შპს „მთავარი არხისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2020 17:59
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020
შპს „მთავარი არხისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
2020 წლის 16 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში- „კომისია“) აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2267, 16/11/2020) თანდართულ მასალასთან (წერილობითი დოკუმენტაცია, ვიდეო-რგოლები) ერთად. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 6 და 7 ნოემბერს კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა შპს „მთავარი არხის“ მონიტორინგი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსდა ფასიანი პოლიტიკური რეკლამები. კერძოდ, აღნიშნული ფასიანი პოლიტიკური რეკლამები განთავსდა 6 ნოემბერს (13:58, 14:59, 17:30, 18:36) და 7 ნოემბერს (13:52, 13:54, 14:46, 14:49, 17:20). აღნიშნულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით, კომისიამ 2020 წლის 10 ნოემბერს წერილობით (Nგ-20-04/3670) მიმართა შპს„მთავარ არხს“ და სთხოვა კომისიისთვის მოეწოდებინა ინფორმაცია დამკვეთის თაობაზე და წარმოედგინა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების ასლები. შპს „მთავარი არხის“ 2020 წლის 13 ნოემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5756) კომისიას ეცნობა, რომ შპს „მთავარი არხის“ ეთერში 6 ნოემბერს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განთავსებული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დაკვეთით, ხოლო 7 ნოემბერს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაკვეთის შესაბამისად (თან ერთვოდა შესაბამისი ხელშეკრულებები). სამსახურებრივ ბარათში ასევე მითითებულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (შემდგომში - საარჩევნო კოდექსი) მე–2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამასთან, საარჩევნო კოდექსის 761 მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისათვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისათვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება პირველი ტურის დასრულების შემდგომ, მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მაუწყებლებს კომისიის 2020 წლის 3 ნოემბრის წერილით (Nგ20-04/3473) უკვე ეცნობათ არჩევნების მეორე ტურში ფასიანი და უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ვალდებულებების თაობაზე. აღნიშნული წერილი გამოქვეყნებულია კომისიის ვებ-გვერდზეც -https://comcom.ge/ge/regulation/broadcasting/elections/saparlamento-archevnebi-2020/0/0.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 16 ნოემბრის (N 20-10-2267) სამსახურებრივი ბარათის და მასზე დართული მასალების საფუძველზე (წერილობითი დოკუმენტაცია; ვიდეო-რგოლები), კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით.
შპს „მთავარი არხის“ მიერ კანონმდებლობის დარღვევის საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 19 ნოემბერი, 15:00 საათი, რის თაობაზეც შპს ,,მთავარ არხს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მაუწყებელს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
შპს „მთავარი არხის“ დირექტორის, თ. მურადაშვილის მიერ 2020 წლის 18 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5860; 19.11.2020), სხდომის გადადების თხოვნით, ვინაიდან ვერ შეძლებდა კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე დასწრებას. კომისიის მიერ 2020 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე დაკმაყოფილებულ იქნა აღნიშნული შუამდგომლობა, რის შედეგადაც საკითხის განხილვა გადაიდო ერთი კვირით, 2020 წლის 26 ნოემბრისთვის. კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომის შესახებ შპს „მთავარ არხს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა შპს ,,მთავარი არხის“ დირექტორი თ. მურადაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „მთავარ არხს“ არ დაურღვევია კანონი, ვინაიდან საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ი1 ქვეპუნქტით დეფინირებულია, თუ რას ნიშნავს საარჩევნო პერიოდი. ეს არის არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი. 2020 წლის 31 ოქტომბერს ყველასთვის ცნობილი იყო, რომ დაინიშნებოდა მეორე ტური, მათ შორის ცესკოს მონაცემებით. მთლიან საარჩევნო პერიოდში იგულისხმება პერიოდი მეორე ტურის დასრულებამდე. შესაბამისად, ცესკოს 2020 წლის 31 ოქტომბერს არ ჰქონდა საბოლოო შემაჯამებელი ოქმი, საარჩევნო კოდექსის მოცემული დეფინიციით, წინასაარჩევნო პერიოდი არ იყო დასრულებული და წინასაარჩევნო პერიოდი მოქმედებდა როგორც პოლიტიკურ სუბიექტებზე, ისე მაუწყებლებისთვის. თ. მურადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება ამ შემთხვევაში სრულიად გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია. კომისია საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ რეგულაციით ვერ უსადაგებს მაუწყებელს სანქციას და ამიტომ გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე. საარჩევნო კოდექსის 761 მუხლის 21 პუნქტის თანახმად, პირველი ტურის სარეკლამო ტარიფის ცვლილება შესაძლებელია არაუგვიანეს მე-10 დღისა. ეს ნიშნავს იმას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მოქმედია. ცესკომ 13 დღის შემდეგ გამოაქვეყნა შედეგები, მაგრამ მაუწყებლებს შეეძლოთ გამოეგზავნათ ტარიფის ცვლილება და ასეც მოიქცა შპს „მთავარი არხი“. ეს ნორმაც თავის თავში გულისხმობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არ შეწყვეტილა და ეს არ ითვლება არაწინასაარჩევნო პერიოდად, ამასთან, ბოლო წინადადებაში ნათქვამია - წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. ეს ნორმა არ არის აკრძალვა და აქ არის მითითება, რომ მაუწყებლები გადასცემენ რეკლამას, ამასთან, ბოლო წინადადება გულისხმობს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დროის გამოყოფის შემთხვევაში, როდიდან უნდა განთავსდეს რეკლამა. კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდშია დასაშვები პოლიტიკური რეკლამის განთავსება და არაწინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის განთავსების შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქარველოს კანონის 661 მუხლს იყენებს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ იყო წინასაარჩევნო პერიოდი და კომისიის მიერ მითითებული ნორმების შესაბამისად, 31 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდი არ შეწყვეტილა.
კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომა გადაიდო 2020 წლის 3 დეკემბრისთვის კომისიის მიერ შპს „მთავარი არხისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების მიზნით.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2267,16/11/2020) თანდართული მასალით (წერილობითი დოკუმენტაცია; ვიდეო-რგოლები).
2. შპს „მთავარი არხისთვის“ კომისიის მიერ გაგზავნილი 2020 წლის 10 ნოემბრის წერილი (Nგ-20-04/3670).
3. შპს „მთავარი არხის“ მიერ კომისიაში გამოგზავნილი 2020 წლის 13 ნოემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5756) თანდართული მასალით.
4. შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის გ-20-18/115 გადაწყვეტილება.
5. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2284; 17/11/2020).
6. მონაცემები შპს „მთავარი არხის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.
7. შპს „მთავარი არხისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-20-03/3827; 16.11.2020) კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
8. შპს „მთავარი არხისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/3857; 20/11/2020) კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
9. შპს ,,მთავარი არხის“ დირექტორის თ. მურადაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „მთავარი არხი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 18.04.2019). შესაბამისად, შპს „მთავარი არხი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „მთავარი არხის“ მონიტორინგი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მაუწყებლის ეთერში 2020 წლის 6 (13:58, 14:59, 17:30, 18:36) და 7 ნოემბერს (13:52, 13:54, 14:46, 14:49, 17:20) განთავსდა ფასიანი პოლიტიკური რეკლამები.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2267, 16/11/2020) თანდართულ მასალასთან (წერილობითი დოკუმენტაცია; ვიდეო-რგოლები) ერთად.
3. კომისიამ 2020 წლის 10 ნოემბერს წერილობით (Nგ-20-04/3670) მიმართა შპს „მთავარ არხს“ და სთხოვა კომისიისთვის მოეწოდებინა ინფორმაცია დამკვეთის თაობაზე და წარმოედგინა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების ასლები. 2020 წლის 13 ნოემბერს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5756) კომისიას ეცნობა, რომ შპს „მთავარი არხის“ ეთერში 6 ნოემბერს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განთავსებული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დაკვეთით, ხოლო 7 ნოემბერს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაკვეთის შესაბამისად (თან ერთვოდა შესაბამისი ხელშეკრულებები).
მტკიცებულება: შპს „მთავარი არხისთვის“ კომისიის მიერ გაგზავნილი 2020 წლის 10 ნოემბრის წერილი (Nგ-20-04/3670), შპს „მთავარი არხის“ მიერ კომისიაში გამოგზავნილი 2020 წლის 13 ნოემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5756) თანდართული მასალით.
4. მაუწყებლებს კომისიის 2020 წლის 3 ნოემბრის წერილით (Nგ20-04/3473) ეცნობათ არჩევნების მეორე ტურში ფასიანი და უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ვალდებულებების თაობაზე. აღნიშნული წერილი გამოქვეყნებულია კომისიის ვებ-გვერდზეც. შესაბამისად, შპს „მთავარი არხი“ ასევე იყო ინფორმირებული არჩევნების მეორე ტურში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესისა და ვალდებულებების შესახებ.
მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 3 ნოემბრის წერილი (Nგ20-04/3473), რომელიც გამოქვეყნებულია ასევე კომისიის ვებ-გვერდზეც - https://comcom.ge/ge/regulation/broadcasting/elections/saparlamento-archevnebi-2020/0/0.
5. შპს ,,მთავარ არხს“ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის № გ-19-18/727 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსების გამო და დაევალა სამაუწყებლო ბადიდან არასათანადო რეკლამის დაუყონებლივ ამოღება, ვინაიდან შპს ,,მთავარი არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელშიც დარღვეული იქნა განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი). შპს ,,მთავარმა არხმა“ არ შეასრულა და გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში (დაუყოვნებლივ) არ აღმოფხვრა დარღვევა და წერილობითი გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარების (13.01.2020) შემდგომ კვლავ გააგრძელა არასათანადო რეკლამის განთავსება, რითაც მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ასევე კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის № გ-19-18/727 გადაწყვეტილება, რითაც ასევე დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენდა მაუწყებლის დაჯარიმების კანონისმიერ ვალდებულებას. ამასთან, კომისიამ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით და შპს „მთავარი არხის“ მიმართ გამოყენებულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2500 ლარი. შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იდენტური დარღვევისთვის მაუწყებლის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უკვე გამოყენებულია ჯარიმა.
მტკიცებულება: შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის N გ-19-18 / 727 გადაწყვეტილება და შპს,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის გ-20-18/115 გადაწყვეტილება.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეკლამა არის - კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.
7. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
8. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამა არის - რეკლამა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა.
9. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
10. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისათვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისათვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის რეგულირება განეკუთვნება საჯარო სამართლის სფეროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლობა უნდა განხორციელდეს კანონით ზუსტად დადგენილი წესებისა და პრინციპების დაცვით. მაუწყებელი მაუწყებლობას ვერ განახორციელებს იმ სახით, რაც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობით. შპს „მთავარი არხის“ მიერ განთავსებული ვიდეო-რგოლები განეკუთვნება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამა არის - რეკლამა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა, ხოლო საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საარჩევნო კოდექსი, რომლის 761 მუხლის 21 პუნქტი განსაზღვრავს არჩევნების მეორე ტურში ფასიანი და უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესების და ვალდებულებებს. კერძოდ, წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისათვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისათვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება პირველი ტურის დასრულების შემდგომ, მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კი საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღად 2020 წლის 21 ნოემბერი განისაზღვრა №360/2020 განკარგულებით 2020 წლის 13 ნოემბერს. შპს „მთავარი არხის“ მიერ კი ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება განხორციელდა 6 (13:58, 14:59, 17:30, 18:36) და 7 (13:52, 13:54,14:46, 14:49, 17:20) ნოემბერს, უფრო ადრე, ვიდრე მეორე ტურის ოფიციალური თარიღი იქნებოდა ცნობილი. შესაბამისად, შპს „მთავარი არხის“ მიერ ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება 2020 წლის 6 და 7 ნოემბერს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 761 მუხლის 21 პუნქტის დარღვევას, ვინაიდან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება პირველი ტურის დასრულების შემდგომ, კანონმდებლობით დასაშვები იყო მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, კერძოდ, 2020 წლის 16 ნოემბრიდან. შპს ,,მთავარი არხი“, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება. შპს ,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში 2020 წლის 6 და 7 ნოემბერს განათავსა და გაავრცელა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამები, რითაც დაარღვია რეკლამის განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი დროის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო რეკლამის განთავსება, ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მთავარმა არხმა“ განათავსა და გაავრცელა არასათანადო რეკლამები, ვინაიდან, ფასიანი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამები განთავსდა და გავრცელდა განთავსების დროის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით, რითაც მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
ამასთან, კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის მსჯელობის საგანი არ არის აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განთავსდა თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ საუბარია იმაზე, რომ მაუწყებელმა პოლიტიკური/წინასააარჩევნო რეკლამა განათავსა იმ დროს, როდესაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით აკრძალულია მისი განთავსება. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება აკრძალულია არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაშიც გარკვეულ დროს, კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი კენჭისყრამდე მე-60 დღიდან იწყება, მაგრამ პოლიტიკური რეკლამის განთავსება არ არის შესაძლებელი მე-60 დღიდან, შესაძლებელია მხოლოდ კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მაუწყებელს შეუძლია პოლიტიკური რეკლამის განთავსება და საარჩევნო კოდექსიც ადგენს, წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტულად როდის შეიძლება პოლიტიკური რეკლამის განთავსება. კერძოდ, პირველი ტურის შემთხვევაში - კენჭისყრამდე 50-ე დღიდან, მეორე ტურის შემთხვევაში - მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამოცემის დღის მომდევნო ორშაბათიდან. ასეთი შეზღუდვა ახასიათებს როგორც პირველ, ასევე მეორე ტურსაც (იხ. შპს „გირჩი ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2020 წლის 3 სექტმებრის Nგ-20-18/688 გადაწყვეტილება; ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2020 წლის 3 სექტმებრის Nგ-20-18/687 გადაწყვეტილება). შესაბამისად, კომისია სადაოდ არ ხდის იმ ფაქტს, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა წინასაარჩევნო პერიოდში განთავსდა თუ არა, არამედ დარღვევას წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 761 მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აქტის გამოცემის დღის შემდგომი ორშაბათიდან პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი. შესაბამისად, აღნიშნულ შემთვევაში, შპს „მთავარი არხის“ მიერ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდა ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით, ვინაიდან პოლიტიკური რეკლამის განთავსებას აქვს განსაზღვრული დროები, რაც არის დარღვეული და პოლიტიკური რეკლამა არ იყო განთავსებული იმ დროს, როდესაც კანონით დაშვებულია მისი განთავსება.
კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იდენტური დარღვევისთვის მაუწყებლის მიმართ კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის (Nგ-20-18/115) გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უკვე გამოყენებულია ჯარიმა. კერძოდ, შპს ,,მთავარ არხს“ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის № გ-19-18/727 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსების გამო და დაევალა სამაუწყებლო ბადიდან არასათანადო რეკლამის დაუყონებლივ ამოღება, ვინაიდან შპს ,,მთავარი არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელშიც დარღვეული იქნა განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი). შპს ,,მთავარმა არხმა“ არ შეასრულა და გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, დაუყოვნებლივ, არ აღმოფხვრა დარღვევა და წერილობითი გაფრთხილების შესახებ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის № გ-19-18/727 გადაწყვეტილების ჩაბარების (13.01.2020) შემდგომ კვლავ გააგრძელა არასათანადო რეკლამის განთავსება, რითაც მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ასევე კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №გ-19-18/727 გადაწყვეტილება, რითაც ასევე დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის (Nგ-20-18/115) გადაწყვეტილებით დაჯარიმდა. ამასთან, კომისიამ გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და მაუწყებელი დაჯარიმდა ჯარიმის მინიმალური 2500 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მთავარ არხს“ 2020 წლის 13 თებერვლის Nგ-20-18/115 გადაწყვეტილებით იდენტური დარღვევისთვის, კერძოდ, პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსების გამო, რითაც დარღვეულ იქნა რეკლამის განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, დაეკისრა ჯარიმა, მინიმალური 2500 ლარის ოდენობით და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ ჩადენილია იგივე სახის დარღვევა, შპს „მთავარ არხს“ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა დაეკისროს ჯარიმა. კერძოდ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით, რა დროსაც კომისიამ სრულყოფილად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და ისე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.“ ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად „სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.“ ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ ერთ-ერთ გარემოებად ითვლება „წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ“.
მოცემულ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას კომისია მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ადგილი აქვს პასუხსიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, შპს „მთავარი არხის“ მიერ მსგავსი დარღვევა ბოლო ორ წელიწადში 2019 წლიდან მოყოლებული უკვე განხორციელდა მესამედ (კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №გ-19-18/72 და 2020 წლის 13 თებერვლის №გ-20 18/115 გადაწყვეტილებები), ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვინაიდან კომისიის 2020 წლის 3 ნოემბრის (Nგ-20-04/3473) წერილით მაუწყებლებს (მათ შორის შპს „მთვარ არხს“) ეცნობათ მეორე ტურში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესები, სახეზე გვაქვს სამართალდარღვევის განზრახ ბრალეული ჩადენა, რაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას. შესაბამისად, ვინაიდან კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ გამოყენებულმა სანქციებმა, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებულმა ჯარიმის მინიმალურმა ოდენობამ ვერ მოახდინა პრევენცია მაუწყებლის ქმედებაზე და მაუწყებელმა კვლავ განათავსა და გაავრცელა არასათანადო რეკლამები, რომელშიც დარღვეულ იქნა განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ამასთან სამართალდარღვევა ჩადენილია განზრახ, აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას სანქციის მიზანი, მიზანშეწონილია, რომ სანქციის სახით გამოყენებულ იქნას ჯარიმის ზედა ზღვარი, კერძოდ, მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ი. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (№ 20-10-2284; 17/11/2020) თანახმად, შპს „მთავარი არხის“ წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობა შეადგენს 58,061.76 ლარს. შესაბამისად, შპს „მთავარ არხს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 58,061.76 ლარის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, მე-7, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ და „ჰ14“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის, 761 მუხლის 21-ე პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლისა და 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მთავარ არხს“ დაეკისროს ჯარიმა 58,061.76 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „მთავარმა არხმა“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251.
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,მთავარი არხისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,მთავარი არხისთვის” ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს ,,მთავარი არხისთვის” გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი