წვდომის მენიუ

შპს „კორპორაცია რედნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 857

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2020 22:53

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2020

შპს „კორპორაცია რედნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-2180,28/10/2020)   საფუძველზე     კომისიაში  დაიწყო   მარტივი   ადმინისტრაციული   წარმოება   შპს„კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „კორპორაცია რედნეტს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2020 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების   რეგულირების ყოველწლიური საფასურის  გაანგარიშებები  (1.9   ფორმა).   ასევე, შპს„კორპორაცია რედნეტს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2020 წლის იანვრის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების   სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 19 ნოემბერი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-20-03/3818, 16/11/2020) გაეგზავნა შპს „კორპორაცია რედნეტს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება წარმოების მასალებთან ერთად ასევე     საჯაროდ გამოქვეყნდა  კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე  www.comcom.ge შეტყობინებების განყოფილებაში.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტა სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-2304,      19/11/2020)      ირკვევა,      რომ      2020    წლის  19 ნოემბრის მდგომარეობით შპს "კორპორაცია რედნეტმა" სრულად შეავსო რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები (1.9 ფორმა) და წარმოეშვა რეგულირების საფასურის დავალიანება 84.18 ლარი. ასევე, კომპანიამ სრულად წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

2020 წლის 19 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „კორპორაცია რედნეტის“ შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5873, 19.11.2020) საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადების თაობაზე, ვინაიდან კომპანიას სურს ბოლომდე აღმოფხვრას დარღვევა და გადაიხადოს რეგულირების საფასურის დავალიანება.

კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე შპს „კორპორაცია რედნეტის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული შუამდგომლობა და შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა გადადო 2020 წლის 26 ნოემბრისთვის. აღნიშნულის თაობაზე შპს „კორპორაცია რედნეტს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-20-03/3863, 20/11/2020), რომელიც ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge შეტყობინებების განყოფილებაში.

კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „კორპორაცია რედნეტის“ წარმომადგენელი.  კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/3863, 20/11/2020) კომპანიას გაეგზავნა, კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. შეტყობინების მხარისათვის გაგზავნითა და ასევე კომისიის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ, უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „კორპორაცია რედნეტის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (20-10-2360, 26/11/2020) ირკვევა, რომ შპს "კორპორაცია რედნეტმა“ სრულად დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.  კომისიის   ადმინისტრაციის   საფინანსო-საბიუჯეტო   ჯგუფის   სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2180, 28/10/2020) თანდართული მასალით;

2.     კომისიის    შეტყობინება    (N    გ-20-03/3818,    16/11/2020)  გაგზავნილი  შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ კომისიის 2020 წლის 19 ნომებრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე, ღნიშნული შეტყობინების გაგზავნისა  და  საჯაროდ გამოქვეყნების  დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტა სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2304, 19/11/2020);

4.    შპს   „კორპორაცია   რედნეტის“   შუამდგომლობა   (კომისიაში   რეგისტრაციის  Nშ-20-6/5873,19.11.2020);

5.  კომისიის    შეტყობინება    (N    გ-20-03/3863,    20/11/2020)    გაგზავნილი  შპს„კორპორაცია რედნეტისთვის“ კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

6. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (20-10-2360, 26/11/2020);

7. ამონაწერი    მეწარმეთა    და    არასამეწარმეო    (არაკომერციული)  იურიდიული  პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „კორპორაცია რედნეტის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს   „კორპორაცია   რედნეტი“   წარმოადგენს   ელექტრონული   კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებულ პირს;

2.  შპს  „კორპორაცია  რედნეტი“,  როგორც  ავტორიზებული  პირი,  ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.   „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011  წლის  25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ  ძალადაკარგულად  ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“    N12    დადგენილების    მე-6    პუნქტის    შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

5. შპს  „კორპორაცია  რედნეტს“  კომისიაში  არ  ჰქონდა  წარმოდგენილი  2020  წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების  რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები (1.9 ფორმა); ასევე არ ჰქონდა წარმოდგენილი 2020 წლის იანვრის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმები;

6. 2020 წლის 19   ნოემბრის   მდგომარეობით   შპს "კორპორაცია რედნეტმა" სრულად შეავსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები (1.9 ფორმა). რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენის შემდგომ წარმოეშვა რეგულირების საფასურის დავალიანება 84.18 ლარი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დღისათვის სრულად გადაიხადა;

7.  შპს  „კორპორაცია  რედნეტის“  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციებისნ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის    მიერ    განხორციელებული    და    რეგულირებას    დაქვემდებარებული    საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული  ფორმით  წარუდგინონ  კომისიას  ინფორმაცია  გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი     №1) ელექტრონულად,      კომისიის   საერთო  სტატისტიკური  ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით,   წარუდგინონ   კომისიას   ინფორმაცია   საანგარიშო   თვის   გაანგარიშებული რეგულირების  საფასურის  თაობაზე  და  ჩარიცხონ  კომისიის  ანგარიშზე  რეგულირების საფასური;

4.  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011  წლის  25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების       ნაწილობრივ     ძალადაკარგულად     ცნობისა    და   სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის  ვალდებულება  ახალი პირობებით, ასევე  სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის  თანახმად,  ადმინისტრაციული  სახდელი  წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა    და    სტატისტიკური    ანგარიშგების    ფორმების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით (კომპანიამ წარმოების პროცესში   სრულად წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების და რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები და მათ შესაბამისად გადაიხადა რეგულირების საფასური), შპს „კორპორაცია რედნეტის“    მხრიდან    ადგილი    აქვს „ელექტრონული   კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-12   მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული  სანქცირების  საფუძველს  წარმოადგენს. გამომდინარე  იქიდან,  რომ   შპს „კორპორაცია რედნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობის  არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური    დარღვევისათვის   გამოყენებული  არ  ყოფილა, მას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა დაკისრებოდა წერილობითი გაფრთხილება.  თუმცა კომისიამ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია კომპანიის მიერ სამართალდარღვევის აღმოფხვრის ფაქტი (სრულად იქნა წარმოდგენილი ფორმები) და მიიჩნია, რომ შპს „კორპორაცია რედნეტი“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, რითაც დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     შპს   „კორპორაცია   რედნეტი“   ცნობილ   იქნას   სამართალდამრღვევად  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. შპს „კორპორაცია რედნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული      პასუხისმგებლობისაგან;

3. დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   აღნიშნული      გადაწყვეტილების   შპს „კორპორაცია    რედნეტისთვის“    გაგზავნა    და   კომისიის  ოფიციალურ    ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „კორპორაცია რედნეტის“ სამართალდამრღვევად   ცნობისა  და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული  ასლის  „კორპორაცია რედნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    ქ.    თბილისის    საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64) შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    (გარდა    მე-4  პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები