინა 52 წუთი, ადგილი აქვს კანონმდებლობის დარღვევას. კერძოდ, შპს „მთავარი არხის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381  მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის

31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „მთავარი არხს“ ბოლო ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე ანალოგიური/მსგავსი დარღვევისთვის, მაუწყებელს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381  მუხლის პირველი პუნქტის, 451   მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,  70-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტისა  და

„სამაუწყებლო   ბადეში   პროგრამების   არასახელმწიფო   ენაზე   განთავსების წესის დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული კომისიის“   2016 წლის 31   ოქტომბრის   N6   დადგენილების    მე-3  მუხლის   მე-2  და  მე-3  პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს  „მთავარი  არხს“  მიეცეს წერილობითი  გაფრთხილება  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 381   მუხლის პირველი პუნქტის, 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო       ენაზე   განთავსების   წესის   დამტკიცების   თაობაზე“   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო.

2. დაევალოს  კომისიის აპარატის     ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან.

4.  დაევალოს კომისიის  აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

5. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ელისო ასანიძე  წევრი

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები