წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის № გ-19-15/713 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: გ-20-19 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2020 23:41

მიღების თარიღი იანვარი 16, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის № გ-19-15/713 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის  მიერ  2019  წლის  19  დეკემბერს  მიღებულ  იქნა  გადაწყვეტილება №გ-19-15/713, შპს „ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ჯეონეთს“ მიენიჭა შემდეგი ნუმერაციის რესუსრსი 250 1000-250 2999, სულ 2000 (ორი ათასი) სააბონენტო ნომერი  ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის №გ-19-15/713 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში მითითებული ციფრის, „სულ 1000 (ორი ათასი)“ ნაცვლად მითითებული უნდა იყოს „სულ 2000 (ორი ათასი)“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული  შეცდომები.  ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში  არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:

1.შევიდეს ცვლილება კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის №გ-19-15/713 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 250 1000-250 2999, სულ 2000 (ორი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებგვერდზე გამოქვყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

4.    დაევალოს    კომისიის    ადმინისტრაციას    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის    შპს „ჯეონეთისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ.თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12  კმ.,  №6) შპს „ჯეონეთისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები