შპს ,,ლავნეტისთვის“ (ს/კ 423355372 ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თოაბაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 19:43
მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020
შპს ,,ლავნეტისთვის“ (ს/კ 423355372 ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თოაბაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№20-10-1836, 11.09.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს,,ლავნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 20-10-1836, 11/09/2020) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამანეტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ 2019 წლის 28 ნოემბერს შეიცვალა შპს „ლვნეტის“ დირექტორი და დამფუძნებელი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან B19109831, 10/10/2019 და B19129948, 28/11/2019), თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე კომპანაის მიღებული აქვს „შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354) წილის 100%-ის, შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს„აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354), შპს „აირკონექტისა “(ს/კ 400065683) და შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) და შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ„ კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის Nგ-19გ11/608 გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით შპს „აირკონექტს“, შპს „ჯეოლინკს“, შპს „ლავნეტს“ და შპს „სტარნეტს“ განემარტათ, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „სტარნეტის“, შპს „აირკონექტისა“ და შპს „ჯეოლინკის“ და შპს „აირკონექტისა“ და შპს „ლავნეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „აირკონექტი“, შპს„ჯეოლინკი“, შპს „ლავნეტი“ და შპს „სტარნეტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა განხორციელებული ცვლილების შესახებ შპს „ლავნეტმა“ არ აცნობა კომისიას.
შპს „ლავნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის პირველ ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ შპს „ლავნეტს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-20-03/3069, 25/09/2020). შეტყობინებით. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის პირველი ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ლავნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით დოლიძე, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და ითხოვა, კომისიამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ გამოიყენოს გაფრთხილება.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1836, 11.09.2020);
2. „შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354) წილის 100%- ის, შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს„სტარნეტის“ (ს/კ 423355354), შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) და შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ლავნეტის“ (ს/კ423355372) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ„ კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის Nგ-19გ11/608 გადაწყვეტილება;
3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B17124966, 14/11/2017; B19109831, 10/10/2019; B19129948, 28/11/2019) და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ლავნეტის“ შესახებ;
4. შპს „ლავნეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინებით (N გ-20-03/3069, 25/09/2020) კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
5. შპს „ლავნეტის“ წარმომადგენლის დავით დოლიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,ლავნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ის ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 28 ნოემბერს, შპს ,ლავნეტის“ წილის 100%-ის მფლობელი გახდა შპს ,,აირკონექტი“, ხოლო 2019 წლის 10 ოქტომბერს დირექტორი გახდა დ. ცერცვაძე. განხორციელებული ცვლილების შესახებ შპს ,ლავნეტს“ კომისიისთვის რეგიტრაციიდან 7 დღის ვადაში არ უცნობებია.
3. ,,შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354) წილის 100%- ის, შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354), შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ423355363) და შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის № გ-19 - 11/608 გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა შპს ,,ლავნეტს“ შპს„აირკონექტის“ მიერ შპს „ლავნეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე. ამასთან, განემარტა შპს„ლავნეტს“ , რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
4. შპს „ლავნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, ხოლო საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელის და გვარის ცვლილების შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. შესაბამისად შპს „ლავნეტის“ მიერ წილის მფლობელისა და დირექტორის ცვლილების რეგისტრაციიდან, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობით დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ლავნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
კომისია დამატებით განმარტავს, რომ წილის შეძენის განხორციელებამდე კომისიისაგან წილის შეძენაზე თანხმობის მიღება, წარმოადგენს ავტორიზებული პირის სულ სხვა ვალდებულებას, რომელიც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად. ამასთან, კომისიისაგან წინასაწარი თანხმობის მიღების მიუხედავად, კომპანიას შეუძლია არ განახორციელოს წილის შეძენა, შესაბამისად, უცვლელი დარჩეს წილის მფლობელები. შესაბამისად, კომისიისაგან წილის შეძენის თაობაზე თანხმობის მიღება, არ ათავისუფლებს ავტორიზებულ პირს ვალდებულებისაგან წილის მფლობელთა ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს,,ლავნეტს“ (ს/კ423355372) მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ლავნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე( www.comcom.ge)გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს„ლავნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს,,ლავნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს ,,ლავნეტისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტიs გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
