წვდომის მენიუ

შპს „ლომისი 2011”-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 88

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2020 18:24

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2020

შპს „ლომისი 2011”-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-41, 10.01.2020) ირკვევა, რომ შპს „ლომისი 2011”-ს კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) შესაბამისად, ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 153.51 ლარის ოდენობით.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-41, 10.01.2020) საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2020 წლის 20 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ლომისი 2011”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ლომისი 2011”-ს გაეგზავნა შეტყობინება (N გ-20-03/151, 20/01/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შპს „ლომისი 2011”-ს არ ჩაბარდა. შესაბამისად, 2020 წლის 23 იანვრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 6 თებერვალს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ლომისი-2011“-ს ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-20-03/278, 30/01/2020), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2020 წლის 3 თებერვალს (გზავნილის კოდი:AP01007218589).

კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-376, 06.02.2020) ირკვევა, რომ 2020 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით შპს „ლომისი-2011“- მა კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის დეკემბრის თვის 1.9 ფორმა. ასევე, ირკვევა, რომ 2020 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება.

კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის სხდომაზე   შპს „ლომისი 2011“-ის წარმომადგენელი არ გამოცხადდა.   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   95-ე   მუხლის   პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა დაუზრუნველყოს მისი    მონაწილეობა    ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამდენად, კომისიამ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

95-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ლომისი 2011“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  სამსახურებრვი ბარათი (N20-10-41, 10.01.2020);

2.  კომისიის  შეტყობინება  (N  გ-20-03/151,  20/01/2020)  და  აღნიშნული შეტყობინების შპს „ლომისი 2011”-სთვის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01007189655);

3.    კომისიის  შეტყობინება  (N  გ-20-03/278,  30/01/2020)  და  აღნიშნული შეტყობინების  შპს „ლომისი 2011“-სთვის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01007218589);

4.  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის  სამსახურებრივი ბარათი (N20-10-376, 06.02.2020);

5.  ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული  პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ლომისი 2011”-ის შესახებ;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს „ლომისი 2011“ 2011 წლის 27 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო)     ქსელის     შესაბამისი    ელემენტებითა    და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2  ინტერნეტ მომსახურება:WiFi);

2.     შპს    „ლომისი    2011“,    როგორც    ავტორიზებული    პირი,   ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.   კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ N12 დადგენილების მე-6    პუნქტის    შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.     2020  წლის 10  იანვრის მდგომარეობით შპს „ლომისი 2011”-ს კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) შესაბამისად, ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 153.51 ლარის ოდენობით. 2020 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით  კომპანიამ  წარმოადგინა  2019  წლის  დეკემბრის  თვის  რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა, ასევე კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, შპს „ლომისი 2011“-ს რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;

5.     შპს   „ლომისი   2011”-ის   მიმართ   ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის  მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად,    ავტორიზებული    პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული  ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობით შპს „ლომისი 2011”-ის მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)       ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „ლომისი-2011“-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის რეგულირების საფასურის ჯამური დავალიანება 153.51 ლარი გადახდილ იქნა სრულად,   კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ლომისი-2011“-ის სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერების პრინციპი.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76- ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს     „ლომისი     2011”-ი     ცნობილ     იქნას     სამართალდამრღვევად    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების   მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „ლომისი 2011”-ი განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.    დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ლომისი 2011”-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა)  შპს „ლომისი 2011”-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.     გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „ლომისი  2011”-სთვის ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    ქ.    თბილისის    საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ლომისი 2011”-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.     კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (მე-4  პუნქტებისა)  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები