წვდომის მენიუ

შპს „TV ERA“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 934

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2020 15:03

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2020

შპს „TV ERA“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-2438,

08/12/2020) და სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-2518, 17/12/2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „TV ERA“-ს 2020 წლის ოქტომბრის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმების შესაბამისად მთლიანობაში ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 1,794.26 ლარის ოდენობით, კომპანიამ დაფარა დავალიანების ნაწილი 900.00 ლარი და 2020 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 894.26 ლარის ოდენობით.

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 24 დეკემბერი, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-20-03/4197, 17/12/2020) გაეგზავნა შპს „TV ERA“-ს და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  www.comcom.ge შეტყობინებების გრაფაში.

კომისიის ადმინისტრაციის საფინსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N 20-10-2578,22/12/2020) დამატებით ირკვევა, რომ შპს „TV ERA“-ამ სრულად დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება.

კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელი. კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/4197, 17/12/2020) კომპანიას გაეგზავნა, კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. შეტყობინების მხარისათვის გაგზავნითა და ასევე კომისიის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ, უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.    კომისიის ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-2438, 08/12/2020) და სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2518, 17/12/2020);

2.    კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/4197, 17/12/2020) შპს „TV ERA“-ს 2020 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

3.    კომისიის ადმინისტრაციის საფინსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2578,22/12/2020);

4.    ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „TV ERA“-ს შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.    შპს  „TV  ERA“  წარმოადგენს  ელექტრონული  კომუნიკაციებისა  და  მაუწყებლობის  სფეროში ავტორიზებულ პირს;

2.    შპს „TV ERA“-ს, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  და  მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.    კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებული       პირები       და       მაუწყებლობის       სფეროში       ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა  1.9-ის (რეგულირების  საფასურის  გაანგარიშების  ფორმა)  საშუალებით,  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.    შპს „TV ERA“-ს 2020 წლის ოქტომბრის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების     1,9     ფორმების     შესაბამისად     მთლიანობაში     ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 1,794.26 ლარის ოდენობით, კომპანიამ დაფარა დავალიანების ნაწილი 900.00 ლარი და 2020 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 894.26 ლარის ოდენობით. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის შპს „TV ERA“-ამ სრულად დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება;

5.    შპს „TV ERA“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და    „მაუწყებლობის    შესახებ“    საქართველოს    კანონით    გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის     შესაბამისად,     ავტორიზებული     პირი     ვალდებულია     შეასრულოს ელექტრონული     კომუნიკაციების        სფეროში        საქართველოს   კანონმდებლობა,   მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო  ლ)      ქვეპუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებული    პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს  მთლიანი  ღირებულების  (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის  ფუნქციას წარმოადგენს  მაუწყებლობის   სფეროში   მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

4.    „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში  ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების  საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5.    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი  არის  საზოგადოებრივი  მაუწყებელი,  საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის ტელევიზია  და რადიო,  ამ  კანონის  საფუძველზე   ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

6.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად, რეგულირების  საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების)     მიწოდების     ან/და   შესრულებული     სამუშაოს     მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად  ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა,  კომისიის ანგარიშზე  ჩარიცხონ  რეგულირების  საფასური  და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

7.    „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

8.    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ  შორის, კომისიის     დადგენილებები     და     გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

9.    „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის   შესაბამისად,   ავტორიზებული   პირის   მიერ   ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის,  მათ  შორის,  კომისიის  დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების  დარღვევის   შემთხვევაში   კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით   გააფრთხილოს,   ხოლო   დენადი   ხასიათის დარღვევის  კომისიის  გადაწყვეტილებით განსაზღვრულ  ვადაში  აღმოუფხვრელობის  ან  1 წლის  განმავლობაში  ახალი  ერთჯერადი  ხასიათის დარღვევის  ჩადენის  შემთხვევაში  – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის   შემოსავლის   (საქართველოს   საგადასახადო   კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის  საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობასთან  შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ  მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

11.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში     კომისია     უფლებამოსილია     მაუწყებელი     წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების   უფლებამოსილება   არ   ვრცელდება   ამ   კანონის   561 და   562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობით (ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფერო) შპს „TV ERA“-ს მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2   პუნქტის   ბ) და ლ) ქვეპუნქტები, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს   კანონის   45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტითა   და „მაუწყებლობის შესახებ“     საქართველოს     კანონის     71-ე     მუხლის     პირველი     პუნქტით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „TV ERA“-ს   მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში   საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და    გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული    მოთხოვნები    და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა), კომისიას მიაჩნია, რომ შპს „TV ERA“-ს სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ”   საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის  პირველი  პუნქტის,  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი  პუქნტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  53-ე  მუხლის,  76-ე მუხლის   პირველი   ნაწილის   ბ)   ქვეპუნქტის,   95,    98-ე   და   99-ე   მუხლების,   საქართველოს კომუნიკაციების    ეროვნული     კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13  და  მე-14  პუნქტების,  „რეგულირების საფასურის  განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“   კომისიის  2005 წლის 28  ოქტომბრის №12   დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს  „TV  ERA“  ცნობილ  იქნას  სამართალდამრღვევად   „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“   კომისიის  2005 წლის 28  ოქტომბრის  №12 დადგენილების  დარღვევის გამო;

2.    შპს „TV ERA“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.    დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   აღნიშნული   გადაწყვეტილების  შპს  „TV ERA“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა)  შპს  „TV  ERA“-ს სამართალდამრღვევად    ცნობისა  და ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.    გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „TV ERA“-სთვის ჩაბარების დღიდან;

6.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „TV ERA“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ელისო ასანიძე წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები