შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 747

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 02, 2020 15:34

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“  დაეკისრა ჯარიმა  270   000   (ორასსამოცდაათი  ათასი)  ლარის  ოდენობით, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11, 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320 და 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის       პირდაპირ   და   არაპირდაპირ   100%-ის   მფლობელ   კომპანიაში,   „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის)    აღდგენის    უზრუნველყოფა    და    აღნიშნულის    დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 20 სექტემბრამდე.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N20-10-2011; 28.09. 2020) ირკვევა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში (და არც დღემდე) არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილება შპს „კავკასუს ონლაინს“ გაეგზავნა და ჩაბარდა 2020 წლის 31 აგვისტოს.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-2011; 28.09. 2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კანონისმიერი ვალდებულებებისა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11, 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის/დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით. საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის პირველ ოქტომბერს,   რის   თაობაზეც   შეტყობინებით   (Nგ-20-03/3121;   28.09.2020)   ეცნობა  შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და ამავე შეტყობინებით განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2020 წლის პირველ ოქტომბერს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილობითი შუამდგომლობა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კანონისმიერი ვალდებულებებისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევის თაობაზე საკითხის განხილვის გადადების შესახებ. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განმარტებით, კომისიის გადაწყვეტილებების შესრულება, კერძოდ, შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“  წილის პირდაპირ  და  არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში ,,ნელგადი ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა დამოკიდებულია მესამე პირების აქციონერების ნებაზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით, ამ ტრანზაქციის ერთ-ერთ მხარეს და ბოლო ბენეფიციარს წარმოადგენს აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო აღნიშნულ სახელმწიფოებთან კომუნიკაცია დღეის მდგომარეობით არის შეფერხებული და ვერ ხერხდება როგორც სათანადო ფორმით ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე, ტრანზაქციის აზერბაიჯანულ მხარესთან სათანადო კომუნიკაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ითხოვს კომისიამ გაითვალისწინოს მოცემული გარემოება და მისცეს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დამატებითი დრო, რათა შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ შეძლოს აქციონერებისგან სათანადო და სრულყოფილი ინფორმაციის გამოთხოვა და აქციოერების პოზიციის დაზუსტება.

კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორი რ. კოპალაძე, დ. კაპანაძე და ე. მებონია.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის პირველი ოქტომბრის წერილობით შუამდგომლობასთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ კომისიის  მიერ  2019  წლის  17 ოქტომბრიდან  2020  წლის  20  სექტემბრამდე  მიღებული გადაწყვეტილებებით არაერთგზის მიეცა გონივრული ვადა სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, თუმცა, ავტორიზებულმა პირმა მისთვის არაერთგზის განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყო სამართალდარღვევის აღმოფხვრა. კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა ა/წ 20 სექტემბრამდე. შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ვალდებული იყო მიეღო ყველა საჭირო ზომა კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ამ ვადის დაცვით. ამასთანავე, მას ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეებისთვის 2020 წლის 20 სექტემბრამდე. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოება   დაწყებულია შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კანონისმიერი ვალდებულებებისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით. კომისიის  2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11, 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებების ადრესატი იყო სწორედ შპს ,,კავკასუს ონლაინი“, რომელსაც დაევალა ჩადენილი სამართალდარღვევის აღმოფხვრა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სწორედ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო   დაინტერესებული   მხარის   შპს ,,კავკასუს    ონლაინის“    მონაწილეობა    მიმდინარე  ადმინისტრაციულ    წარმოებაში. ამასთანავე, კომისია    დამატებით  აღნიშნავს,    რომ    შპს  ,,კავკასუს ონლაინს“ არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ტრანზაქციის მონაწილე  ბენეფიციარ   მესაკუთრეებთან  კომუნიკაციის შეფერხების  ფაქტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-2011; 28.09.2020);

2. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილება და მისი შპს

,,კავკასუს ონლაინისთვის“ გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3.   „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილება;

4. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილება;

5. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 გადაწყვეტილება;

6. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320  გადაწყვეტილება;

7. „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 გადაწყვეტილება;

8. კომისიის   შეტყობინება (Nგ-20-03/3121; 28.09.2020)    და მისი შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

9. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 29 აგვისტოს N19-10-1665 მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N19-10-1651; 27.08.2019; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3523 წერილი);

10.  ამონაწერები    მეწარმეთა    და    არასამეწარმეო    (არაკომერციული)    იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ;

11. კომისიის წერილი (N16/2567-18; 27.07.2018) და მისი შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

12. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3834; 27.09.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ასლი კომპანიის მონაცემების შესახებ;

13. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილი და მისი შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

14.   შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3892; 04.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

15. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 15.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია;

16. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 16.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

17. „შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის ,,ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილება;

18. „შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%- ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 17 იანვრის N14/11 გადაწყვეტილება;

19. „შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 43,5%- ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის N727/11 გადაწყვეტილება;

20. „შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - „ნელგადო ლიმითედის“ აქციების 19,5%- ის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“   კომისიის   2018   წლის   26   ივლისის   N426/11 გადაწყვეტილება;

21. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 6 აგვისტოს Nშ20-6/3998 წერილი და თანდართული დოკუმენტაცია;

22. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 11 აგვისტოს Nშ-20-6/4101 წერილი და თანდართული დოკუმენტაცია;

23. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2029; 01.10.2020);

24. მ. სულაბერიძის განცხადება (Nშ-20-9/5143; 01.10.2020), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

25. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის პირველი ოქტომბრის წერილობითი შუამდგომლობა.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „კავკასუს ონლაინი“ (ს/კ: 211380833) 2010 წლის 11 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi; სხვა; B.F.3 მონაცემთა გადაცემა :მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება;

2. შპს „კავკასუს ონლაინი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, შპს ,,კავკასუს ონლაინს“, როგორც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის   ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება  დანახარჯებისა და  შემოსავლების    განცალკევებულად    აღრიცხვის ვალდებულება და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;

4. შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის „ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ  მათი შეძენის  შედეგად  შემძენი პირის  ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე;

5. კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „კავკასუს ონლაინს“ ეცნობათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;

6. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მოეთხოვათ 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინათ ინფორმაცია კომპანიის ყველა პარტნიორის და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ, კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ;

7. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-19-6/3523 23.08.2019), რომლის თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 36,2 % წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“ (Nelgado Ltd) რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890. კომპანია ,,ნელგადო ლიმითედში“ წილების მფლობელი პარტნიორები   არიან:   ფიზიკური   პირი   ხვიჩა   მაქაცარია   -   საქართველოს   მოქალაქე, ,,ნელგადო ლიმითედში“ 32506 აქციის მფლობელი და კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 596511. კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 379092. კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ი კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ში წილებს ფლობს ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის (აზერბაიჯანის მოქალაქე) სასარგელოდ ტრასტის საფუძველზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 63,8% წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“ (International Online Network), რეგისტრირებული   ბრიტანეთის   ვირჯინიის   კუნძულებზე,   სარეგისტრაციო   ნომრით 1502554. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია, დაახლოებით 51 % წილის მფლობელი (32506 აქცია) და ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი, დაახლოებით 49% წილის მფლობელი (31230 აქცია);

8. კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლისა და კომისიი ს2016  წლის  6  ოქტომბრის N677/11  გადაწყვეტილების  დარღვევის  გამო,  კერძოდ,  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობისა და კომისიის თანხმობის გარეშე წილის გასხვისების გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%- ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში. ,,შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ჩაბარდა 2019 წლის 11 ნოემბერს. შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ჰქონდა 2019 წლის 3 დეკემბრამდე;

9. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605  გადაწყვეტილების  შესაბამისად  სამართალდარღვევის  აღმოფხვრა,  კერძოდ,  შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის)   აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში;

10. კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილებისა და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%- ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 18 იანვრამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ჩაბარდა 2019 წლის 26 დეკემბერს;

11. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 18 იანვრამდე;

12. კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა    ჯარიმა    90 000    (ოთხმოცდაათი    ათასი)    ლარის    ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 და 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 22 თებერვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ჩაბარდა 2020 წლის 12  თებერვალს;

13. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87  გადაწყვეტილების  შესაბამისად  სამართალდარღვევის  აღმოფხვრა,  კერძოდ,  შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 22 თებერვლამდე;

14.   კომისიის 2020 წლის 12 მარტის   Nგ-20-18/320   გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“  დაეკისრა   ჯარიმა   270000    (ორასსამოცდაათი   ათასი)   ლარის   ოდენობით, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697 და 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩამაქაცარიას  კუთვნილი   წილის  49%-ის  (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე. აღნიშნული გადაწვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ გაეგზავნა და ჩაბარდა 2020 წლის 25 მარტს;

15. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე;

16. კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“  დაეკისრა  ჯარიმა  270000     (ორასსამოცდაათი  ათასი)  ლარის  ოდენობით, „ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 და 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320 გადაწყვეტილებების  დარღვევის  გამო.  ამავე  გადაწყვეტილებით,  შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის    უზრუნველყოფა    და  აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ აგვისტომდე. აღნიშნული გადაწვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ გაეგზავნა და ჩაბარდა 2020 წლის 3 ივლისს;

17. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ აგვისტომდე.

18. კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა  ჯარიმა  270000  (ორასსამოცდაათი  ათასი)  ლარის  ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320 და 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527  გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%- ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 20 სექტემბრამდე. აღნიშნული გადაწვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ გაეგზავნა და ჩაბარდა 2020 წლის 31 აგვისტოს.

19. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  სამართალდარღვევის  აღმოფხვრა,  კერძოდ,  შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 20 სექტემბრამდე, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-11 მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და   ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების  მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“   ქვეპუნქტის   თანახმად, კომისიის ერთ-ერთი      ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებითუზრუნველყოფისა  და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა    და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის  უზრუნველყოფის  მიზნით  ამ  კანონით  განსაზღვრული  სპეციფიკური ვალდებულებების     დაკისრება     და      მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის     თანახმად,     კომისიის     ერთ-ერთი     ძირითადი    ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული  ამოცანებისა და ფუნქციების  შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ,   მათ    შორის,  ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია,     მისი  კონფიდენციალურობის მიუხედავად,  აგრეთვე საავტორო        და   მომიჯნავე   უფლებების     შესახებ   საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი   მოთხოვნების     დაცვის     დამადასტურებელი  დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული   ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და  „პერსონალურ  მონაცემთა   დაცვის   შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე,      ასევე    მონაცემები     აბონენტთა    რაოდენობის,     ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,    ავტორიზებული პირი     ვალდებულია     შეასრულოს     ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ33“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის  რეგულირების  ერთ-ერთი მიზანია  რამდენიმე  ავტორიზებული  პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ეფექტიანი კონკურენციის  ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;

7.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის  შემთხვევაში,   თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ)    პირთა    მიერ   ერთობლივად ხდება ავტორიზებული  პირის  5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

8. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ     კომისიას     უნდა     ეცნობოს     შერწყმის     ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული  (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

10. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის   მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება   შერწყმის   ან   შეძენის  გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის  მნიშვნელოვნად  დარღვევის  შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ    პირს,    რომლის    წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული    ერთეულების    ცალკე    იურიდიულ    პირად/პირებად გამოყოფა);

11. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   43-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული  მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ  პირთა  მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის,  მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული  მოთხოვნებისა და  ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიის მიერ ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და   დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. ამავე კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს შეუჩეროს ავტორიზაცია, თუ პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთქხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ზემოაღნიშნული მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირის მიერ კანონმდებლობის დარღვევის, მათ შორის კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია პირველად დაჯარიმების შემდეგ, ავტორიზებულ პირს შეუჩეროს ავტორიზაცია.

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის 26-ე ან/და 27-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დანიშნოს სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ დარღვევისთვის უკვე ერთხელ მაინც იქნა გამოყენებული ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით  დაკისრებული ვალდებულება  ან მინიჭებული უფლებამოსილება     - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი და მისსავე რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც არის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც პირდაპირი მაგისტრალური ინფრასტრუქტურით აკავშირებს ჯერ საქართველოს, შემდეგ რეგიონის 2 ქვეყანას და სხვა ქვეყნებს ევროპასთან და რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ტრანზაქციის განხორციელებამდე იყო საქართველოს მოქალაქე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითად ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,   ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენით შედეგობრივად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, როგორც თავად საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე, საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის, საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლებელია განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება არსებითი, შეუქცევადი  შედეგები გამოიწვიოს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის.

კომისიამ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და საქართველოში ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვისა და საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით,   შპს ,,კავკასუს ონლაინს“ უნდა მოეხდინა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, ხოლო ამ ქმედებების განხორციელების ვადად კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებით განისაზღვრა 2020 წლის 20 სექტემბერი. თუმცა   კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N20-10-2011; 28.09.2020) ირკვევა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში (და არც დღემდე) არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ აღასრულა კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020  წლის    20 აგვისტოს  Nგ-20-18/652  გადაწყვეტილებები,  კერძოდ,  არ  აღადგინა  შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობა (წილობრივი მფლობელობა) და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოადგინა   კომისიაში   ამ   გადაწყვეტილების   მიღების  მომენტამდე.  შედეგად,   შპს ,,კავკასუს ონლაინი“ აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე იმ პირობებში, როცა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის აღნიშნულ კომპანიაში ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი კვლავ უკანონოდ ფლობს წილს. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ   ავტორიზებული   პირის   მიმართ   2019   წლის   17   ოქტომბრიდან   გამოიყენა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ყველა ზომა (წერილობითი გაფრთხილება, ხუთჯერ დაჯარიმება (მათ შორის ჯარიმის მაქსიმალური ზომა გამოყენებულ იქნა სამჯერ)), ფაქტია, რომ კომისიის მიერ მიღებულმა ზომებმა და ავტორიზებული პირის მიმართ გამოყენებულმა ჯარიმებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 45-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია ასევე უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს შეუჩეროს ავტორიზაცია.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-2029; 01.10.2020) ირკვევა, რომ დეპარტამენტის მიერ ინტერნეტის საბითუმო და საცალო ბაზარზე ჩატარდა ინტერნეტის გლობალური რესურსების  შესყიდვისა  და  მოხმარების ანალიზი, რომელიც  ცხადყოფს,  რომ,  შპს „კავკასუს ონლაინისგან“ გლობალური ინტერნეტის შესყიდვას საქართველოში ახორციელებს 25 ავტორიზებული პირი და შესყიდვის მოცულობა საშუალოდ 55-56 გბ/წმ-ს შეადგენს. მათ შორის აღსანიშნავია ისეთი ოპერატორები როგორიცაა შპს „ვიონის საქართველო“, რომელიც მნიშვნელოვან საბაზრო წილს ფლობს მობილური მომსახურების ბაზარზე, ასევე შემსყიდველები არიან მსხვილი ოპერატორები როგორიცაა შპს „სქაინეტი“, შპს „აირლინკი“ და შპს „ორდუნეტი“. აღნიშნული კომპანიები თავის მხრივ მობილურ და ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას უწევენ საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების სეგმენტს, რაც 900 ათასამდე მობილური და ფიქსირებული საცალო ინტერნეტის აბონენტს გულისხმობს. ასევე ცალკე უნდა გამოიყოს ისეთი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი, როგორიც არის შპს „მაგთიკომი“, რომელიც თვეში 165 გბ/წმ-ის მოცულობის გლობალურ ინტერნეტს ყიდულობს შპს „Caucasus Cable System Bulgaria“-სგან და შემდგომ შპს „კავკასუს ონლაინის“ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით   ახორცილებს   მის   ტრანსპორტირებას   საქართველოს   საზღვრამდე.   შპს „მაგთიკომის“  საცალო  აბონენტები,  როგორც  მობილური,  ასევე  ფიქსირებული ინტერნეტის და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე ჯამურად შეადგენენ 1.6 მილიონ აბონენტს. აქედან 5 ათასამდე იურიდიული პირი აბონენტია რომლებიც ფიქსირებულ მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მოიხმარენ, ხოლო 2500 ზე მეტი იურიდიული პირი მობილური ინტერნეტის გამომწერია. შესაბამისად შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში, გვექნება ისეთი მოცემულობა ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე, რომელიც უარყოფით გავლენას იქონიებს 2.5 მილიონ ზე მეტ საცალო აბონენტზე. ამის გარდა, უარყოფითად აისახება ინტერნეტის საერთაშორისო ტრანზიტით და გლობალური ინტერნეტის გადაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე უცხოური კონტრაჰენტებისგან. შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში,  გლობალური  ინტერნეტის  შემომტან  კომპანიებად  რჩებიან მხოლოდ  სს „სილქნეტი“, შპს „დელტა კომმი“, შპს “G-Connect”, შპს „სისტემ ნეტი“ და შპს „ფოპტნეტი“. ამათგან მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად და ამავე დროს ერთ- ერთ ყველაზე მსხვილ შემომტანად, მოიაზრება სს „სილქნეტი“. საბითუმო ინტერნეტის ალტერნატიული გზებით შემოტანის/ჩანაცვლების შემთხვევაში, ინტერნეტის ტრანსპორტირების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც საბოლოოდ საცალო აბონენტზე უარყოფითად აისახება. ამასთანავე, უსაფრთხოების თვალსაზრისით აღარ იარსებებს პირდაპირი მაგისტრალური არხი საერთაშორისო ტრანზიტისთვის. ასევე შეიზღუდება რეგიონში გლობალური ინტერნეტის ტრანსპორტირება ევროპიდან სომხეთის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს ისიც, რომ 300-მდე საჯარო უწყება დამოკიდებულია შპს „კავკასუს ონლაინის“ ინტერნეტზე - რაც განპირობებულია შპს „მაგთიკომის“ ხელშეკრულებებით აღნიშნულ უწყებებთან.

შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებას შეუძლია ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს და ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო დარგის მარეგულირებლ   ადმინისტრაციულ  ორგანოს  მიზანშეუწონლად  და გაუმართლებლად მიაჩნია შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, შპს „კავკასუს ონალიანისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებას შეუძლია  ზიანი     მიაყენოს     ქვეყნის     ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს და ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

ვინაიდან, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ გამოყენებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ყველა სახე (მათ შორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა სამჯერ), ხოლო შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებას შეუძლია ზიანი   მიაყენოს   ქვეყნის   ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისიას მიაჩნია, რომ არსებობს სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლით გათვალისწინებული მექანიზმის გამოყენებისთვის და შპს „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველის დანიშვნისთვის.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461  მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.“ ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მიიჩნევა, რომ პირს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ პირი არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი, წილის/აქციის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორთა საბჭოს წევრი ან პირსა და ამ პუნქტში აღნიშნულ ერთ-ერთ პირს შორის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. ამ პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ პირთა შორის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს, თუ ეს პირები არიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესადმინისტრირების სპეციალობით ან აქვს იურიდიული განათლება ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე  კომისიას  მიაჩნია,  რომ  მარიამ  სულაბერიძე  (პ/ნ01005006266) აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ყველა კრიტერიუმს და ის შეიძლება დაინიშნოს შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურ მმართველად.

მარიამ სულაბერიძე არის კავკასიის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია, ასევე მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. ამასთანავე, მას არ აქვს ინეტერესთა კონფლიქტი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი არც ერთი პირის მიმართ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, კომისია, აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე,    განსაზღვრავს  სპეციალური    მმართველის    უფლებამოსილებასა    და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია სპეციალურმა მმართველმა განახორციელოს ავტორიზებული   პირის/ლიცენზიის  მფლობელის   კონტროლი   და სპეციალურ მმართველზე გადავიდეს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ყველა ორგანოს (მათ შორის, დირექტორის/დირექტორთა საბჭოს, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა კრების/აქციონერთა კრების) ის უფლებამოსილება, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების     აღსასრულებლად     (გარდა     ავტორიზებული     პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა).

იქიდან გამომდინარე, რომ კომისიის აღუსრულებელი გადაწყვეტილებებით (2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის  20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებები) ავტორიზებულ პირს ევალება შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის  (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, აუცილებელია, რომ სპეციალურ მმართველს კანონის ფარგლებში მიენიჭოს ისეთი უფლებამოსილებები და ბერკეტები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მას უზრუნველყოს კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულება. სპეციალური მმართველისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები უნდა იყოს ქმედითი და ეფექტური, რათა მან მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეძლოს ამ უფლებამოსილებების გამოყენებით კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება. სპეციალური მმართველისთვის უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ სპეციალური მმართველისთვის მინიჭებულმა უფლებამოსილებებმა უნდა უზრუნველყოს იმ საფრთხეების მინიმიზირება, რომელიც დადგა ავტორიზებული პირის წილის კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით. შესაბამისად, სპეციალური მმართველისთვის უფლებამოსილებების მისანიჭებლად გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ფაქტორები:

ა) შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს საქართველოს და კავკასიის რეგიონის ელექტრონული საკომუნიკაციო    ბაზრის    ერთ-ერთ    უმნიშვნელოვანეს    მოთამაშეს, რომელიც ფლობს შავი ზღვის გავლით ევროპიდან პირდაპირ შემომავალ ერთადერთ მაგისტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტის    კაბელს,  რომლის    მეშვეობითაც ინტერნეტი მიეწოდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანს. შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს და რეგიონულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და უზრუნველყოფილი იყოს   ინტერნეტის   სტაბილური   და   უწყვეტი   მიწოდება,   ასევე   ქვეყნისთვის   და რეგიონისთვის  ისეთი  უმნიშვნელოვანესი    სტრატეგიული    პროექტების    სათანადო მხარდაჭერა, როგორიც არის მაგალითად ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი;

ბ) სპეციალური მმართველის მიერ კომისიის გადაწყვეტილებ(ებ)ის სწრაფად და ეფექტურად აღსრულების, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის“ შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურ მმართველს შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში გაათავისუფლოს ან/და დანიშნოს (ერთობლივად ან ცალ-ცალკე) შპს „კავკასუს ონლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ასევე დირექტორი (დირექტორები) და კომპანიის სხვა თანამშრომლები;

გ) იმისათვის, რომ არ მოხდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელი პარტნიორების მიერ კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის თავის არიდება ავტორიზებული პირის წესდებაში ცვლილებების შეტანის გზით (მათ შორის კომპანიის მმართველობითი სტრუქტურისა და გადაწყვეტილებების მიმღები მმართველობითი ორგანოების ახლებურად ჩამოყალიბებით), შპს „კავკასუს ონლაინის“ წესდებაში (და ნებისმიერ კორპორატიულ დოკუმენტში, რომლის საფუძველზე შეიძლება მოხდეს კომპანიის მმართველობითი სტრუქტურის ნებისმიერი სახის (მათ შორის ფუნქციური) ცვლილება) ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანა უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალური მმართველის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

დ) ვინაიდან არ ჩატარებულა შპს „კავკასუს ონლაინის“ ფინანსური და სამართლებრივი ანალიზი (ე.წ. due diligence), უცნობია კომპანიის მიერ განხორციელებული აქტივობების და ფინანსური და სამართლებრივი ტრანზაქციების შესახებ (კომისიის გადაწყვეტილებების სისტემატიურად შეუსრულებლობის ფონზე), შესაბამისად აუცილებელია, რომ სპეციალურ მმართველს დაევალოს კომპანიის ფინანსური და სამართლებრივი ანალიზის (ე.წ. due diligence) ჩატარება საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის მეშვეობით. ამავდროულად, სპეციალურ მმართველს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

ე) იმისათვის, რომ კანონდარღვევით წილის შემძენმა ბენეფიციარმა ვერ მიიღოს ეკონომიკური სარგებელი კანონდარღვევით განხორციელებული ტრანზაქციის შედეგად, მნიშვნელოვანია სპეციალურ მმართველს გააჩნდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც მას საშუალებას მისცემს ავტორიზებულ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების ცვლილება;

ვ) იმის გათვალისწინებით, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს საქართველოს სატელეკომუნიკაციო   ბაზარზე   ავტორიზებული   სხვა   იურიდიული   პირის   -      შპს  „რკინიგზის ტელეკომის“ წილის 100%-ის არაპირდაპირ მფლობელს, მნიშვნელოვანია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ შვილობილ კომპანიებში პარტნიორის უფლებამოსილება განხორციელდეს მხოლოდ სპეციალური მმართველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ სპეციალური მმართველისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები შეიძლება პერიოდულად გადაისინჯოს კომისისიის მიერ.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 26-ე  და 27-ე  მუხლებისა  და  461  მუხლის,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99- ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ (ს/კ: 211380833) სპეციალურ მმართველად დაინიშნოს მარიამ სულაბერიძე (პ/ნ: 01005006266);

2. სპეციალურ მმართველს დაევალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა  მაქაცარიას კუთვნილი წილის  49%-ის  (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა;

3. სპეციალური მმართველი დაინიშნოს ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

4. სპეციალური მმართველის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 8000 (რვა ათასი) ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე. სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურება განხორციელდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ ბიუჯეტიდან;

5.  სპეციალურ მმართველს მიენიჭოს შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს შპს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი (დირექტორები), სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები) (არსებობის შემთხვევაში) და კომპანიის სხვა თანამშრომლები;

ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო 1  წლის     განმავლობაში     შპს     „კავკასუს     ონლაინის“   მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს,  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

გ) შპს „კავკასუს ონლაინს“ შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების ცვლილება;

დ) შეასრულოს შპს „კავკასუს ონლაინის“ მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა), რომელიც საჭიროა მის მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

6. შპს  „კავკასუს  ონლაინის“  მიერ  ახალი  იურდიული  პირის  დაფუძნება (თანადაფუძნება), ფილიალ(ებ)ის შექმნა, ასევე შვილობილ საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მმართველის წინასწარი წერილობითი თანხმობით და მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილე(ებ)ის ფარგლებში;

7. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან აკრძალულია შპს „კავკასუს ონლაინის“  ნებისმიერი მმართველობითი ორგანოს (დირექტორი/დირექტორები, სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა კრება) მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება სპეციალური მმართველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ. ამ პუნქტის დარღვევით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან/და განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ბათილია;

8. სპეციალური  მმართველი  უფლებამოსილია  წერილობით  განსაზღვროს  იმ ცალკეულ უფლებამოსილებათა ჩამონათვალი, რომელიც შესაძლებელია შპს „კავკასუს ონლაინის“ მმართველობითმა ორგანოებმა (დირექტორი/დირექტორები. სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა კრება) განახორციელონ სპეციალურ მმართველთან ყოველ ჯერზე ინდივიდუალურად შეთანხმების გარეშე;

9.  სპეციალური     მმართველი     ვალდებულია     საერთაშორისოდ     აღიარებული, ავტორიტეტული და მაღალი საქმიანი რეპუტაციის მქონე კომპანიის მეშვეობით ჩაატაროს შპს „კავკასუს ონლაინის“ ფინანსური და სამართლებრივი ანალიზი (ე.წ. due diligence) და დასკვნა, მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს კომისიას;

10.   სპეციალური  მმართველი  ვალდებულია  რეგულარულად,  სამ  თვეში  ერთხელ (მეოთხე თვის 10 რიცხვამდე) ან კომისიის მოთხოვნით ნებისმიერ დროს (მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში) კომისიას წერილობით წარუდგინოს    მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში;

11. სპეციალური მმართველის მიერ ამ გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასა და დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდეს შპს „კავკაუსუს ონლაინის“ ბიუჯეტიდან;

12. კომისია  უფლებამოსილია  ამ  გადაწყვეტილების  მე-9  პუნქტით  განსაზღვრული დასკვნის ან მე-10 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშის საფუძველზე, ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით ცვლილებები    შეიტანოს    სპეციალური    მმართველისთვის    მინიჭებულ უფლებამოსილებებში;

13.  სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მხოლოდ კომისიის წინაშე;

14. სპეციალური  მმართველი  ვალდებულია  ამ  გადაწყვეტილებით  მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები განახორციელოს კეთილსინდისიერად და იმ რწმენით, რომ მისი თითოეული ქმედება/უმოქმედობა საუკეთესოდ უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას;

15. კომისია     უფლებამოსილია     ნებისმიერ     დროს,     ნებისმიერი     საფუძვლით გაათავისუფლოს შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი;

16. დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია) წინამდებარე გადაწყვეტილების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გადაგზავნა;

17.  დაევალოს სპეციალურ მმართველს წინამდებარე გადაწყვეტილების წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და შპს „კავკასუს ონლაინის“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის განახლება, წინამდებარე გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

18. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

19. წინამდებარე   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   მისი   სარეზოლუციო   ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

20. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)  ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

21. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

22.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-16, მე-18 და 21-ე პუნქტებისა)   დაევალოს   კომისიის   აპარატის   სატელეკომუნიკაციო   ბაზრების რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე). 

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები