წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 16 იანვრის № გ-20-7/21 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-20-19 / 175

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2020 22:14

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 16 იანვრის გ-20-7/21 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „აჭარა ჯგუფმა“ (რეგისტრირებულია თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2005 წლის 22 სექტემბერს, რეგ. №235/0004; ს.კ. №205090890) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/304, 22.01.20) ქ. თბილისში დეციმეტრულ დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 16 იანვარს №გ-20-7/21 გადაწყვეტილებით შპს „აჭარა ჯგუფს“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F2222  უფლება და მიენიჭა სიხშირეები 414.175 მჰც და 422.175 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით - 2020 წლის 16 იანვრიდან 2021 წლის 16 იანვრამდე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს „აჭარა ჯგუფისთვის“ 414.175 მჰც და 422.175 მჰც სიხშირეებით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს დაბა ბაკურიანში (სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნა № 20-10/408, 10.02.20).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2019  წლის 22 აგვისტოს № გ-19-7/490 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს შპს „აჭარა ჯგუფს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლება № F 2222 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 414.175 მჰც და 422.175 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და დაბა ბაკურიანში, ერთი წლის ვადით - 2020 წლის 16 იანვრიდან 2021 წლის 16 იანვრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“

2. დაევალოს კომისიის   ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აჭარა  ჯგუფისთვის“  გაგზავნა  (ნ.ჯავახიძე)  და  კომისიის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3. დაევალოს შპს „აჭარა ჯგუფს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ   მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

4.დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „აჭარა ჯგუფისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „აჭარა ჯგუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ.ლაშქარავა) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები