შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2020 20:56
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020
შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-2320, 20/11/2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასწარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა.
კომისიამ 2020 წლის 10 ნოემბრის წერილით (N გ-20-04/3659) მიმართა შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს და მოსთხოვა ინფორმაცია წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობის თაობაზე, რაზედაც კომპანიამ წერილით ( კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5738, 12.11.2020) აცნობა კომისიას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არავინ დაუკავშირდა კომპანიას წინასაარჩევნო პერიოდში დებატების გამართვის წინადადებით, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ყარაბაღის ომისა და პანდემიის გამო.
კომისიაში საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 3 დეკემბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს გაეგზავნა შეტყობინება (N გ-20-03/3906, 25/11/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის დირექტორი ვაირად ქთოიანი, რომელმაც განაცხადა, რომ აღიარებს დარღვევის ფაქტს და აღნიშნა, რომ ელოდებოდა არჩევნებში მონაწილე პარტიების მომართვას დებატების გამართვის მოთხოვნით, თუმცა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში არავინ დაკავშირებია კომპანიას.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2320, 20/11/2020) თანდართული მასალით (კომისიის წერილი (Nგ-20-04/3659, 10.11.2020); შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5738, 12.11.2020);
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის შესახებ;
3. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის დირექტორის ვაირად ქთოიანის ახსნა- განმარტება მიცემული კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ი წარმოადგენს კერძო, საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (BR-1162, 27/05/2014);
2. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის ეთერში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.
3. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5738, 12.11.2020) მითითებულია, რომ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის სამაუწყებლო ეთერში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო დებატი არ გამართულა, ვინაიდან კომპანიას არავინ არ დაკავშირებია წინასაარჩევნო დებატის გამართვის მოთხოვნით, რაც მათი ვარაუდით გამოწვეული იყო ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებითა და პანდემიით გამოწყვეული ვითარებით;
4. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ი წარმოადგენს საერთო მაუწყებელს და შესაბამისად, ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ვინაიდან, იგი არ ათავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში წინასაარჩევნო დებატებს, შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. კომისიას მიაჩნია, რომ შპს„ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის არ ყოფილა გამოყენებული;
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს მიეცეს გაფრთხილება , „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს„ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“- ისთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს„ტელერადიო კომპანია ტვ-12“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
