წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს № გ-19-7/490 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-20-19 / 120

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2020 14:50

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2020

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოსგ-19-7/490 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „Batumi car tour“-მა (რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის მიერ 2011 წლის 25 მაისს; ს.კ. №445397589) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/4926, 23.12.19 და №შ-20-7/430, 30.01.20) ქ. ბათუმში მეტრულ დიაპაზონში მინიჭებულ სიხშირეებზე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, სიხშირის შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019    წლის 22 აგვისტოს № გ-19-7/490 გადაწყვეტილებით    შპს „Batumi car tour“-ს მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F2141   უფლება და მიენიჭა სიხშირეები 154.475 მჰც, 160.475 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 23 აგვისტოდან 2020 წლის 23 აგვისტომდე. 2019   წლის 28 ნოემბრის № გ-19-19/665 გადაწყვეტილებით განხორციელდა ცვლილებების შეტანა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში და შპს „Batumi car tour“-ისთვის მინიჭებული სიხშირეები შეიცვალა შემდეგი სიხშირეებით:  154.675 მჰც და 160.425 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც). აღნიშნული ცვლილება გამოწვეული იყო შპს „Batumi car tour“-ის აპარატურული ხარვეზის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 23 დეკემბერს მინიჭებულ სიხშირებზე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზების თაობაზე, შპს „Batumi car tour“-ის მიერ განმეორებითი მომართვის შემდგომ    მიმდინარე წლის 17 იანვარს, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის სადგურის ინჟინრების მიერ ჩატარებული რადიომონიტორინგით გათვალისწინებული შესაბამისი სამუშაოების პერიოდში, შპს „Batumi car tour“-ისთვის მინიჭებულ სიხშირეებზე არავითარი გარე ხელშემშლელი წყაროს ფუნქციონირება არ დაფიქსირებულა (სამასახურებრივი ბარათი №20-10-249, 30.01.2020 და №20-10-402, 10.02.2020). აპარატურის და საანტენო მეურნეობის ტექნიკური პარამეტრების გადამოწმებისას გაირკვა, რომ გადამცემი მოწყობილობის (რეპიტერი), მიმღები/გადამცემი ანტენის და „დუპლექსორის“ ტექნიკურად გამართული მუშაობისთვის სასურველია 154.475 მჰც (მიღება) და 160.475 მჰც (გადაცემა) სიხშირეებს შორის სხვაობის შემცირება. ადგილზე, ექსპერიმენტის სახით, მიღების რეჟიმში, თავისუფალი რესურსიდან გამოყენებულ იქნა 155.775 მჰც სიხშირე, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილია შპს „Batumi car tour“-სთვის მინიჭებული 154.675 მჰც სიხშირე შეიცვალოს 155.775 მჰც სიხშირით.

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2019  წლის 22 აგვისტოს № გ-19-7/490 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს შპს „Batumi car tour“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F2141 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 155.775 მჰც და 160.425 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 23 აგვისტოდან 2020 წლის 23 აგვისტომდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“;

2. დაევალოს კომისიის   ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „Batumi car tour“-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3. დაევალოს შპს „Batumi car tour“-ს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ   მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „Batumi car tour“-სთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „Batumi car tour“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ.ლაშქარავა) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები