საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის გ-19-21 / 671 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2020 16:51
მიღების თარიღი აპრილი 10, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის გ-19-21 / 671 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
I აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 10 აპრილის სხდომაზე მოსმენილი იქნა ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2020 წლის ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში ცვლილების საჭიროების შესახებ.
კომუნიკაციების კომისია კორონა ვირუსთან (COVID-19) დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად 2020 წლის ხარჯებს ამცირებს და COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 500,000 ლარს გადარიცხავს. კომუნიკაციების კომისია სრულად აცნობიერებს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის პირობებში აქვს, სწორედ ამ მიზნით კომისიამ მნიშვნელოვნად შეამცირა 2020 წლის ხარჯები, კერძოდ, გრძელვადიანი აქტივები, მივლინებები, ოფისის მუშაობასთან დაკავშირებული ხარჯები, კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები, ავტომანქანების ხარჯები, ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა.
II სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პრიმა პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის გ-19-21/671 გადაწყვეტილების 1-ლ პუნქტში და დამტკიცდეს კომისიის 2020 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:



2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსს (ნ. დევდარიანი) 500,000 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე:
- მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
- მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში
- ბანკის კოდი: TRESGE22
- მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 302003271
- დანიშნულება: StopCov
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
