უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2020 18:02
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2020
უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-2060 06.10.2020) თანახმად, უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ (ს/კ404948955) მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტები, 25-ე მუხლის პირველი პუნქტი და 26-ე მუხლი. კერძოდ, კომპანიამ შეცვალა ბენეფიციარი მესაკუთრეები. კომისიის მიერ თანხმობა აღნიშნულ ცვლილებებზე არ არის გაცემული ასევე განხორციელებული ცვლილების თაობაზე არ აცნობა კომისიას; კომპანიისგან ბოლოს ინფორმაცია ბენეფიციარებთან დაკავშირებით წარმოდგენილია 2018 წლის 6 აგვისტოს, რომლის თანახმად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს Premium Net International, ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი არის რობერტ ესანუ, ხოლო 2020 წელს წარმოდგენილი განმარტების თანახმად შპს Premium Net International -ის 50%-იანი წილის მფლობელია შპს „შვესიაუსიას ტაშკა“ და 50%-იანი წილის მფლოებლია შპს „როტაკსა“, შპს “შვესიაუსიას ტაშკას“ 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი სონატა ჟუკაუსკიენე, ხოლო შპს როტაკსას“ 51%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი როლანდას ბელეშკა, 10%-იანის ფიზიკური პირი უგუსტინას ბარაუსკასი და 39%-იანი ფიზიკური პირი არუნას ბელეშკასი.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№20-10-1525; 27.07.2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაძლო დარღვევის გამო, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 5 ნოემბერი, რის შესახებ უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ ეცნობა კომისიის წერილობითი შეტყობინებით და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2020 წლის 5 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წარმომადგენელი ირაკლი გაფრინდაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და კომისიის წინაშე იშუამდგომლა კომპანიის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ პირველი შემთხვევაა მსგავსი დარღვევა და რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არავითარი ცვლილება არ მოჰყოლია უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ ბენეფიციარი მესაკუთრეების ცვლილებას.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2060 06.10.2020);
2. კომისიის წერილი ავტორიზებულ პირებს (06.08.2020 Nგ-20-03/2521 );
3. უცხოური საწარმოს Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წერილი (09.09.2020 20-6/4665) თანდართული დოკუმენტაციით;
4. კომისიის წერილი ავტორიზებულ პირებს (27.07.2018 N16/2567-18);
5. უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წერილი (06.08.2018 Nშ-6/3783-18);
6. უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. კომპანიის მიერ 2020 წლის 9 სექტემბერს წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ირკვევა, რომ კომპანიამ შეცვალა ბენეფიციარი მესაკუთრეები. კომისიის მიერ თანხმობა აღნიშნულ ცვლილებებზე არ არის გაცემული ასევე განხორციელებული ცვლილების თაობაზე არ აცნობა კომისიას;
3. კომპანიისგან ბოლოს ინფორმაცია ბენეფიციარებთან დაკავშირებით წარმოდგენილია2018 წლის 6 აგვისტოს, რომლის თანახმად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს Premium Net International , ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი არის რობერტ ესანუ, ხოლო 2020 წელს წარმოდგენილი განმარტების თანახმად შპს Premium Net International -ის 50%-იანი წილის მფლობელია შპს „შვესიაუსიას ტაშკა“ და 50%-იანი წილის მფლოებლია შპს „როტაკსა“, შპს “შვესიაუსიას ტაშკას“ 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი სონატა ჟუკაუსკიენე, ხოლო შპს როტაკსას“ 51%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი როლანდას ბელეშკა, 10%-იანის ფიზიკური პირი უგუსტინას ბარაუსკასი და 39%-იანი ფიზიკური პირი არუნას ბელეშკასი.
4. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს №გ-19-16/2399 და 2018 წლის 27 ივლისის №16/2567-18 წერილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ ეცნობათ, რომ კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან აქციების მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების ჩათვლით) შესახებ ინფორმაციის გარეშე. შესაბამისად, კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე, შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღება. შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს წინასწარ.
5. უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, შეძენის განხორციელებამდე, კომისიაში არ წარმოუდგენია და არც შემდეგ უცნობებია კომისიისთვის აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების თაობაზე;
6. უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული(აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები).
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის ობიექტური მიზანია ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის რეგულირება რამდენიმე პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ აღნიშნული ნორმა კანონმდებლის მიერ გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის IV თავში, რომელიც აწესრიგებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო ნორმის სათაურია ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის რეგულირება.
კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირების ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა და შესწავლა. კერძოდ, არიან თუ არა პირები ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები); ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს თუ არა მეორე პირის საწარმოში; ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მეორე პირი; პირები არიან თუ არა ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ თუ არა მესამე პირს და ა.შ., რაც შეუძლებელია ავტორიზებული პირების წილების/აქციების მფლობელების წილების/აქციების მფლობელების/მესაკუთრეების (ყველა ბენეფიციარების), მათი წილების/აქციების მფლობელების/მესაკუთრეების და ა.შ. წილების/აქციების საბოლოო მფლობელებამდე/მესაკუთრემდე (ბოლო ბენეფიციარი), ასევე, მათი წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გარეშე. შესაბამისად, ავტორიზებული პირის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის ობიექტური მიზანი - ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის რეგულირება რამდენიმე პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით - ვერ იქნება მიღწეული.
სწორედ აქედან გამომდინარე, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი მოიაზრებს ავტორიზებული პირის წილის ან აქციების არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ ირიბ შეძენასაც. სხვა შემთხვევაში აღნიშნული ნორმა უბრალოდ აზრს დაკარგავს და ვერ შეასრულებს იმ მიზანს, რისთვისაც ის არსებობს. ავტორიზებული პირის წილის მხოლოდ პირდაპირი მფლობელის დადგენით შეუძლებელია ბაზარზე კონკურენციის შესწავლა, ვინაიდან ავტორიზებულ პირზე და მის გადაწყვეტილებებზე რეალურ გავლენას ახდენს სწორედ წილის საბოლოო მფლობელი/ბოლო ბენეფიციარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტორიზებული პირის ბოლო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობის დადგენა და შესაბამისად ბაზარზე კონკურენციის შესწავლა შეუძლებელია შუა რგოლის ბენეფიციარების დადგენის გარეშე, ვინაიდან ავტორიზებული პირის წილის პირდაპირი და ირიბი მფლობელების საბოლოო და სრულყოფილი სტრუქტურის შესწავლის გარეშე, გამორიცხულია ავტორიზებულ პირში საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობისა და გავლენის დადგენა, შესაბამისად ბაზარზე კონკურენტული გარემოს შესწავლა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს № გ-19-16/2399 და 2018 წლის 27
ივლისის №16/2567-18 წერილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ ეცნობათ, რომ კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან აქციების მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების ჩათვლით) შესახებ ინფორმაციის გარეშე. შესაბამისად, კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულების მიზნით, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრის მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე, შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღება. შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს წინასწარ.
ამდენად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ,
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ავტორიზებულ პირებთან გაგზავნილი კომისიის წერილებიდან გამომდინარე, კომისია, მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულების მიზნით, არ ითხოვს მხოლოდ ავტორიზებული პირის წილების/აქციების ბოლო მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი) და მათი წილების/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაციას, არამედ, ასევე, ითხოვს ავტორიზებული პირების წილების/აქციების ბოლო მფლობელობამდე/მესაკუთრემდე არსებული ყველა მფლობელის/მესაკუთრის (ყველა ბენეფიციარი) წილების/აქციების, მათი წილების/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაციას და ამ წილების/აქციების შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღებას. შესაბამისად, წერილებში მითითებული ყველა ბენეფიციარის და ბოლო ბენეფიციარის ერთიდაიგივე მნიშვნელობით მიჩნევა და კომისიაში მხოლოდ ბოლო ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წერილების მიზანს და ვერ უზრუნველყოფს კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ ძირითადი საწარმოს „Premium Net International SLR-ის 100-იანი წილის მესაკუთრის რობერტ ესანუს მიერ წილის გასხვისებამდე ავტორიზებულ პირს გასხვისება/შეძენის განზრახვის შესახებ კომისიისთვის უნდა ეცნობებინა შეძენის განხორციელებამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მიერ მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების ცვლილების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ, შეძენის განხორციელებამდე, კომისიაში არ წარმოუდგენია, რითაც მის მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-
19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-
ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით კომისიის პრაქტიკის გათვალისწინებით, უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წარმომადგენლის შუამდგომლობა კომპანიის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის შესწავლით (სამსახურებრივი ბარათი 02.11.2020 №20-10-
2218) ირკვევა, რომ უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“ (ს/კ 404948955) ძირითადი საწარმოს - „Premium Net International SLR-ის
100%-ის მფლობელის - შპს „Premium Net International“-ის წილის 100%-ის შეძენამდე და წილის შეძენის შემდგომ, უცხოური საწარმოს ფილიალის „Premium Net International SLR- ის ფილიალი საქართველოში“ (ს/კ 404948955) საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „Premium Net International“-ის ბენეფიციარი მესაკუთრეების ცვლილება ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება
მიჩნეულ იქნეს თავსებადად, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ (ს/კ
404948955) მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს „Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური
თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ელისო ასანიძე
წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
