მაუწყებლისთვის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2020 10:25
მიღების თარიღი ივნისი 11, 2020
მაუწყებლისთვის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1117, 29/05/2020) თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „ისმო-ს“ საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების „ა“ ქვეპუნქტის, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N623/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2020 წლის 24-29 აპრილს ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები „შერეკილები” და „არასერიოზული კაცი“. მონიტორინგის შედეგად ასევე გამოირკვა, რომ ეთერში განთავსებულ იქნა მხატვრული და ანიმაციური ფილმები არასახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე. ასეთი ფილმებია „ანა კარენინა“, „პინგვინი ლოლო“ და „კატა ლეოპოლდის ავტომობილი“. გარდა ამისა, ეთერში განთავსებულ იქნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის სიუჟეტები. მაუწყებელს ავტორიზაცია გავლილი აქვს სპეციალიზებულ მაუწყებლობაზე, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არ ითვალისწინებს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობას.
2020 წლის 7 მაისის წერილით კომისიამ მიმართა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ასევე, პოზიციის წარმოდგენა საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემასთან და ფილმების არასახელმწიფო ენაზე განთავსებასთან დაკავშირებით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის ამავე სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, მაუწყებლისგან - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ კომისიის მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ სამართლებრივ დეპარტამენტში წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1151; 03/06/2020) მიხედვით, მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ 2020 წლის 12 მაისს წარმოდგენილ იქნა საპასუხო წერილი (13.05.2020; შ-20-6/2514) კომისიის მიმართვაზე. ამავე, სამსახურებრივი ბარათში მითითებული იყო, რომ მაუწყებლისგან საპასუხო წერილი არ ჰქონდა მიღებული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით. შესაბამისად, კომისიის 2020 წლის 7 მაისის წერილის საპასუხოდ, რომლითაც კომისიამ მიმართა მაუწყებელს - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, მაუწყებლის მიერ წარმოდგენილ იქნა აღნიშნულ ვადაში პოზიცია. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის პოზიცია დარღვევებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება წარმოდგენილი განცხადების მიუხედავად.
აღნიშნულის შესაბამისად, მაუწყებელმა - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე (13.05.2020; შ-20-6/2514) წარმოადგინა 2020 წლის 12 მაისის საპასუხო წერილი, რომლის მიხედვითაც, კომისიას განემარტა შემდეგი: 2020 წლის 24-29 აპრილს ეთერში განთავსებული მხატვრული ფილმები „შერეკილები“ და „არასერიოზული კაცი“ გაშვებულ იქნა კომპანიის ეთერში ბოლო ორი თვის განმავლობაში შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, მსოფლიოში და საქართველოში (2020 წლის 26 თებერვლიდან) გავრცელებული პანდემიის, 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონა ვირუსის პანდემიად გამოცხადების, მისი მასობრივი გავრცელების, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული N1 ბრძანების (დეკრეტი) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული კარანტინისა და შეზღუდვების გათვალისწინებისა და ასევე მაყურებელთა თხოვნის გამო. კომპანია განმარტავს, რომ აქტიურად თანამშრომლობს კინოაკადემიასთან, სხვადასხვა რეჟისორსა თუ მსახიობთან. ამ ფილმების ჩვენებასა და ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, ჰქონდა ზეპირი ხელშეკრულებები, ურთიერთშეთანხმება, რომელსაც აღიარებს სამოქალაქო კანონმდებლობა. რაც შეეხება ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებულ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს, კომპანია განმარტავს, რომ მათი მაუწყებლობა ოთხენოვანია და მოიცავს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული უმცირესობების თხოვნითა და მათი ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის გათვალისწინებითა და პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე მოხდა ამ ფილმების ეთერში განთავსება არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის, რომლებიც იძულებით იმყოფებოდნენ სახლებში პანდემიიდან გამომდინარე, ამასთან კომპანიამ ვერ უზრუნველყო კომპანიის საჭირო პერსონალის ადგილზე მიყვანა და მუშაობა. რაც შეეხება, ეთერში განთავსებულ საზოგადოებრივ- პოლიტიკური შინაარსის სიუჟეტს, კომპანია განმარტავს, რომ ტელევიზია საერთო მაუწებლობიდან მოდიფიცირდა შემეცნებით-ანალიტიკურ მაუწყებლად, ვინაიდან ფინანსების უქონლობის გამო ვერ შეძლეს საინფორმაციო გამოშვებებზე მუშაობა. შესაბამისად, ეთერში გადის შემეცნებითი და ანალიტიკური პროგრამები, არის საბავშვო და ახალგაზრდული თემები. მაუწყებლის ძირითადი სახელწოდებიდან გამომდინარე, ეთერში დაბრუნდა თემები, რომელსაც უბრალოდ „ჟურნალისტური გამოძიების საათი“ ჰქვია, მაგრამ რეალურად არის შემეცნებითი და ანალიტიკური. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ შეგნებულად არ მომხდარა საეთერო ფორმატის დარღვევა და აღნიშნული გამოწვეული იყო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ამასთან, არსებული ვითარების გათვალისწინებით, კომპანია სთხოვს კომისიას შემოიფარგლოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მხოლოდ გაფრთხილებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ მოხდა შესაბამისი უფლებების გარეშე აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ეთერში განთავსება, ავტორიზაციის პირობების დარღვევა და სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე ფილმების არასახელმწიფო ენაზე განთავსება.
ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 4 ივნისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-20-03/1782,29/05/2020) ეცნობა მაუწყებელს - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“. ამავე შეტყობინებით, მაუწყებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2020 წლის 3 ივნისს კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენილ იქნა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ პრეზიდენტისა და ტელეკომპანია „PKTV”-ის მთავარი რედაქტორის, ქეთევან სესიაშვილის შუამდგომლობა (შ-20-6/2932) სხდომის გადადების თაობაზე. შუამდგომლობის მიხედვით, კომპანიის იურისტს, გიგა ჭეიშვილს, ზუსტად ამ დღეს, 15:00 საათზე, ჰქონდა სასამართლო პროცესი, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა კომისიის სხდომაზე დასწრებას. ამასთან, ვინაიდან კომპანიას შეტყობინება ჩაბარდა 2020 წლის 2 ივნისს, შესაბამისად, კომპანიამ იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე, რათა ჰქონოდა გონივრული დრო და შესაძლეობლობა სხდომისთვის მოსამზადებლად.
კომისიის 2020 წლის 4 ივნისის სხდომას ესწრებოდა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი, რომელიც დაეთანხმა კომისიაში წერილობით წარმოდგენილ შუამდგომლობას სხდომის გადადების თაობაზე. კომისიამ დააკმაყოფილა კომპანიის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და სხდომა გადაიდო ერთი კვირით, 2020 წლის 11 ივნისისთვის.
კომისიის 2020 წლის 11 ივნისის სხდომას ესწრებოდა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანისუფლებებისთვის“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე იმყოფებოდნენ არანორმალურ გარემოში, ვინაიდან შეხვედრები, თანხმობის მიღება შეუძლებელი იყო და რესპოდენტები არიდებენ კიდეც თავს ურთიერთობას, ამიტომ მუშაობა იყო რთული. პატარა ტელეკომპანიებს პანდემიის პერიოდში ხელი უნდა შეეწყოს, უნდა იღებდნენ შეთავაზებებს, რომ მათ გამართულად იმუშაონ. ტელეკომპანიები, რომლებიც პანდემიის უმძიმეს პირობებში აგრძელებდნენ ხალხისთვის მაუწყებლობას, დასაფასებელია. სხვა დროისთვის, თუ მსგავსი გარემოება შეიქმნა, მაუწყებლებს უნდა ჰქონდეთ მითითებები, ინსტრუქციები, რომ მის ფარგლებში იმუშაონ. სხვა შემთხვევაში ტელეკომპანია გააჩერებდა მაუწყებლობას. მაუწყებელმა არ უნდა იცხოვროს სანქციების მოლოდინში. პანდემიის პერიოდში მათ გააკეთეს მაქსიმუმი, რათა მოსახლეობას მიეღო კომედიური, ანიმაციური ფილმები. მათთვის მთავარი იყო მაუწყებლობა იმ დროს, როდესაც ძალიან იმატა მათი ტელეკომპანიის მაყურებელთა რიცხვმა. რაც შეეხება დარღვევას ახალი ამბების გადაცემასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ მათი ტელევიზია ახალ ამბებს არ გადასცემს. არსებობს რამდენიმე წლის უკანდელი წასული პერიოდის გადაცემები, რომელიც ახლა გაუშვეს, მაგრამ ეს გადაცემები შემეცნებითში გადის, რადგანაც გარკვეულ ფაქტებს იხსენებენ უახლოესი წარსულიდან.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-1117; 29/05/2020) და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
2. კომისიის მიერ მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ გაგზავნილი წერილი (N გ-20-04/1551, 07/05/2020).
3. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1151; 03/06/2020).
4. ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N623/2 გადაწყვეტილება.
5. მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე (13.05.2020; შ-20-6/2514) წარმოდგენილი 2020 წლის 12 მაისის საპასუხო წერილი.
6. 2020 წლის 3 ივნისს კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა (შ-20-6/2932) კომისიის სხდომის გადადების თაობაზე.
7. მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.
8. მაუწყებლისათვის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-20-03/1782, 29/05/2020) კომისიის 2020 წლის 4 ივნისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. მაუწყებელი - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 16/02/2016). შესაბამისად, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მოხდა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2020 წლის 24-29 აპრილს მაუწყებლის ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები „შერეკილები” და „არასერიოზული კაცი“, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარდგენის გარეშე.
3. ამავე მონიტორინგის შედეგად ასევე გამოირკვა, რომ 2020 წლის 24-29 აპრილს მაუწებლის ეთერში განთავსებულ იქნა მხატვრული და ანიმაციური ფილმები, კერძოდ, „ანა კარენინა“, „პინგვინი ლოლო“ და „კატა ლეოპოლდის ავტომობილი“, როგორც არასახელმწიფო ენაზე სახელმწიფო ენაზე დუბლირების, ასევე აღნიშნული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარდგენის გარეშე.
4. ამავე მონიტორინგის შედეგად ასევე გამოირკვა, რომ 2020 წლის 24-29 აპრილს მაუწყებლის ეთერში განთავსებულ იქნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის სიუჟეტები. მაუწყებელს ავტორიზაცია გავლილი აქვს სპეციალიზებულ მაუწყებლობაზე, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არ ითვალისწინებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობას, შესაბამისად, დარღვეულ იქნა ავტორიზაციის პირობები.
5. ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N623/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5006, 16,02,2016) და მაუწყებლობის ქვესახეობად საერთო ტელემაუწყებლობის ნაცვლად განისაზღვრა სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8 ქვეპუნქტის მიხედვით კი, სპეციალიზებული მაუწყებლობა ითვალისწინებს ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობას.
6. ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N623/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა; დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
7. მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევებისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
4. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
10. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობი სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 362 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას.
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8 ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალიზებული მაუწყებლობა – ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა.
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ასევე, დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი;
16. „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისის შემთხვევისა.
17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
18. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის - ააიპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” მიერ მხატვრული ფილმების „შერეკილები” და „არასერიოზული კაცი“, ასევე მხატვრული და ანიმაციური ფილმების, „ანა კარენინა“, „პინგვინი ლოლო“ და „კატა ლეოპოლდის ავტომობილი“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებით დაარღვია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ წერილში მხარე ქართულ ფილმებთან დაკავშირებით მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე და აცხადებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, შეიძლებოდა დაედოთ ზეპირი ხელშეკრულებები. კომისია განმარტავს, რომ მაუწყებლის განცხადება მხატვრული ფილმების, „შერეკილები” და „არასერიოზული კაცი“ მართზომიერი ჩვენების უფლებასთან დაკავშრებით ზეპირი შეთანხმებების ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. სალიცენზიო ხელშეკრულება კი უნდა დაიდოს წერილობით. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის საკითხზე რეაგირებისას კომისია ეყრდნობა სპეციალური კანონმდებლობას, როგორიცაა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან და რომელთა მიხედვითაც, აღნიშნული ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული წერილობითი ფორმით. კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. შესაბამისად, მაუწებელს აღნიშნული აუდიო-ვიზუალური, როგორც ქართული („შერეკილები” და „არასერიოზული კაცი“), ასევე უცხოური („ანა კარენინა“, „პინგვინი ლოლო“ და „კატა ლეოპოლდის ავტომობილი“) პროდუქციის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წერილობითი ხელშეკრულებები) კომისიის პორტალზე არ განუთავსებია, შესაბამისად, აღნიშნული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩვენების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენენოვანია მაუწყებლობა, როდესაც სამაუწყებლო ბადეში თავსდება მხატვრული და ანიმაციური ფილმები, დაცული უნდა იყოს კანონმდებლობა და არასახელმწიფო ენაზე განთავსებული აღნიშნული აუდიო- ვიზუალური ნაწარმი უნდა განთავსდეს სახელმწიფო ენაზე დულირებული სახით. შესაბამისად, მაუწყებლის ეთერში არასახელმწიფო ენაზე მხატვრული და ანიმაციური ფილმების, კერძოდ, „ანა კარენინა“, „პინგვინი ლოლო“ და „კატა ლეოპოლდის ავტომობილი“, სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე განთავსებით, კომპანიის მხრიდან დარღვეული იქნა „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისის შემთხვევისა. კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლი, რომლის მიხედვითაც, არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მაუწყებელს ასევე არ წარმოდუგენილია აღნიშნული აუდიო ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წერილობითი ხელშეკრულებები), რითაც დარღვევულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს კანონმდელობა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ეთერში განთავსებულ იქნა არა ახალი ამბები, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის სიუჟეტები. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ დარღვევის გამოვლენის მიზნებისთვის, შინაარსობრივად ახალი იქნებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის სიუჟეტი თუ ძველი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან მაუწყებლის ეთერში აღნიშნული საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის სიუჟეტები განთავსებულ იქნა იმ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 24-29 აპრილს, როდესაც მაუწყებელს უკვე ჰქონდა სპეციალიზებული მაუწყებლობა. ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირება (BR-5006, 16,02,2016) და მაუწყებლობის ქვესახეობად საერთო ტელემაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებულ (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობად განსაზღვა კი განხორციელდა კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N623/2 გადაწყბეტილებით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8 ქვეპუნქტის მიხედვით კი, სპეციალიზებული მაუწყებლობა გულისხმობს ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობას. შესაბამისად, მაუწყებლის ეთერში საზოგადოებრივ- პოლიტიკური შინაარსის სიუჟეტების განთავსებით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N623/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის არ ითვალისწინებს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ დარღვეულია, როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონმდებლობა, ასევე „საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილება, კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N623/2 გადაწყვეტილება „მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან დარღვეულ იქნა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი მართლზომიერი ჩვენების უფლებების გარეშე აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ეთერში განთავსების, ასევე სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე ფილმების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესი და ავტორიზაციის პირობები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაუწყებელს ბოლო ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე ანალოგიური/მსგავსი დარღვევებისთვის, მაუწყებელს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების „ბ“ ქვეპუნქტის, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“, „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 362 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 511 მუხლის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მაუწყებლის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 511 მუხლის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის“ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის N623/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ჩაბარების დღიდან.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.კაველიძე) მაუწყებლ ის - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
