წვდომის მენიუ

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-20-18 / 477

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2020 22:11

მიღების თარიღი ივნისი 04, 2020

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  -  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომკომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1037, 13/05/2020) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის მიერ განხორციელდა  შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2020 წლის 23-26 აპრილს ეთერში განთავსდა შემდეგი მხატვრული ფილმები: „დაკარგული სამოთხე“, „ფესვები“, „ქეთო და კოტე“ და „დაბოლილი ნასოსი“.

2020 წლის 29 აპრილის წერილით  (Nგ-20-04/1440, 29/04/2020)   კომისიამ   მიმართა   შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის    წარმოდგენა.  კომისიაში  შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-საგან პასუხი არ შემოსულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდია-ვიზუალური მედია მომსაურებების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს მიერ მოხდა შესაბამისი უფლებების გარეშე აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ეთერში განთავსება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 28 მაისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებით (N გ-20-03/1661, 20/05/2020) ეცნობა შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია    მეგა-ტვ“-ს.    ამავე    შეტყობინებით,    მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, კომპანიას ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა  ან/და  კომისიის  ოფიციალურ  ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge)   გამოეგზავნათ  მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე,შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

2020 წლის 21 მაისს, კომისიაში შემოვიდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია   მეგა-ტვ“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2664, 21.05.2020) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია    მეგა-ტვ“-ის წერილობითი ახსნა-განმარტება), რომელშიც აღნიშნულია, რომ დანართის სახით წარმოადგინეს მიღებული შეტყობინების პასუხი და ამასთან, ითხოვენ საკითხის განხილვის გადადებას ან ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას. ხოლო, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის თანდართულ წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის შეტობინება (N გ-20-03/1661, 20/05/2020) კომპანიას ჩაბარდა 2020 წლის 20 მაისს. წერილში ასევე აღნიშნულია,  რომ   2020 წლის  23-26 აპრილს  ეთერში  განთავსებულ   მხატვრული  ფილმების  - „დაკარგული სამოთხე“, „ფესვები“, „ქეთო და კოტე“ და „დაბოლილი ნასოსი“ ჩვენება კომპანიის მხრიდან შეთანხმებული იყო ავტორებთან და საავტორო უფლების მქონე პირებთან. კომპანია ასევე განმარტავს, რომ სიფრთხილით და ყურადღებით ეკიდება მის ეთერში გასული აუდიო- ვიზუალური პროდუქტის მართლზომიერი ჩვენების საკითხს და ავტორთა თანხმობის გარეშე საეთერო ბადეში აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები არ თავსდება, მას შემდეგ, რაც კომპანიმ წერილობითი გაფრთხილება მიიღო. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს კომისიას წარუდგინოს შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს ხელთ არსებული დოკუმენტაცია, მათ შორის, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებიც.

ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 28 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომანია  მეგა-ტვ“-ს    წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2781, 28.05.2020) თანდართული დოკუმენტაციით. ზემოაღნიშნულ წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის წერილი კომპანიას ჩაბარდა დაგვიანებით, რაც კომპანიის მხრიდან გახდა ინფორმაციის წარმოდგენის დაგვიანების საფუძველი. კომპანია წერილში აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას კომპანიამ კომისიას საკითხის განხილვამდე წარუდგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიერ არ მომხდარა შესაბამისი უფლებების გარეშე აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ეთერში განთავსება. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანა მეგა-ტვ“-ის მიერ საეთერო ბადეში განთავსებულ ყველა ფილმზე, რომელიც დაფიქსირებული არის კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების სამსახურებრივ ბარათში,  ფლობდა  და  ფლობს მართლზომიერი ჩვენების უფლებას, კერძოდ:

1. „დაკარგული სამოთხე“- რეჟისორი დავით რონდელი. ფიმის საავტორო უფლება ეკუთვის მემკვიდრეს მარიამ რონდელს, საქართველოში მის უფლებამოსილ პირს დედა მარინა რონდელი წარმოადგენს, რომლის თანხმობითაც კომპანია ფლობს აღნიშნული ფილმის ჩვენების უფლებას;

2. „ფესვები“ -რეჟისორი ყარამან (გუგული) მგელაძე. მემკვიდრე გიორგი მგელაძე, რომლისგანაც კომპანიას აქვს თანხმობის წერილი, ფილმის მართლზომიერ ჩვენებაზე;

3. „ქეთო და კოტე“ - რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი. დღევანდელი მონაცემით ფილმის საავტორო უფლებას ზრჩილ გელოვანი ფლობს, რომელმაც ასევე დართო ნება შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის პერიოდულად წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ფიმი მის საეთერო ბადეში განათავსოს;

4. „დაბოლილი ნასოსი“- რეჟისორია გია კაჭარავა. რეჟისორმა კომპანიას მისცა უფლება პირად იუთუბ არხზე განთავსებული აუდიო-ვიზუაური პროდუქტის საეთერო ბადეში განთავსებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ი ითხოვს კომისიამ გაითვალისწინოს წარმოდგენილი ინფორმაცია და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლბის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს.

კომისიის 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია  მეგა- ტვ“-ის წარმომადგენელი ნანი თოშხუა, რომელმაც განაცხადა, რომ კომისიის წერილი, რომლითაც გამოთხოვილი იყო ფილმების მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მიუღია, საფოსტო გზავნილი მათთან ვერ მოიძებნა. მისთვის აღნიშნული საკითხი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მიიღო შეყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყვების თაობაზე, რის შემდგომაც კომპანიამ კომისიას წარუდგინა მათ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია, რომლის წარდგენაც უფრო ადრე მოხდებოდა, რომ მიეღოთ კომისიის ზემოაღნიშნული წერილი. ნ.თოშხუამ ასევე აღნიშნა, რომ მაუწყებლის მიერ ოთხივე ფილმის ჩვენება ხორციელდებოდა მართლზომიერად.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გადაიდო შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია  მეგა- ტვ“-ის მიერ 2020 წლის 28 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2781, 28.05.2020) კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით და დაინიშნა 2020 წლის 4 ივნისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია   მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელი ნანი თოშხუა სხდომაზევე გაფრთხილდა.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 20-10-1144,, 02/06/2020) ირკვევა, რომ შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა ტვ“-მ სრულად წარმოადგინა სამსახურებრივ ბარათში (N20-10-1037, 13/05/2020) აღნიშნული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია,  რომელიც  ატვირთულია  კომისიის  პორტალზე.  შესაბამისად,  არ  არსებობს  შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

კომისიის 2020 წლის 4 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“- ის წარმომადგენელი ნანი თოშხუა, რომელსაც დამატებითი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1037, 13/05/2020);

2.  კომისიის   წერილი   (N   გ-20-04/1440,   29/04/2020)   გაგზავნილი   შპს   „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის;

3.   შპს   „დამოუკიდებელი   ტელეკომპანია   მეგა-ტვ“-ის   შესახებ     მონაცემები     კომისიის უწყებრივი   რეესტრიდან   და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

4. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ისთვის გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/1661, 20/05/2020) 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

5.    კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1068, 20/05/2020)

6.    შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2664, 21.05.2020) თანდართული დოკუმენტაციით (წერილობითი ახსნა-განმარტება);

7.    შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2781,  28.05.2020)  თანდართული  დოკუმენტაციით  (წერილობითი  ახსნა-განმარტება; სანებართვო წერილები და ხელშეკრულებები; მინდობილობები);

8. კომისიის     აპარატის     აუდიო-ვიზუალური     მედია     მომსახურებების     რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1144,, 02/06/2020);

9. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელის - ნანი თოშხუას მიერ კომისიის 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია   მეგა-ტვ“-ი წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს;

2. 2020  წლის  23-26  აპრილს  შპს  „დამოუკიდებელი  ტელეკომპანია  მეგა-ტვ“-ის  ეთერში განთავსებული იყო შემდეგი მხატვრული ფილმები: „დაკარგული  სამოთხე“, „ფესვები“, „ქეთო და კოტე“ და „დაბოლილი ნასოსი“;

3. 2020 წლის 28 მაისს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია   მეგა-ტვ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება, რომ 2020 წლის 23-26 აპრილს განთავსებული ფილმების ჩევება იყო მართლზომიერი;

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-3   მუხლის   პირველი   პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის  სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი  „საქართველოს  საარჩევნო  კოდექსი“,  ეს  კანონი,  „ეროვნული  მარეგულირებელი ორგანოების  შესახებ“  და  „საავტორო  და მომიჯნავე  უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ    საკანონმდებლო  აქტების  შესრულებაზე ზედამხედველობა   და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა,  მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. „ლიტერატურისა და მხატვრული   ნაწარმოებების  დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

5.  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე- 11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას  ნაწარმოებთან    დაკავშირებით,  ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;

6.  ,,ბერნის   კონვენციისა”   და   „ისმო-ს   ხელშეკრულების”   აღნიშნულ   დანაწესთან   სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

7.  „საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  37-ე  და  38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა    ავტორის    განსაკუთრებული,  ექსკლუზიური  უფლებაა და ინტელექტუალურ   სამართალში   იგი  პრეზუმირებულ   ფაქტს   წარმოადგენს.   კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

8.  „საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  42-ე  მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

9.  „საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  50-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის  მეორე პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის  თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ   შემთხვევისა,   როდესაც   გადაცემა   ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;

10.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,         იწვევს    სამოქალაქო,    ადმინისტრაციულ    და    სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

11.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის  მოთხოვნების    შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

12.  ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად,  მაუწყებლობის  სფეროში  კომისიის ფუნქციას     წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

13.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   71-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის   შემთხვევაში    კომისია    ვალდებულია    განიხილოს    შესაბამისი    საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი  უნდა    იყოს  დარღვევის აღმოფხვრა    ან  პრევენცია.  კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს  გონივრულ  ვადას  დარღვევის  აღმოფხვრისათვის  ან  რევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.  ხოლო,  ამავე  მუხლის    მე-2  პუნქტის  თანახმად, კომისია  ვალდებულია  მაუწყებელს  დააკისროს ჯარიმა,  თუ  მან  ამ  მუხლის  პირველი პუნქტით   გათვალისწინებულ   გაფრთხილებაში   მითითებულ   ვადაში   არ  აღმოფხვრა გაფრთხილებაში  აღნიშნული  დარღვევა  ან  არ  შეასრულა  კომისიის  გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;

14. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  72-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად,    ამ    კანონის  71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა;

15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების  დამტკიცების  თაობაზე“ კომისიის  2003  წლის  27  ივნისი  №1  დადგენილების  - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოების ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიერ 2020 წლის 23-26 ეთერში განთავსებული ფილმების ჩვენება ხორციელდებოდა მართლზმოიერად, რაც დადასტურდა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით. შესაბამისად, ადგილი არ ქონია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევას. კომისია განმარტავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისი №1 დადგენილების - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“  ისმო-ს ხელშეკრულების  მე-8  მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50- ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2003 წლის 27 ივნისი №1 დადგენილების - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის   შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს   „დამოუკიდებელი   ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ისთვის   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge)  გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    ქ.    თბილისის    საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) კომპანიისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.  გადაწყვეტილება ძალაში  შედის  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ისთვის  ჩაბარების დღიდან;

5.  კონტროლი  წინამდებარე  გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები