წვდომის მენიუ

შპს „იბერია TV”-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 972

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2021 20:05

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020

შპს „იბერია TV”-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის  მოხსენებითი  ბარათის  (N20-10-2450, 10.12.2020) საფუძველზე  კომისიაში  დაიწყო  ადმინისტრაციული  წარმოება  შპს  „იბერია TV”-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2020 წლის 18 ნოემბერს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N16/146512, 18.11.2020) აცნობა, რომ კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ სუბიექტს, შპს „იბერია TV”-ის, რომელიც არის მე-3 კატეგორიის საწარმო, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენია 2019 წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგება.

2020  წლის  20  ნოემბერს,  კომისიამ   შპს  „იბერია  TV“-ს    წერილობით  (Nგ-20-01/3879, 20.11.2020) მიმართა 2020 წლის 26 ნოემბრისთვის    ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარედგინა ფინანსური ანგარიშგება, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით მე-3 კატეგორიის საწარმოსთვის განსაზღვრული წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია ვალდებული იქნებოდა განეხილა ავტორიზებული/ლიცენზირებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საკითხი და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

შპს „იბერია TV”-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა   დაინიშნა   2020   წლის   17   დეკემბერს,   რის   შესახებ  კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,იბერია TV“-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია 2019 წლიდან არ წარმოადგენს მე-3 კატეგორიის საწარმოს, ვინაიდან, 2018 წლის 15 ნოემბრიდან შეწყვეტილი აქვს მაუწყებლობა და კომპანიას არ აქვს 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ აცნობა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს და სთხოვა ამის შესახებ წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის. 2020 წლის 17 დეკემბრის კომისიის სხდომაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ი. კობახიძემ განმარტა, რომ შპს ,,იბერია TV” 2019 წლის მდგომარეობით არის მე-4 კატეგორიის საწარმო, მაგრამ, ვინაიდან წინა წლებში კომპანია წარმოადგენდა მე-3 კატეგორიის საწარმოს, ის ვალდებულია 2019 წლის ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარმოადგინოს როგორც მე-3 კატეგორიის საწარმომ. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ინფორმაციის დაზუსტების მიზნით წინადადებით მიმართა კომისიას საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა კომისიის მიერ.    კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „იბერია TV”-იმ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის ანგარიშგება 2020 წლის 31 დეკემბერს წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში. ანგარიშგება შეიცავდა ხარვეზს, შესაბამისად, ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას მიეცა 10 სამუშაო დღე.

II.   კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N20-10-2450,  10.12.2020).

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილები (N16/146512, 18.11.2020. N16/155707, 11.12.2020).

3. კომისიის წერილი (N გ-20-01/3879,  20.11.2020) შპს „იბერია TV”-ს.

4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2020 წლის 17 და 31 დეკემბერის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

5. შპს „იბერია TV”-ის შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „იბერია TV” წარმოადგენს  მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (14.07.2015). მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა.

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის  მიხედვით,  შპს  „იბერია  TV” წარმოადგენს  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის უ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ III კატეგორიის საწარმოს.

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „იბერია TV” ვალდებულია ამ კანონით მისთვის დადგენილი ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შპს „იბერია TV”-ს არ შეუსრულებია მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის ანგარიშგება 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე არ წარუდგენია.

5. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, 2020 წლის 31 დეკემბერს, შპს ,,იბერია TV“-მ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარადგინა „ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და    აუდიტის    შესახებ“   საქართველოს  კანონით გათვალისწინებული 2019 წლის ანგარიშგება. ვინაიდან, აღნიშნული ანგარიშგება იყო ხარვეზიანი, შპს ,,იბერია TV”-ის  ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მიეცა 10 სამუშაო დღე.

IV.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ  შორის,  კონსოლიდირებული ანგარიშგება),      სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის  სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა.

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე    მუხლის    მე-2    პუნქტის    შესაბამისად, ამ    კანონისა    და    მის  საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანო.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.

5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.

6.   „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და   აუდიტის   შესახებ“  საქართველოს კანონის 27-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   თანახმად,  სამართალდარღვევის   საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის  გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტს გამოსცემს  შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

კომისია აღნიშნავს, რომ    ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით, შპს „იბერია TV”-ის მიერ დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „იბერია TV” -იმ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის ანგარიშგება გარკვეული ხარვეზებით 2020 წლის 31 დეკემბერს წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის  სამსახურში  და  მას  განესაზღვრა  10 სამუშაო დღე ხარვეზის აღმოსაფხვრის მიზნით, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი მომართვის საფუძველზე, კომისიას  შეუძლია იმსჯელოს შპს ,,იბერია TV“-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების  შესრულებასთან  დაკავშირებით,  კომისიას  მიზანშეწონილად  მიაჩნია, რომ შპს ,,იბერია TV” ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „იბერია TV” ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.

2. შპს „იბერია TV” გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ასლის შპს „იბერია TV”- სთვის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „იბერია TV”-სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  N64) შპს „იბერია TV”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები