კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 26 მარტის N გ-20-23/360 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2020 16:29
მიღების თარიღი ივნისი 04, 2020
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 26 მარტის N გ-20-23/360 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 26 მარტის N გ-20-23/360 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესახებ” .
აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკითხზე ზეპირი მოსმენა დანიშნული იყო 2020 წლის 4 ივნისს 15:00 საათზე ხოლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
კომისია, მიუთითებს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა დაინტერესებული პირისათვის, კვლევისა და ანალიზისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობა, ასევე მის შესახებ საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა, მიზანშეწონილად მიიჩნევს ზეპირი მოსმენის სხდომა, კომისიის 2020 წლის 26 მარტის N გ-20-23/360 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხებზე, ჩატარდეს 2020 წლის 18 ივნისს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებულ, კომისიის 2020 წლის 26 მარტის N გ-20-23/360 გადაწყვეტილებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 117-ე მუხლებისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 26 მარტის N გ-20-23/360 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესახებ” ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 18 ივნისს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს 2020 წლის 27 ივნისამდე.“
2. კომისიის 2020 წლის 18 ივნისის სხდომებისთვის დაინტერესებული მხარეების მოწვევის უზრუნველყოფა დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ)
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
