საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის № გ-19-13/643 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2020 17:10
მიღების თარიღი იანვარი 30, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის № გ-19-13/643 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2019 წლის 14 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №გ-19-13/643, შპს „მაგთიკომისთვის“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის №F2185 უფლების მინიჭების შესახებ.
კომისიის 2019 წლის 14 ნოემბერის №გ-19-13/643 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში მეორე კალენდარული წლის საფასურში 8063.27 ლარის ნაცვლად უნდა ეწეროს 8036.27 ლარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის №გ-19-13/643 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში მეორე კალენდარული წლის საფასური 8063.27 ლარის ნაცვლად ჩაიწეროს 8036.27 ლარი“;
2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებგვერდზე გამოქვყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საბუღალტრო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
