წვდომის მენიუ

შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 526

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2020 16:41

მიღების თარიღი ივნისი 25, 2020

შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების  თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346   გადაწყვეტილებით, შპს „რკინიგზის ტელეკომი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 და 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის   ტელეკომს“  დაევალა   სამართალდარღვევის   აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა   და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N20-10-1100;  25.05.2020) ირკვევა,  რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა კომპანიას განსაზღვრული ჰქონდა 2020 წლის პირველ მაისამდე. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-1100; 25.05.2020) თანახმად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346 გადაწყვეტილება  შპს „რკინიგზის  ტელეკომს“  გაეგზავნა და ჩაბარდა  კომისიის ავტორიზებულ  პირთა უწყებრივ  რეესტრში  მითითებული  ელექტრონული  ფოსტის მისამართზე (tamar.kalandade@gtr.ge ) 2020 წლის 26 მარტს.

2020  წლის  28  აპრილს  კომისიაში  შემოვიდა  შპს  ,,რკინიგზის  ტელეკომის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2217; 28.04.2020), რომლითაც კომპანიამ ითხოვა კომისიის 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346  გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 2 თვის ვადით იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამო გამოცხადებული პანდემიის პირობებში ქვეყნებში    დაწესებული შეზღუდვების გამო შეფერხებულია, როგორც ნასყიდობის ტრანზაქციის მხარეებს შორის კომუნიკაცია, შეხვედრები, ასევე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრატორ კომპანიასთან კომუნიკაცია. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ასევე, არ არის შესაძლებელი შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მხრიდან რაიმე მოქმედებების განხორციელება ბენეფიციარი მესაკუთრეებისგან ინფორმაციის, ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვა.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-1100; 25.05.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 28 მაისს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-20-03/1723; 25.05.2020) ეცნობა შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“. ამავე შეტყობინებით განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, ავტორიზებულ პირს ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდა სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, კომპანიას ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“  ეცნობა,   რომ   კომისიის   შესაბამისი   შეტყობინებები   და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge).

კომისიის 2020 წლის 28 მაისის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლები დ. კაპანაძე და ე. მებონია. კომისიის სხდომაზე შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უფლებების დაცვისა და რეალიზების მათ ხელთ არსებული მექანიზმები, მათ შორის კომისიასთან მიმდინარე პროცესებში და სასამართლოში სამართალწარმოებაში ჩართულობის ფორმით, არ არის სინქრონში. საგანგებო მდგომარეობის მიზეზით, საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებში დაცვის რეალიზება შეჩერებული იყო. თუ სასამართლოს კონკრეტულ კერძო საჩივარზე გადაწყვეტილება 2 თვის განმავლობაში უნდა მიეღო, ეს ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც თეორიულად  კერძო საჩივრის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნებთან იყოს განსხვავებული. შესაბამისად, კომპანია ითხოვს კომისიაში ამ წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მოთხოვნა  კომისიის 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადების თაობაზე, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და დაუსაბუთებელია. კომპანია ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეფერხებული კომუნიკაცია მასსა და ბენეფიციარ მესაკუთრეებს შორის, თავად ბენეფიციარ მესაკუთრეებს შორის, ასევე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრატორ კომპანიასთან კომუნიკაცია და არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამასთანავე,  კომპანიას  არ  წარმოუდგენია მტკიცებულება,  რომელიც  დაადასტურებდა ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა მიერ უკანონო ტრანზაქციის განხორციელებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნებას და ამ ნების არსებობის პირობებში კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების შეუძლებლობას, მათ შორის, გავრცელებული ვირუსის გამო. რაც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებით კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადებას იმ გარემოების გამო, რომ სასამართლოში საგანგებო მდგომარეობის მიზეზით შეჩერებული იყო კომპანიის სარჩელების და კერძო საჩივრების განხილვა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის გადადება ა/წ 25 ივნისისთვის, ავტორიზებული პირის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  ზომებიდან  სათანადო  ზომის  არჩევის მიზნით.  შესაბამისად,  შპს,,რკინიგზის ტელეკომს“ ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს მისთვის მიცემული დამატებითი ვადა სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა ა/წ 25 ივნისისთვის, რის თაობაზეც კომპანიის წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის ა/წ 28 მაისის სხდომაზე.

კომისიის 2020 წლის 25 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელი ე. მებონია, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ განახლებული ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე კომისიიდან წერილის მიღებისთანავე,    მათ მიმართეს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კომპანიების რეგისტრატორ აგენტს რომლის მეშვეობით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ აქვს წვდომა ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებზე. ამასთანავე, მისი განმარტებით, კომპანიას არ აქვს წვდომა ამ მონაცემების მიღმა თუ რა შეთანხმება არსებობს აქციონერებს შორის, რადგან ეს მონაცემი შეიძლება ექვემდებარებოდეს რეგისტრაციას ან არა. მისი განმარტებით, კომისიამ ბაზრის კვლევა უნდა დაიწყოს და მის საფუძველზე დაადგინოს განხორციელებულმა ტრანზაქციამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა თუ არა კონკურენციაზე, ხოლო ასეთის შემთხვევაში     სპეციფიური ვალდებულებები დააკისროს კომპანიას.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-1100; 25.05.2020);

2. შპს,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების  თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილება;

4. შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 გადაწყვეტილება;

5. შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილება;

6. კომისიის შეტყობინება (Nგ-20-03/1723; 25.05.2020)    და მისი შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

7. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 29 აგვისტოს N19-10-1664 მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N19-10-1651; 27.08.2019; შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3521 წერილი);

8.  ამონაწერები  მეწარმეთა და  არასამეწარმეო    (არაკომერციული)    იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „რკინიგზის ტელეკომის“ შესახებ;

9.   კომისიის    წერილი    (N16/2567-18,     27.07.2018)     და    მისი    შპს  ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

10. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილი და მისი შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

11. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3834; 27.09.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ასლი კომპანიის მონაცემების შესახებ;

12. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3892; 04.10.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

13. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 15.10.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია;

14. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 16.10.2019), რომელსაც ერთვის შპს,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

15.  შპს  ,,რკინიგზის  ტელეკომის“  განცხადება  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-20-6/2217;28.04.2020);

16. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 2010 წლის 2 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით  უზრუნველყოფა: სპილენძის  წყვილების ადგილობრივი  (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ადგილობრივი  (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის    ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;  საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი)  კავშირით მომსახურება;  B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial- up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi;

2. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.  „გამოყოფილი არხებით საბითუმო  მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული     კომისიის     2018     წლის     6     დეკემბრის     N    671/9გადაწყვეტილებით,  შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“  განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების   საბითუმო   ბაზრის   შესაბამის   სეგმენტზე,   ამავე  გადაწყვეტილებით განსაზღვრულ   მიმართულებებზე.

აღნიშნული  გადაწყვეტილებით,    შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“,  როგორც  საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ  პირს,  დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება,  დისკრიმინაციის  აკრძალვის  ვალდებულება, დანახარჯებისა  და შემოსავლების განცალკევებულად  აღრიცხვის ვალდებულება  და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;

4.  კომისიის   წერილით   (N16/2567-18,   27.07.2018)   ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ ეცნობათ, რომ კომისიის   მიერ   კანონით   განსაზღვრული   ამოცანებისა  და   ფუნქციის   სათანადოდ შესრულებისთვის,  კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის  ბოლო   ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის  შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ  წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი  ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში  წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;

5. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ მოეთხოვათ  10  სამუშაო  დღის  ვადაში  წარმოედგინათ  ინფორმაცია კომპანიის  ყველა პარტნიორის და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ, კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ;

6. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3521; 23.08.2019), რომლის თანახმად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის პარტნიორები არიან: ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედი“ (Novastar Commerce Ltd) შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ კაპიტალში 100% წილის მფლობელი პარტნიორი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია, სარეგისტრაციო ნომრით 1586140. ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედის“ ერთადერთი დამფუძნებელი არის შპს ,,კავკასუს ონლაინი“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  რეგისტრირებული   კომპანია,   სარეგისტრაციო   ნომრით   211380833. 

შპს ,,კავკასუს  ონლაინის“   კაპიტალში  36,2   %   წილის  მფლობელი  პარტნიორია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“ (Nelgado Ltd) რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890. კომპანია ,,ნელგადო ლიმითედში“ წილების მფლობელი პარტნიორები  არიან: ფიზიკური პირი ხვიჩა  მაქაცარია-საქართველოს მოქალაქე, ,,ნელგადო ლიმითედში“ 32506 აქციის მფლობელი და კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 596511. კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 379092. კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ი კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ში წილებს ფლობს ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის (აზერბაიჯანის მოქალაქე) სასარგელოდ ტრასტის საფუძველზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 63,8% წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“ (International Online Network), რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1502554, რომლის ერთადერთი აქციონერია ,,ნელგადო ლიმითედი“. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია, დაახლოებით 51 % წილის მფლობელი (32506 აქცია) და ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი, დაახლოებით 49% წილის მფლობელი (31230 აქცია);

7. კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო, კერძოდ,   შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის და კომისიის თანხმობის გარეშე წილის გასხვისების გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ  პირ  ხვიჩა  მაქაცარიას  კუთვნილი  წილის  49%-ის  (31230  აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში.

,,შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“   კომისიის  2019   წლის  17   ოქტომბრის  Nგ-19-18/606   გადაწყვეტილება  შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჩაბარდა 2019 წლის 11 ნოემბერს. შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჰქონდა 2019 წლის 3 დეკემბრამდე;

8. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში;

9. კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 გადაწყვეტილებით, შპს „რკინიგზის ტელეკომს“   დაეკისრა  ჯარიმა  30000  (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრისNგ-19-18/606 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ  პირ  ხვიჩა  მაქაცარიას  კუთვნილი  წილის  49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა   და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 18 იანვრამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჩაბარდა 2019 წლის 26 დეკემბერს;

10. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 18 იანვრამდე;

11. კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებით, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ დაეკისრა ჯარიმა 63,930.93 (სამოცდასამი ათას ცხრაასოცდაათი და ოთხმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 და 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი  მფლობელობის)  აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 22 თებერვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჩაბარდა 2020 წლის 12 თებერვალს;

12. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს,,რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა   და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 22 თებერვლამდე;

13. კომისიის 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346   გადაწყვეტილებით, შპს „რკინიგზის ტელეკომი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 და 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე;

14. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346   გადაწყვეტილების შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს,,რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა   და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-11 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად,   ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და  ლიცენზიის ან/და   ნებართვის მფლობელების  მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა)  ქვეპუნქტის  თანახმად,  კომისიის ერთ-ერთი  ძირითადი  ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა   და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის   თანახმად, კომისიის  ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

4.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი  საქმიანობის    შესახებ,    მათ  შორის,  ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი  კონფიდენციალურობის  მიუხედავად,   აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე  უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  კომისიამ უნდა დაიცვას    კონფიდენციალურობა    მიწოდებული    ინფორმაციისა,   რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსისა    და   „პერსონალურ      მონაცემთა  დაცვის  შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.  განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთარაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად,   ავტორიზებული  პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ჰ33)ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა,  რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;  პირები ერთად,  პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;  პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია  რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ- ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;

7.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში,   თუ შემძენი     პირის     ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ)    პირთა   მიერ   ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  შერწყმის ან წილის,  აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ    კომისიას    უნდა    ეცნობოს    შერწყმის    ან შეძენის განხორციელებამდე,   ხოლო   ამავე   მუხლის   მე-2   პუნქტის   თანახმად,  შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში  და უცხო  ქვეყნის ოპერატორებისთვის    გაწეული  მომსახურებიდან; დ)სხვა  ავტორიზებული  პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე)ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

10. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;  ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია  უფლებამოსილია  მოსთხოვოს  შერწყმის  შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ       პირს,    რომლის წილის ან აქციების შეძენაც  მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება  (ფუნქციონალურად გამოყოფილი   სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);

11. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   43-ე   მუხლის პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  კომისია  აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ  პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში   საქართველოს   კანონმდებლობის,  მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და  გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული    მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულების  მონიტორინგს  კომისია ახორციელებს  მუდმივად  და სისტემატურად;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციულიწარმოების დაწყების საფუძველია  კომისიისათვის

კანონმდებლობით

დაკისრებული         ვალდებულება

ან

მინიჭებული

უფლებამოსილება

-     გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

 

 კომისია აღნიშნავს,  რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“  არ უზრუნველყო კომისიის 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346 გადაწყვეტილების შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა   და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის. შედეგად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე იმ პირობებში, როცა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის აღნიშნულ კომპანიაში ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი კვლავ უკანონოდ ფლობს წილს. შესაბამისად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის,  კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 და 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346   გადაწყვეტილებების დარღვევას, რისთვისაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3    პუნქტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით. კომისიის, როგორც აღნიშნულ სფეროში საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და კანონის მოთხოვნების აღსრულების უზრუნველმყოფი ბერკეტი კომისიას გააჩნია უშუალოდ ავტორიზებულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებები.

კომისია   აღნიშნავს,   რომ   შპს   ,,კავკასუს   ონლაინს“   და   შპს   ,,რკინიგზის ტელეკომს“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ეკისრებათ   როგორც  ავტორიზებულ   პირებს.      კანონმდებლობის დარღვევისთვის თითოეული მათგანი პასუხს აგებს ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად. მოცემულ შემთხვევაში, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 და Nგ-19-18/606, 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 და Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 და Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებებით, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ცალ-ცალკე დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, როგორც ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედ ავტორიზებულ პირებს, თითოეული მათგანის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ    საქართველოს    ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის  23-ე  მუხლის    თანახმად,  ადმინისტრაციული    სახდელი  წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას  და გამოიყენება  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მგავსი გადაცდომა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიმართ რამდენჯერმე იყო გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონით განსაზღვრული სახეები (წერილობითი გაფრთხილება  და   ჯარიმები).  ამასთანავე,   იმ  შემთხვევაში, თუ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების (2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-20/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87  და    12    მარტის    Nგ-20-18/    320  გადაწყვეტილებების)   შესრულებას, შედეგობრივად, აღნიშნული    უზრუნველყოფს  შპს  ,,რკინიგზის  ტელეკომისთვის“ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას,      სამართალდარღვევის აღმოფხვრას.  შპს,,რკინიგზის ტელეკომის“ მიმართ 2020 წლის 19 მარტს Nგ-20-18/346   გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოება და ასევე, მხედველობაში მიიღო შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ შუამდგომლობა და განმარტებები იმის თაობაზე, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ დამატებით ფინანსური სანქციის დაკისრება კომპანიას მძიმე ფინანსურ მდგომარებაში ჩააყენებდა. შედეგად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც ამავე გარემოებების გათვალისწინებით შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  ,,რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი  მესაკუთრე  შპს„კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი და მისსავე რეგულირების სფეროში დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც არის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც პირდაპირი მაგისტრალური ინფრასტრუქტურით აკავშირებს ჯერ საქართველოს, შემდეგ რეგიონის 2 ქვეყანას და სხვა ქვეყნებს ევროპასთან და რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ტრანზაქციის განხორციელებამდე იყო საქართველოს მოქალაქე.კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11  მუხლის მე-2  პუნქტის ა)  ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის ერთ-ერთი ძირითად   ამოცანაა   ელექტრონული  საკომუნიკაციო   ქსელებითა   და  საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურების    სფეროში კონკურენტუნარიანი  გარემოს  ჩამოყალიბება, შენარჩუნება და  განვითარება,  ხოლო  ბ) ქვეპუნქტის  თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებულიპირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენით შედეგობრივად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, როგორც თავად საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე, საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის, საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლებელია განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება არსებითი, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის.

კანონით განსაზღვრული ამოცანისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომისიას მიაჩნია, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ უნდა მოეთხოვოს მისი 100 % წილის მფლობელის კომპანია ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“-ის (1586140 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.)) ყველა ბენეფიციარი მესაკუთრეების (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე განახლებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის ლეგალიზებული/აპოსტილიზებული (საჭიროების მიხედვით), ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სახით კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 10 ივლისამდე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე და 27-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 და 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო;

2. შპს,,რკინიგზის ტელეკომი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3.  შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“  უზრუნველყოს სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ,   შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ  პირ  ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ აგვისტომდე;

4. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ უზრუნველყოს მისი 100 % წილის მფლობელის კომპანია,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“ ის (1586140 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.)) ყველა ბენეფიციარი მესაკუთრეების (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე განახლებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის                                  ლეგალიზებული/აპოსტილიზებული      (საჭიროების      მიხედვით), ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სახით კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 10 ივლისამდე;

5. დაევალოს    კომისიის    ადმინისტრაციას    (ნ.    ჯავახიძე)    აღნიშნული გადაწყვეტილების       შპს  „რკინიგზის  ტელეკომისთვის“   დაუყოვნებლივ  გაგზავნა და გადაწყვეტილების გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

6.    გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის   შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“  ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი   №64)  შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“  ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.    დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივ    დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს„რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 და მე-8 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები