შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2020 0:37
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020
შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-1834, 09/09/2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N20-10-1834,09/09/2020) აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამანეტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ შეიცვალა შპს„აგრომედიას“ დირექტორი (საჯარო რეესტრში დირექტორის ცვლილება განხორციელდა 2020 წლის 13 აგვისტოს) და დამფუძნებელი, კერძოდ ნინო მუკნიაშვილის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა რამაზ ბაბალაშვილი. ნინო მუკნიაშვილმა (25%) და გიორგი ტუღუშმა (35%) სრულად გაასხვისეს წილები რამაზ ბაბალაშვილის სასარგებლოდ (საჯარო რეესტრში დამფუძნებლების ცვლილება განხორციელდა 2020 წლის 9 ივნისს). შპს„აგრომედიამ“ კომისიაში ინფორმაცია დირექტორის ცვლილების თაობაზე წარმოადგინა 2020 წლის პირველ სექტემბერს (Nშ-20-6/4669), ხოლო დამფუძნებლის ცვლილების თაობაზე კომპანიამ ინფორმაცია წარმოადგინა 2020 წლის 2 სექტემბერს (შ-20-6/4501) შესაბამისობის დეკლარაციის სახით, რითაც დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „აგრომედიას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-20-03/2949, 17/09/2020). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „აგრომედიას“ წარმომადგენელი რამაზ ბაბალაშვილი რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის პრობლემა შეიქმნა კომპანიის ყოფილ დირექტორთან კომუნიკაციის არქონის გამო. მასთან კომუნიკაციის დამყარება ვერ შეძლო, რათა მას შესაბამისობის აქტზე მოეწერა ხელი. ხოლო იმის მერე, რაც თავად გახდა დირექტორი, მოამზადა და წარმოადგინა დოკუმენტები. რამაზ ბაბალაშვილმა განმარტა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოსში და ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ გადაიფორმა წილი. ქალბატონი ნინო მუკნიაშვილი იყო ოფიციალურად დირექტორი და მას უნდა მოემზდებინა შესაბამისობის აქტი და წარმოედგინა კომისიაში, მითუფრო, რომ ერთი გაფრთხილება უკვა მიღებული ჰქონდა კომპანიას. მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი დირექტორი შეიცვალა და საჯარო რეესტრში ამოვიდა ამონაწერი, მაშინვე მოამზადა შესაბამისობის აქტი და გამოაგზავნა კომისიაში, თუმცა აცნობიერებს, რომ კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევით განხორციელდა ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-1834, 09/09/2020);
2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B19107209, 09/10/2019; B20040624, 09/06/2020; B20061518, 13/08/2020) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „აგრომედიას“ შესახებ მონაცემები;
3. „შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N გ-20-18/425 გადაწყვეტილება;
4. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-1884, 16/09/2020);
5. შპს „აგრომედიასთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-20-03/2949, 17/09/2020) კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „აგრომედია“ 2018 წლის 13 დეკემბრიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. შპს „აგრომედიას“ დამფუძნებლებმა ნინო მუკნიაშვილმა (25%) და გიორგი ტუღუშმა (35%) სრულად გაასხვისეს წილები რამაზ ბაბალაშვილის სასარგებლოდ. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა 2020 წლის 9 ივნისს (ამონაწერი: 09/06/2020; B20061518), ხოლო ინფორმაცია ცვლილების თაობაზე კომისიაში კომპანიამ წარმოადგინა 2020 წლის 2 სექტემბერს, შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენის გზით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4501, 02.09.2020). ასევე, შპს „აგრომედიას“ დირექტორად ნინო მუკნიაშვილის ნაცვლად განისაზღვრა რამაზ ბაბალაშვილი. საჯარო რეესტრის მონაცემებით აღნიშნული ცვლილება განხორციელდა 2020 წლის 13 აგვისტოს (ამონაწერი: B20061518, 13/08/2020), ხოლო კომპანიამ განხორციელებული ცვლილების თაობაზე კომისიას აცნობა 2020 წლის პირველ სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4669, 01.09.2020). შესაბამისად, ზემოარნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა შპს „აგრომედიას“ მიერ არ მომხდარა ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
3. „შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N გ-20-18/425 გადაწყვეტილებით შპს„აგრომედიას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტების, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო (კერძოდ: 2020 წლის პირველი თებერვლიდან გადაწყვეტილების მიღების დღისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ), გ), დ), ე), ვ), ზ) და თ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის და ასევე დამფუძნებლისა და დირექტორის ცვლილების განხორციელებიდან დადგენილ ვადებში ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა)ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელიყ7 ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუქნტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „აგრომედიას“ მიერ დამფუძნებლისა და დირექტორის ცვლილების განხორციელებიდან დადგენილ ვადებში ინფორმაციის წარმოუდგენლობით (ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა ვადების დარღვევით) დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „აგრომედიას“ მიმართ კომისიის 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით იდენტური დარღვევებისთვის გამოყენებულ იქნა წერილობითი გაფრთხილება (იხ. კომისიის 2020 წლის 30 აპრილის Nგ-20-18/425 გადაწყვეტილება) და გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩადენილია ახალი დარღვევა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „აგრომედიას“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71- ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია კომპანიას დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-1884, 16/09/2020) შესაბამისად, შპს „აგრომედიას“ უნდა დაეკისროს 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99- ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „აგრომედიას“ დაეკისროს ჯარიმა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „აგრომედიამ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300773251;
ბ) გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს„აგრომედიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge)გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს„აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „აგრომედიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
