წვდომის მენიუ

შპს „09.TECH“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 733

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2020 21:12

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020

შპს „09.TECH“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 17 აგვისტოს (MIA 3 20 01914812) შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112"-იდან შემოვიდა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, მომსახურების aმიმწოდებელი (პროვაიდერი) ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს წარუდგინოს, ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სატელეფონო ნომრების მიხედვით, ხოლო ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა - იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.

წერილიდან ირკვევა, რომ შპს „09.TECH“-ის(ს/კ 401981646) მხრიდან ინფორმაციის მოწოდება არ განხორციელებულა ორი თვის განმავლობაში (ივნისი, ივლისი). აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან სისტემატურად ირღვევა მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ვადები, რაც მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის, ასევე საგადასახადო დეკლარირების დადგენილ ვადაში განხორციელების პროცესში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ი ითხოვს კომისიამ იმოქმედოს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.

შპს „09.TECH“-ის მიერ მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 10 სექტემბერს, 15 საათზე.   აღნიშნულის თაობაზე შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს და   შპს „09.TECH“-ს ეცნობათ წერილობითი შეტყობინებებით (N გ-20-03/2800, 04/09/2020 და N გ-20-03/2799, 04/09/2020). ამავე შეტყობინებით, მათ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, კომპანიას ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „09.TECH“-ს ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.comcom.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე(post@comcom.ge გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს „09.TECH“-ს ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები  გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.comcom.ge).

კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენელი ა.მელიქიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ    კომპანია    სისტემატურად    არღვევს    მთავრობის    დადგენილების მოთხოვნებს და დადგენილ ვადებში არ წარუდგენს ინფორმაციას, ასევე ჩარიცხვებსაც ახორციელებს არა ყოველთვიურად, როგორც ეს დადგენილებითაა განსაზღვრული, არამედ ერთიანად რამოდენიმე თვის ერთობლივად ამოღებულ საფასურს. შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას აგვისტოს თვის მონაცემებიც არ აქვს წარმოდგენილი.

სხდომაზე ასევე გამოცხადდა შპს „09.TECH“-ის   წარმომადგენელი ი.გოგიჩაიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ აქვთ ფიქსირებული გადასახადი და აწვდიან მხარეს ყველა მონაცემს ელექტრონულად. მან დასძინა, რომ კომპანიის ბუღალტერი ყველაფერს გაასწორებს და მხარეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 10 სექტემბრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 17 სექტემბერს, 15 საათზე, რის შესახებაც შპს „09.TECH“-ისა და შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლებს სხდომაზევე ეცნობათ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა კომისიის 2020 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „09.TECH“-ის წარმომადგენელი.

კომისიის 2020 წლის 17 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენელი ა.მელიქიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „09.TECH“-ის წარმომადგენელმა სხდომის გამართვამდე რამოდენიმე წუთით ადრე წარადგინა ინფორმაცია. მისი მონაცემებით წარდგენილია ივნისის და ივლისის თვეების მონაცემები, მაგრამ არ შეიცავს აგვისტოს თვის მონაცემებს.

საკითხის დამატებითი მოკვლევის მიზნით კომისიის 2020 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განსახილველი საკითხი კვლავ გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს. აღნიშნულის  თაობაზე  შსს  სსიპ  - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის  წარმომადგენელი   ა.მელიქიშვილი   სხდომაზევე   გაფრთხილდა,   ხოლო  შპს„09.TECH“-ის ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-20-03/2969, 18/09/2020).

2020 წლის 24 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წერილი (MIA 3 20 02258360, 23/09/2020), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „09.TECH“-ის მხრიდან 2020 წლის 17 სექტემბერს მოწოდებულ იქნა ყოველთვიურად წარმოსადგენი ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მაისი, ივნისი, ივლისი), შესაბამისად შპს „09.TECH“-მა ნაწილობრივ უზრუნველყო შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საბანკო ანგარიშზე ამოღებული საფასურით ანგარიშწორება. წერილში ასევე აღნიშნულია,  რომ     აგვისტოს  პერიოდის ფიქსირებული   გეოგრაფიული  და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია შპს „09.TECH“-ს კვლავ წარმოსადგენი აქვს შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში.

კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენელი ა.მელიქიშვილი. ხოლო, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „09.TECH“-ის წარმომადგენელი. კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/2969, 18/09/2020)   შპს „09.TECH“-ს გაეგზავნა, კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. შეტყობინების მხარისათვის გაგზავნითა და ასევე კომისიის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ, უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „09.TECH“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენელმა ა.მელიქიშვილმა, აღნიშნა, რომ შპს „09.TECH“-მა დღეს წარუდგინა აგვისტოს თვის მონაცემები და დღეის მდგომარეობით ინფორმაცია სრულყოფილად არის წარდგენილი, მათ შორის, დარიცხვის და ჩარიცხვის პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია და ჩარიცხვა განხორციელდა ვადების დარღვევით, რაც იწვევს დეკლარაციების კორექტირებას.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;

1.   შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112"-ის 2020 წლის 17 აგვისტოს წერლი  (MIA 3 20 01914812);

2.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „09.TECH“-ის შესახებ მონაცემები;

3. კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/2800, 04/09/2020) შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის სხდომის თაობაზე;

4.  კომისიის  შეტყობინება  (N  გ-20-03/2799,  04/09/2020)  შპს  „09.TECH“-ს  კომისიის  2020 წლის 10 სექტემბრის სხდომის თაობაზე;

5.  კომისიის  შეტყობინება  (N  გ-20-03/2969,  18/09/2020)  შპს  „09.TECH“-ს  კომისიის  2020 წლის 24 სექტემბრის სხდომის თაობაზე;

6.   შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წერილი (MIA 320 02258360, 23/09/2020);

7. შსს  სსიპ  -  საზოგადოებრივი  უსაფრთხოების  მართვის  ცენტრი ,,112"-ის წარმომადგენლის ა.მელიქიშვილის მიერ კომისიის 2020 წლის 10, 17 და 24 სექტემბრის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;

8.   შპს „09.TECH“-ის წარმომადგენლის ი.გოგიჩაიშვილის მიერ კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს „09.TECH“-ი წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს  (ავტორიზაციის  თარიღი: 13.08.2013; ავტორიზაციის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:   სპილენძის     წყვილების ადგილობრივი  (სააბონენტო) დაშვების  ქსელის  ფუნქციური  რესურსებითა  და სიმძლავრეებით  უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების  ქსელის  ფუნქციური  რესურსებითა  და  სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  სპილენძის  წყვილებით  ადგილობრივი  (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური    რესურსებითა  და სიმძლავრეებით  უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის    ტერმინალური  საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო)  დაშვების  ქსელის  შესაბამისი ელემენტებისა  და  საშუალებების  ფუნქციური  რესურსებითა  და  სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;   B.F.1   ფიქსირებული   საკომუნიკაციო   სისტემის   აბონენტების სატელეფონო ხმოვანი    კავშირით   მომსახურება:  ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით  მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო    (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება; აქალაქთაშორისო

სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand);

2.   „შპს „09.TECH”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ“  კომისიის 2020 წლის 19 მარტის N გ-20-15/321 გადაწყვეტილებით მიენიჭა შპს „09. TECH“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №530 უფლება და განესაზღვრა შემდეგი პირობები: ა) ნუმერაციის რესურსი: 322491000-322491999, სულ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ  ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის; ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი; გ) უფლების მოქმედების ვადა: 2020 წლის 19 მარტიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3.  შსს  სსიპ  -  საზოგადოებრივი  უსაფრთხოების  მართვის  ცენტრი ,,112"-ის  მიერ კომისიისთვის  მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს  „09.TECH“  (ს/კ401981646) მხრიდან ინფორმაციის მიწოდება არ განხორციელებულა ორი თვის განმავლობაში (ივნისი, ივლისი).    აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან სისტემატურად ირღვევა მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ვადები, რაც მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის, ასევე საგადასახადო    დეკლარირების    დადგენილ    ვადაში    განხორციელების პროცესში; კომისიის 2020 წლის 10 და 17 სექტემბრის სხდომებზე მიცემული ახსნა- განმარტბის და კომისიაში შემოსული 2020 წლის 23 სექტემრბის წერილის თანახმად, 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით შპს „09.TECH“-მა შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს მიაწოდა მაისის, ივნისის და ივლისის თვეების მონაცმები არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასურის   დარიცხვასა   და   გადახდასთან  დაკავშირებით.   შესაბამისად,   შპს„09.TECH“-მა ნაწილობრივ უზრუნველყო შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საბანკო ანგარიშზე ამოღებული საფასურით ანგარიშწორება. ამასთან,  შპს „09.TECH“-ს ასევე არ ქონდა წარდგენილი აგვისტოს თვის   ინფორმაცია სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან  დაკავშირებით;   2020   წლის   24   სექტემბრის   მდგომარეობით   შპს„09.TECH“-მა შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს წარუდგინა აგვისტოს თვის მონაცემები. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დღისათვის ინფორმაცია სრულყოფილად არის წარდგენილი, მათ შორის, დარიცხვის და ჩარიცხვის პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია და ჩარიცხვა განხორციელდა მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევით, რაც იწვევს დეკლარაციების კორექტირებას;

4. მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი (პროვაიდერი) ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების  მართვის    ცენტრი    „112“-ს    წარუდგინოს, ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასურის  დარიცხვასა    და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სატელეფონო ნომრების მიხედვით, ხოლო ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა - იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე;

5.   ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  შპს  „09.TECH“-ი  მიმართ  იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური         სატელეფონო   მომსახურების   მიმღები   აბონენტი   (შემდგომში   – აბონენტი); ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფასურის ამოღებას უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი),    ამ  დადგენილებით    განსაზღვრული    წესის შესაბამისად;

2. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის“ მიერ განსაზღვრული ფორმითა და შინაარსით     წარუდგინოს  მას    საფასურის    დარიცხვასა    და    გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით;

3. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-3 მუხლის  მე-7  პუნქტის  თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი  ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული         საფასური    სრულად    ჩარიცხოს    საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე;

4. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,  მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ხოლო ამავე დადგენილების მე-3  მუხლის   მე-10   პუნქტის   თანახმად,    მომსახურების   მიმწოდებლის  მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია;

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული  სპექტრით ან/და  ნუმერაციის  რესურსით   სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

6.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს    ელექტრონული      კომუნიკაციების    სფეროში  საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების        დარღვევის  შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო  12 კალენდარული   თვის   შემოსავლის  (საქართველოს  საგადასახადო კოდექსით  განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი    დღგ-ის    გარეშე)    0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს „09.TECH“-ის მიერ საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაციის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში (ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში) წარუდგენლობით  და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში (ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა) გადაუხდელობით დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად  სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის,      შპს „09.TECH“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ის წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 მუხლის პირველი, მე-6, მე-7, მე-9, მე-10 პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის , მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „09.TECH“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს      კომისიის       ადმინისტრაციას       აღნიშნული    გადაწყვეტილების  შპს„09.TECH“-სთვის და შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-სთვის    გაგზავნა  და  კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);

3. დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს  (თ.გოშუა) შპს„09.TECH“-ისთვის   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული  ასლის   შპს„09.TECH“-ისთვის   ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „09.TECH“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-3  პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები