წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 873

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2020 20:16

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020

ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

1.  საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   (შემდგომში   „კომისია“) აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№ 20-10-2324, 20/11/2020) საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტზე.

2. დასახელებული მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააფიქსირა მეტრული დიაპაზონის მე-10 არხის ანალოგური სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირება. მონიტორინგის ჯგუფმა საპელენგაციო მოქმედებებით დაადგინა სათანადო ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე ფუნქციონირებადი გადამცემის განთავსების ადგილი და გადამცემი სადგურის მფლობელი პირი. დარღვევის დაფიქსირების   მიზნით   გაფორმდა  ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის   ოქმი №000253.

3. 2020  წლის  20  ნოემბერს  შედგენილი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000253 ოქმის თანახმად, ქ. ახალქალაქში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ახალქალაქის სატელევიზიო ანძაზე ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანის (პ/ნ 07001034177) მიერ აღნიშნულ ანძაზე განთავსებულია მე-10 სატელევიზიო არხის ანალოგური გადამცემი სადგური, შესაბამისი ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2020 წლის 26 ნოემბერს 15:00 საათზე, რის შესახებაც აკოპ აზარიანს ეცნობა   წერილობითი   შეტყობინებით.   მას,   ასევე   განემარტა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე  მუხლებით    გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. 2020 წლის 26 ნოემბერს გამართულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო აკოპ აზარიანმა. აკოპ აზარიანმა აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა და განმარტა, რომ მის მიერ მე-10 სატელევიზიო არხის ანალოგური გადამცემი სადგურით შესაბამისი ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე სარგებლობა განპირობებული იყო მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებებით. აკოპ აზარიანის მითითებით, მის მიერ სადგურის ჩართვა მოხდა მოსახლეობის თხოვნით. ამ სადგურით ხდებოდა სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიის რეტრანსლირება და მისი მიზანი იყო, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომელსაც ხელი არ მიუწვდება სატელიტურ/ციფრულ ტელევიზიაზე, ჰქონოდა შესაძლებლობა, მიეღო განახლებული ინფორმაცია სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიით, მათ შორის, მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა ითხოვა, მისი საკითხის გადაწყვეტისას კომისია მკაცრი არ ყოფილიყო. 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე დასრულდა აკოპ აზარიანის მოსმენა და გადაწყვეტილება გამოცხადდა 2020 წლის 3 დეკემბერს.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 20-10-2324, 20/11/2020);

2. 2020 წლის 20 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000253;

3.  კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის

26 ნოემბრის სხდომაზე მოწოდებული ინფორმაცია;

4.  ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება.

III.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააფიქსირა მეტრული დიაპაზონის მე-10 არხის ანალოგური სატელევიზიო  გადამცემის  ფუნქციონირება.  საპელენგაციო  მოქმედებებით დადგინდა უნებართვოდ ფუნქციონირებადი გადამცემის განთავსების ადგილი და გადამცემი სადგურის მფლობელი პირი.

მტკიცებულება:   კომისიის   აპარატის   სპექტრის   და   ტექნოლოგიის  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 20-10-2324, 20/11/2020);

2. ქ.  ახალქალაქში  შპს  „საქართველოს  ტელერადიოცენტრის“  ახალქალაქის სატელევიზიო ანძაზე ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანის (პ/ნ 07001034177) მიერ აღნიშნულ ანძაზე განთავსებულია მე-10  სატელევიზიო  არხის  ანალოგური  გადამცემი  სადგური, შესაბამისი  ლიცენზიის/სარგებლობის უფლების გარეშე.

მტკიცებულება: 2020 წლის 20 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი№000253.

3. სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის შემდგომ აკოპ აზარიანმა აღმოფხვრა დარღვევა და მოახდინა ანალოგური გადამცემი სადგურის დემონტაჟი.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 26  ნოემბრის  სხდომაზე  მოწოდებული ინფორმაცია; ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება.

IV.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „მაუწყებლობის   შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

2.  „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  75-ე  მუხლის  მე-4  პუნქტის მიხედვით, „ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად“.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441  მუხლის პირველი ნაწილის    შესაბამისად,    „მაუწყებლობის    სფეროში  ულიცენზიოდ    ან/და ავტორიზაციის გარეშე   საქმიანობა   ან სარგებლობის   უფლების   მინიჭების  გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით“.

4.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445   და 14411მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა    ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს:1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;

4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.

7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მიხედვით, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის    22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია  მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.

ამრიგად, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№ 20-10-2324, 20/11/2020) და 2020 წლის 20 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000253 ოქმის მიხედვით ფიზიკურმა პირმა, აკოპ აზარიანმა შესაბამისი ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ახალქალაქის სატელევიზიო ანძაზე განათავსა მე-10 სატელევიზიო არხის ანალოგური გადამცემი და სარგებლობდა რადიოსიხშირულ სპექტრით. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმაც. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩადენილია მძიმე სამართალდარღვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო რესურსის - რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებას სათანადო ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში  არ არსებობს საქართველოს   ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე სამართალდარღვევის მცირემნიშვნელოვნად მიჩნევისა და დამრღვევის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინაპირობები. შესაბამისად, ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანს (პ/ნ 07001034177) უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

გარდა   ამისა,   იმის   გათვალისწინებით,   რომ   სამართალდარღვევა   უკავშირდება  შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრის“ სატელევიზიო ანძას, მიზანშეწონილია, წინამდებარე გადაწყვეტილება გადაეგზავნოს შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრს“.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228- ე მუხლის, 260-ე, 262-ე, 264-ე, 266-ე და 273-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანს (პ/ნ 07001034177) დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

2. ფიზიკურმა პირმა აკოპ აზარიანმა (პ/ნ 07001034177) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის - 5000 ლარის გადახდა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;

- სახაზინო კოდი - 300273251

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანთან და შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახაძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზ(www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანისათვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით მისი დამოწმებული ასლის ფიზიკურ პირ აკოპ აზარიანისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

6. გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის  მე-2  პუნქტის  შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).

7.  გადაწყვეტილების        შესრულებაზე        კონტროლი        დაევალოს        კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები