წვდომის მენიუ

შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-18 / 918

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2020 21:36

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2020

შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -   კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-20-10/2406, 02.12..2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-2406, 02.12.2020) თანახმად, 2020 წლის 19 ოქტომბერს შპს„Voxbone SA“-მ კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-8/5423, 21.10.2020) აცნობა შპს „Bandwidth Inc“-ის მიერ კომპანია „Voxbone SA“-ს მატერიალური აქტივების შეძენის თაობაზე, რასთან დაკავშირებით 2020 წლის 12 ოქტომბერს ხელი მოეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „Bandwidth Inc“-მა შეიძინა ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება „Voice Topco Limited“-ის ყველა აქცია. თავის მხრივ, „Voice Topco Limited“ პირდაპირ თუ ირიბად ფლობს ბელგიის კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება „Voxbone“- ის ყველა აქციას, რომელიც (მის ფილიალებთან ერთად) წარმოადგენს „Voice Topco Limited“-ის დაქვემდებარებულ კომპანიას. როგორც წერილშია განმარტებული, აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების სავარაუდო თარიღად განსაზღვრული იყო 2020 წლის 31 ოქტომბერი. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ვინაიდან კომპანია „Voxbone SA“-ს წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 25- ე, 26-ე და 27-ე მუხლების თანახმად, აღნიშნულ ტრანზაქციაზე აუცილებლობას წარმოადგენს ბენეფიციარ მესაკუთრეთა წილის ცვლილებაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან   წინასწარი   თანხმობის   მიღება,   რასთან დაკავშირებითაც „Voxbone SA“-ს ეცნობა კომისიის Nგ-20-08/3381 23.10.2020 წერილით. ამავე წერილით კომისიის მიერ მოთხოვნილ იქნა სრული ინფორმაცია „Voxbone SA“-ს მატერიალური აქტივების შეძენის მსურველი კომპანია „Bandwidth Inc,“-ის ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე, ლეგალიზებული/აპოსტილიზებული, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სახით, ასევე სრული ინფორმაცია „Bandwidth Inc“-ის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების მიერ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მესაკუთრეების მიერ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილების შესაძლო ფლობის თაობაზე. შპს „Voxbone SA“-ს მიერ (Nშ-20-8/6010 27.11.2020) წერილით კომისიაში წარმოდგენილი იქნა შპს „Voxbone SA“-ს ბენეფიციარების განახლებული სტრუქტურული გრაფიკი, ხოლო 2020 წლის 25 ნოემბერს შპს „Voxbone SA“-ს განახლებული წესდება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, კომპანია „Voxbone SA“-ის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ავტორიზებული პირის წილის შეძენა განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე და ითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირებას.

კომისიის აპარატის სატელეკომუნკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბართის (#20-10/4422, 9.12.2020) თანახმად, „Voxbone S.A“-ის მიერ 2020 წლის 8 დეკემბრის Nშ-20-8/6170 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სოფონდო ბირჟის სახელმწიფო კომისიის ფორმა 8-K (ნოტარიულად დამოწმებული), 2020 წლის 12 ოქტომბერს, ,,Bandwidth Inc.“გააფორმა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (“წილის ნასყიდობის ხელშეკრულება”) Bandwidth, Voicebox S.àr.l., კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (société à responsibilité limitée), დაფუძნებული ლუქსემბურგის კანონმდებლობის გათვალისწინებით (სამეწარმეო რეგისტრაციის ნომერი    B198.967) (“Voicebox”), Itay Rosenfeld, Stefaan Konings, Dirk Hermans, Gaetan Brichet და Stichting Administratiekantoor Voice, (გადაბმული) ორგანიზაციები დაფუძნებული ნიდერლანდების კანონმდებლობის გათვალისწინებით (“გადაბმული”და Voicebox, Itay Rosenfeld, Stefaan Konings, Dirk Hermans და Gaetan Brichet, “გამყიდველი მეწილეები”-თან ერთობლივად), რომლის გათვალისწინებით, Bandwidth მიიღებს Voice Topco Limited-ის ყველა A ძირითად აქციებს, B ძირითად აქციებს, C ძირითად აქციებს, კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დაფუძნებული ინგლისის და უელსის კანონმდებლობის გათვალისწინებით (ნომერი. 9717662) (“Voice Topco”). Voice Topco პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფლობს Voxbone S.A.-ს ყველა გამოცემულ და ბრუნვაში არსებულ აქციებს, (“Voxbone”) კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, დაფუძნებული ბელგიის კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც (საკუთარი ფილიალებით) არის Voice Topco-ს მოქმედი ფილიალი. Bandwidth დირექტორთა საბჭომ ერთსულოვნად მიიღო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება“. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციით, „Voxbone S.A.“ საქართველოში ახორციელებს ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით (გეოგრაფიული ნუმერაციის ზონა). აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 296 აბონენტი, ხოლო შემოსავლებმა 2020 წლის 10 თვის განმავლობაში   187 357 ლარი. „Bandwidth Inc“-ის ბენეფიციარები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ამ სამსახურებრივი ბარათის დანართით N1, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „Voxbone S.A“-ს წილის შეძენამდე და წილის შეძენის შემდგომ, „Voxbone S.A“-ს საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, „Voxbone S.A“-ს 100% წილის „Bandwidth   Inc“-ის    მიერ    შეძენა    ვერ    მოახდენს    რაიმე   გავლენას    ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ  იქნეს თავსებადად  ელექტრონულ  საკომუნიკაციო ბაზარზე  არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის    27-ე    მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 17 დეკემბერს, რის შესახებ წერილობით შეტყობინებით ეცნობა შპს „Voxbone SA“-ს. ავტორიზებულ პირს, ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,Voxbone”-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომისიის მიერ გამოთხოვნილი დოკუმენტაციის შეგროვება და კომისიაში წარმოდგენა კომპანიამ ვერ მოახერხა იმის გამო, რომ ტრანზაქციის გაცხადებიდან მის დასრულებამდე იყო ცოტა დრო, ამასთან, პანდემიის გამო აშშ და ბელგიაში ბევრი ოფისი არის დაკეტილი. მათი აზრით, ამ დროისთვის კომისიაში წარმოდგენილი აქვთ კომისიის მიერ მათგან გამოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია და ინფორმაცია და მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც,   კომისიას წარმოუდგინონ კომისიის მიერ გამოთხოვნილი დოკუმენტაცია.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (N 20-10-2406, 02.12..2020).

2.  შპს  „Voxbone  SA“-ის  წერილი  კომისიას  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-20-8/5423, 21.10.2020).

3. შპს „Voxbone SA“-ის მიერ 2020 წლის 8 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-8/6170, 08.12.2020).

4. კომისიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გ-20-08/3381 წერილი.

5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 9 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-2442).

6. კომისიის 2020 წლის 17 დეკემბერს შპს „Voxbone SA“-ის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

7. შპს „Voxbone SA“-ის შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „Voxbone SA“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (03.03.2010) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;  B.F.1.2  საერთაშორისო  სატელეფონო  (ხმოვანი)  კავშირით მომსახურება;

B.F.1.3 საქალაქთაშორისო  სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით  მომსახურება; B.F.5.0 სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება; A.F.7.7 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. შპს „Voxbone SA“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

2. 2020 წლის 21 ოქტომბერს, შპს „Voxbone SA“-მ კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-8/5423, 21.10.2020) აცნობა შპს „Bandwidth Inc“-ის მიერ შპს „Voxbone SA“-ის მატერიალური აქტივების შეძენით საკუთრების ცვლილების თაობაზე. კერძოდ, 2020 წლის 12 ოქტომბერს, ხელი მოეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, კომპანია „Bandwidth Inc“-მა შეიძინა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „Voice Topco Limited“-ის ყველა აქცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ფლობს შპს „Voxbone SA“-ის ყველა აქციებს.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-2406, 02.12..2020); კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2442, 09.12..2020); შპს „Voxbone SA“-ის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-8/5423, 21.10.2020). კომისიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გ-20-08/3381 წერილი. 2020 წლის 21 ოქტომბერს, შპს „Voxbone SA“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-8/5423, 21.10.2020); შპს „Voxbone SA“-ის მიერ 2020 წლის 8 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-8/6170, 08.12.2020); შპს Voxbone SA”-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

3. შპს „Voxbone SA“-ის 2020 წლის 21 ოქტომბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-8/5423) პასუხად, 2020 წლის 23 ოქტომბერს კომისიამ კომპანიას წერილობით (გ-20-08/3381, 23.10.2020) აცნობა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების თანახმად, წილის შეძენის ტრანზაქციაზე აუცილებლობას წარმოადგენდა „Voxbone SA“-სთვის, როგორც საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირისთვის, ბენეფიციარ მესაკუთრეთა წილის ცვლილებაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციის განხილვისათვის სავალდებულო იყო „Voxbone SA“-ს ყველა ბენეფიციარი მესაკუთრეების (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე ინფორმაციის და დოკუმენტაციის ლეგალიზებული/აპოსტილიზებული, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სახით კომისიაში  წარმოდგენა.  ამასთან ერთად,  კომისიაში წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო „Voxbone SA“-ის მატერიალური აქტივების შეძენის მსურველი კომპანია „Bandwidth Inc“-ის ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე სრული ინფორმაცია, ლეგალიზებული/აპოსტილიზებული, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სახით, ასევე სრული ინფორმაცია „Bandwidth Inc“-ის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების მიერ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილების შესაძლო ფლობის თაობაზე. მხოლოდ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, კომისიას მიეცემოდა შესაძლებლობა განახორციელებინა მასზე დაკისრებული უფლებამოსილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით 27-ე მუხლის შესაბამისად.

მტკიცებულება:  კომისიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გ-20-08/3381 წერილი.

3.   ავტორიზებული პირის  აქციების/წილის   შეძენის განზრახვის   შესახებ,  შეძენის განხორციელებამდე, შპს „Voxbone SA“-ს კომისიისთვის არ უცნობებია და წილის შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-2406, 02.12..2020); კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2442, 09.12..2020); შპს „Voxbone SA“-ის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-8/5423, 21.10.2020). კომისიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გ-20-08/3381 წერილი. 2020 წლის 21 ოქტომბერს, შპს „Voxbone SA“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-8/5423, 21.10.2020); შპს „Voxbone SA“-ის მიერ 2020 წლის 8 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-8/6170, 08.12.2020); შპს Voxbone SA”-ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

4. ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  შპს  „Voxbone SA“-ის  მიმართ არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული     პასუხისმგებლობის     არცერთი              სახე     მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,     ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის   თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა   და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა   და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე  ზედამხედველობა  და კონტროლი.

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად,      კომისიის   ერთ-ერთი   ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად,    ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონულიმკომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები,  რომელთა  დროსაც: პირები  არიან  ერთი  საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები).

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი    მიზანია    რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  ეფექტიანი  კონკურენციის    ხელშემწყობი    პირობების ჩამოყალიბება.

7.   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის     შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული  პირის  5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

8. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ    კომისიას უნდა  ეცნობოს   შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

9.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის  მოცულობა;    ე)    ინფორმაცია    წილის  ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

10. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა        შერწყმაზე   ან   შეძენაზე ან   ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე   შესაძლო   გავლენის მოხდენის  დადგენის  მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის   მნიშვნელოვნად  დარღვევის შემთხვევაში   კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს    ან  ავტორიზებულ    პირს,    რომლის    წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული  ერთეულების   ცალკე   იურიდიულ   პირად/პირებად გამოყოფა).

11. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   43-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.   ამავე  კანონის  44-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ   პირთა   მიერ   ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული  მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების     სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Voxbone SA“-ის, მისი აქციების/წილის შეძენის განზრახვის შესახებ, შეძენის განხორციელებამდე კანონით დადგენილი წესით კომისიისთვის არ შეუტყობინებია და აქციების/წილის შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია, რითაც მის მიერ  დაირღვა    ,,ელექტრონული  კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 25-ე და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც, ,,ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. ვინაიდან, შპს  „Voxbone SA“-ის   მიმართ   ბოლო   ერთი წლის     განმავლობაში     არ   გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

ომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად (სამსახურებრივი ბარათი №20-10-2442, 9.12.2020), შპს „Voxbone SA“-ის აქციების შეძენამდე   და შეძენის შემდგომ,   შპს Voxbone SA“-ის საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, „Voxbone SA“-ს 100% აქციების პირდაპირ და არაპირდაპირ „Bandwidth Inc“-ის მიერ შეძენა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-11  მუხლის,  მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე   და 27-ე   მუხლებისა   და   45-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  53-ე  მუხლის, 76-ე  მუხლის პირველი   ნაწილის ბ)     ქვეპუნქტის,     95-ე,       98-ე     და   99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „Voxbone SA“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 25-ე და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

2.  გადაწყვეტილება  ძალაში   შედის  გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს„Voxbone SA“-სთვის ჩაბარების დღიდან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)   შპს   „Voxbone SA“-სთვის  ამ გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

4.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს„Voxbone SA“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.co,com.ge) გამოქვეყნება.

 

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის      აპარატის      სატელეკომუნიკაციო      ბაზრის    რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე)

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები