საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2020 12:30
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება ,,შპს ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო და დაევალა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 და 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დასრულებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველეყო ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის ანძებზე განთავსებული გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების (სიხშირეები: FM 101,5მგჰ - ბათუმის ანძა და FM 103,7 მგჰ - ზუგდიდის ანძა) შესაბამისი მომსახურების ტერიტორიებზე მაუწყებლობის განხორციელება კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად.
2020 წლის 23 ივლისს, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ №20.07.2020/01 წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3813; 23.07.2020) მიმართა კომისიას და მოითხოვა კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის წლის ბოლომდე გახანგრძლივება. წერილში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 აპრილს კომისიიდან მიღებული შეტყობინებიდან (№ გ-20-03/1323, 21.04.2020) გაიგეს, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ რეგიონული ლიცენზიის ფარგლებში აღმოაჩნდა ხარვეზები. კერძოდ სხვადასხვა დროს არ ფუნქციონირებდა FM101,5მგჰ (ბათუმი), FM 103,7 მგჰ (ზუგდიდი), FM 106,1მგჰ (თელავი) და FM 100,7 მგჰ (დედოფლისწყარო) რაც მათთვის მანამდე ცნობილი არ იყო. საგანგებო მდგომარეობის გამო, შეუძლებელი იყო რაიმე შემოწმების ან პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება. ივნისის შუა რიცხვებში კომისიასთან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად მათ აცნობეს, რომ 8 და 11 ივნისს 107.5 მჰც (ჭიათურა), 107.4 მჰც (ქუთაისი), ხოლო 9 და 12 ივნისს 107.1 მჰც (ბაკურიანი), 107.5 მჰ (ბორჯომი), 104.6 მჰც (ახალციხე), 107.5 მჰც (ახალქალაქი) არ ფუნქციონირებდა გადამცემები, ხოლო კომისიის № გ-20-06/2315 წერილიდან - FM 103.7 მჰც (ზუგდიდი), FM 101.0 მჰც (დმანისი), FM 101.5 მჰც (გორი) არ ფიქსირდება სამაუწყებლო სიგნალი. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ დირექტორის განმარტებით, თითქმის თვენახევარია მუშაობენ რეგიონალურ ქსელში ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რა დროსაც გაირკვა, რომ 3 გადამცემი სერიოზულადაა დაზიანებული და შესაძენია პრაქტიკულად ახალი გადამცემები ან ბლოკი, რაც ფინანსურად ახალი გადამცემის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ცდილობდნენ დიდ ბრიტანეთში მწარმოებელთან დაკავშირებას, მათთან დაკავშირება მოახერხეს მხოლოდ ორი დღის წინ. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ დირექტორის განმარტებით, კომისიის სხდომაზე ის იყო არაორდინალურ და სტრესულ ვითარებაში და ისეთ პირობებში, როდესაც არ იცოდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო გადამცემების ხარვეზის მიზეზი, ხარვეზების გამოსასწორებლად მოითხოვა სამი თვე საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან, თუმცა ვერ გათვალა, რომ საგანგებო და კრიზისული მდგომარეობა საქართველოში და ტექნიკის მწარმოებელ დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა დროს დამთავრდებოდა. სამაუწყებლო ტექნიკის მწარმოებელ დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ კრიზისული ვითარებაა და კომპანიების უდიდესი ნაწილი ე.წ. სახლის ოფისიდან მუშაობენ. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ დირექტორის განმარტებით, რადგანაც ტექნიკის მწარმოებლებისაგან ცხადი გახდა, რომ მოცემულ დროში ვერ ჩაეტეოდნენ, კომპანიის ტექნიკოსები ცდილობენ არსებული 16 გადამცემიდან და სათადარიგო ნაწილების გამოყენებით და გარკვეული ტექნიკური ნაწილების გადაწყობით, როგორმე ააწყონ დაზიანებული ნაწილები ისე, რომ ქსელი სრულყოფილად ფუნქციონირებდეს. აღნიშნული გახდა ზოგიერთი გადამცემის პერიოდულად გამორთვის მიზეზი, რადგანაც ხდება გადამცემების გადაადგილების და შესაბამისად, გადამცემებზე სიხშირეების გადაწყობის პროცესი ერთდროულად. კომპანიას, ტელეანძის ტექნიკური პერსონალის დასწრების და თანამონაწილეობის გარეშე, ანძებზე რაიმე ტიპის აქტივობის განხორციელება არ შეუძლია, შესაბამისად საჭიროა მათთან აღდგენის პროცესის გრაფიკის შეთანხმება, რაც, ასევე, აჭიანურებს აღდგენის პროცესს. კომპანიის დირექტორის განმარტებით, მსოფლიოში არსებულ ამ არაორდინალურ დროში, თითქმის წარმოუდგენელია ტექნიკის შეძენა ასეთ მოკლე პერიოდში. ინტერნეტსაიტების მეშვეობით შეძენილი ცალკეული ნაწილების მიწოდებისთვის საჭიროა 3 თვე, თუმცა, როგორც წესი, მიწოდება ამ ვადაშიც ვერ ხერხდება. ტექნიკის მწარმოებლებისგან მიღებული ბოლო ინფორმაციით, გადამცემი ბლოკების დამზადებას და გამოგზავნას ნოემბერ-დეკემბრამდე შესძლებენ. დროებითი გადაწყვეტილებები კი არასტაბილურია და ისედაც კრიზისულ ვითარებაში ხარჯებს აორმაგებს. გარდა ამისა, თითქმის 4 თვეა რადიოსექტორი სთხოვს საქართველოს მთავრობას საგადასახადო შეღავათებს და ფინანსურ დახმარებას, მედიასექტორი ისედაც ღრმა კრიზისშია და ,,კოვიდ 19“ -მა კიდევ უფრო გააღრმავა კრიზისი. როგორც ეკონომიკის ექსპერტები პროგნოზირებენ, კრიზისული პერიოდი მინიმუმ 2020 წლის ბოლომდე გასტანს. სამწუხაროდ, განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან ,,კოვიდ 19“-თან დაკავშირებული მიზეზებით, მედიის მიმართ ჯერ კიდევ არანაირი შეღავათები არ განხორციელებულა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიამ მოითხოვა კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხარვეზების აღმოფხვრის ვადის გახანგრძლივება 2020 წლის ბოლომდე.
2020 წლის 7 აგვისტოს, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა ტექნიკის მწარმოებელ ორგანიზაციასთან გადამცემი მოწყობილობის შეძენისა და მოწოდებასთან დაკავშირებული 20-21 ივლისის მიმოწერა (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-6/4042, 07.08.20), საიდანაც ირკვევა, რომ კომპანია გადამცემი მოწყობილობების მიღებას ნოემბერ- დეკემბერის ბოლოს შესძლებდა.
2020 წლის 20 აგვისტოს, კომისიის წერილობითი მოთხოვნის (№ გ-20-06/2664, 19.08.2020) საფუძველზე, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა წერილობითი ინფორმაცია (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4330; 20.08.2020) სადაც ასახულია ყველა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა მისი მხრიდან პრობლემის მოსაგვარებლად და მიზეზი, რამაც განაპირობა გადამცემების ამოქმედების ვადის გახანგრძლივების აუცილებლობა. წერილში აღნიშნულია, რომ 23 მაისიდან (საგანგებო მდგომარეობის მოხსნის დღიდან) 20 ივლისამდე, კომისიისთვის აღმოფხვრის ვადის გახანგრძლივების მომართვამდე, შეუჩერებლად მუშაობდნენ ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმოქმედეს შემდეგი მიმართულებით: 1. მთელი ქსელის ადგილზე მონახულება და ტექნიკის მდგომარეობის შესწავლა და ადგილზე შეკეთების მცდელობა. 2. დაზიანებული გადამცემების ჩამოტანა და თითო კვირიანი მონიტორინგი ჩართულ მდგომარეობაში. 3. არსებული 16 გადამცემის და სათადარიგო ნაწილების გამოყენებით, ერთი გადამცემიდან მეორეზე გადაწყობით ზოგიერთი დაზიანებული გადამცემის შეკეთება. 4. ქართველ ექსპერტებთან კონსულტაციები. 5. კომუნიკაცია ბრიტანეთში ტექნიკის მწარმოებლებთან. კომუნიკაციის მცდელობა ,,SBS” და ,,Vigintos”-თან. 6. 20 ივლისიდან დღემდე კი მიმოწერა კომუნიკაციის კომისიასთან მოქმედების შემდგომი გეგმის დასახვის მიზნით (წერილს თან ერთვის დანართი 1). კომპანია წერილში აღნიშნავს, რომ კონსულტაციების მიზნით, ტექნიკის მწარმოებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის მცდელობა ივნისის თვეშიც პერიოდულად ჰქონდათ, რადგან მათი გადამცემების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრად გაუადვილდებოდათ მონიტორინგისთვის საჭირო მოქმედებები მწარმოებლის რჩევების გათვალისწინებით. 15 ივლისსაც კონკრეტული შეკითხვით მიმართეს ,,Vigintos“-ს, თუმცა დაკავშირება ვერ მოხერხდა. კომუნიკაციის ეს მცდელობა მხოლოდ საკონსულტაციო მიზნით ხორციელდებოდა და არ იყო გამიზნული კონკრეტული შესყიდვისთვის, რადგან შეუძლებელი იყო 20 ივლისამდე ჰქონოდათ ინფორმაცია იმაზე თუ რისი შესყიდვის საჭიროება იდგა მათ წინაშე, სანამ ზუსტად არ ეცოდინებოდათ რა სახის დაზიანებები იყო, შეძლებდნენ თუ არა შეკეთებას ადგილზე ან რისი შეძენა დასჭირდებოდათ მწარმოებლისგან. ე.წ. ,,Timetable“ ნათლად უჩვენებს რა შრომატევადი სამუშაო ჩატარდა უმოკლეს ვადაში. საჭირო გახდა 15 რეგიონის შემოვლა, ადგილზე შემოწმება და მონიტორინგის მიზნით ნაწილი ტექნიკის 48 საათიანი ტესტირება. შემდეგი ეტაპი კონსულტანტებთან ერთად გამოსავლების ძიება და გადამცემი ნაწილების გადანაცვლების შესაძლებლობების და ასეთი გადაწყვეტილების პლუსებისა და მინუსების ძიება იყო. კომპანიის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან, 23 მაისიდან, ერთ კვირაშიც რომ სცოდნოდათ დაზიანების ხარისხი და საჭიროებები, არსებითად არაფერი შეიცვლებოდა, რადგან, ლოგიკურად იმ დროს ან იგივე ვადას დაასახელებდნენ, ან მათი პასუხი არ იქნებოდა კონკრეტული, რადგან დიდ ბრიტანეთში იმ დროს კიდევ უფრო კრიზისული და ბუნდოვანი მდგომარეობა იყო და უცნობი იყო ,,კოვიდ 19“-ის ფონზე თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ინგლისში და მსოფლიოში. კომპანია არ დაკავშირებია სხვა მწარმოებლებს, ვინაიდან, მათი ტექნიკის მწარმოებელი ბრიტანული ,,ედისტონია“, რომლის გადამცემები სპეციფიური და განსხვავებულია სხვა მწარმოებლებისგან. ვინაიდან, მათი გადამცემები წლების წინ არის შესყიდული და ,,ედისტონიც“ კი აღარ აწარმოებს ცალ-ცალკე ნაწილებს, მათ შესთავაზეს სრული ბლოკის შეძენა. მითუმეტეს, შეუძლებელია ცალკეული ნაწილი სხვა მწარმოებლის იყოს, რომელთანაც მიმართვას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქსელის საერთოდ ახალი ტექნიკით აღჭურვას გადაწყვეტენ, როგორც ანტენა-ფიდერული, ასევე გადამცემი და სხვა სამაუწყებლო ტექნიკისათვის. კომპანიის განმარტებით, მათ მაინც მიმართეს ტექნიკის მწარმოებელ ,,SBS“ - საც, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ,,ედისტონთან“ და რომლისგანაც ზოგიერთი რეგიონისთვის მცირე სიმძლავრის გადამცემები აქვთ შეძენილი, თუმცა, ,,SBS“- თან ვერაფრით ვერ მოხერხდა დაკავშირება, - 21 ივლისს და 23 ივლისს სერვერი ავტომატურად უკან აბრუნებდა წერილებს. (თან ერთვის დანართი № 2 – SBS -თან მიმოწერის ასლი). კომისიის მოთხოვნით, კომისიაში 7 აგვისტოს წარდგენილი დამატებითი ინფორმაციიდან, კერძოდ, ,,ედისტონთან“ წარმოებული მიმოწერიდან ჩანს, რომ წერილები ეგზავნებოდა ,,SBS”-საც, რომელიც ,,cc“-ში იყო ჩასმული. კომპანიის განმარტებით, სანამ მიმართავდნენ ,,ედისტონს“, ფასების შედარება/გადამოწმების მიზნით და ,,ედისტონისგან“ მეტი ფასდაკლების მიღებისთვის სწორი პოლიტიკის საწარმოებლად, 15 ივლისს მიმართეს კომპანია ,,Vigintos“-ს, ხოლო მეორედ 20 ივლისს, თუმცა არანაირი გამოხმაურება და პასუხი არცერთ ამ წერილზე დღემდე არ მოსულა. (დანართი № 3 ,,Vigintos“ - თან მიმოწერის ასლი). კომპანია განმარტავს, რომ, რადგან რეალურად, არცერთი კომპანიისგან მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი არ იყო, კონტაქტის გაგრძელება/დამყარებაზე მეტი დრო აღარ დაუხარჯავთ.
კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№ 20-10-1732, 24.08.2020) თანახმად, კომისიის მიმდინარე წლის 23 აპრილის №გ-20-18/412 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელე-რადიო კომპანია „მწვანე ტალღას“ დაევალა მისი კუთვნილი №B75 ლიცენზიით განსაზღვრული რადიოსამაუწყებლო ქსელის ქ.ზუგდიდის (FM 103,7მჰც) და ქ.ბათუმის (FM101,5მჰც) გადამცემების სრულყოფილი ამოქმედება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 და 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დასრულებიდან 3 თვის ვადაში. ამასთან დაკავშირებით შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ №20.07.2020/01 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3813; 23.07.2020) მოითხოვა აღნიშნული ვადის გახანგრძლივება წლის ბოლომდე. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“, ასევე წარმოადგინა დამატებითი მასალა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4042, 07.08.20) მის პარტნიორ ორგანიზაციასთან გადამცემი მოწყობილობების მოწოდების შესახებ არსებული მიმოწერის თაობაზე. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ ა/წ-ის 20 აგვისტოს დამატებით წარმოადგინა ინფორმაცია (წერილი №შ-20-6/4330; 20.08.2020), სადაც დეტალურადაა განხილული ყველა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა მათი მხრიდან პრობლემის მოსაგვარებლად და მიზეზები, რამაც განაპირობა გადამცემების ამოქმედების ვადის გახანგრძლივების აუცილებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ არის წინააღმდეგი, რომ კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხის გახილვა დაინიშნა 2020 წლის 3 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ დირექტორი მ. ჯახუა, რომელმაც მხარი დაუჭირა კომპანიის მიერ კომისიაში წარდგენილ ახსნა-განმარტებებს და მოითხოვა 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გახანგრძლივება მიმდინარე წლის ბოლომდე.
კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს შესწავლილი მასალების: შპს ,,ტელე- რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20- 6/3813; 23.07.2020); შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი გადამცემების შეძენისა და მოწოდებასთან დაკავშირებით კომპანია ,,ედისტოუნთან“ (,,Eddystone“) 20-21 ივლისს წარმოებული მიმოწერა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4042, 07.08.20); კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს წერილი (№ გ-20-06/2664, 19.08.2020) შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ კომისიაში დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე; შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ მიერ კომისიის წერილის პასუხად წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4330; 20.08.2020) თანდართული მასალით: რადიო ,,მწვანე ტალღის“ რეგიონული სამაუწყებლო ქსელის მოწესრიგებისთვის საჭირო აქტივობების გრაფიკი; კომპანია ,,SBS“- თან გაგზავნილი წერილის ადრესატისთვის მიუსვლელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; კომპანია ,,Vigintos“ - თან გადამცემების შესყიდვის თაობაზე გაგზავნილი წერილები; კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№20-10-1732, 24.08.2020), საფუძველზე კომისია აღნიშნავს შემდეგს:
კომისიის 2020 წლის 23 აპრილის №გ-20-18/412 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება ,,შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო და დაევალა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 და 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დასრულებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველეყო ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის ანძებზე განთავსებული გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების (სიხშირეები: FM 101,5მგჰ - ბათუმის ანძა და FM 103,7 მგჰ - ზუგდიდის ანძა) შესაბამისი მომსახურების ტერიტორიებზე მაუწყებლობის განხორციელება კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად.
კომისიის 2015 წლის 16 იანვრის № 29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად მაუწყებლობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 2020 წლის 23 ივლისამდე, მანამდე სანამ კომისიას თხოვნით მიმართავდა კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ მიერ მოხდა რეგიონული ქსელის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი ადგილზე აღმოფხვრა. დაზიანებული ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღების, ასევე, ახალი გადამცემების შეძენასთან და მოწოდებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევის მიზნით შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ მიმართა ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს: ,,ედისტოუნს“ (,,Eddystone“), ,,SBS”- ის და ,,Vigintos”-ს. კომპანია ,,ედისტოუნთან“ (,,Eddystone“) კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახალი გადამცემების საქართველოში მიღებას კომპანია შესძლებდა ნოემბერ-დეკემბრის ბოლოს. ასევე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ კომისიასთან აწარმოებდა კომუნიკაციას და კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, წარმოადგენდა ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას.
შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” მიერ ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა ქსელის ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად და კომისიის 2015 წლის 16 იანვრის № 29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის ირობების შესაბამისად მაუწყებლობის განხორციელების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, 2020 წლის 23 ივლისს, კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ კომისიას თხოვნით მიმართა რეგიონალურ ქსელში ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრისა და კომისიის 2015 წლის 16 იანვრის № 29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად მაუწყებლობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული ვადის წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული არსებული ვითარების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია რეგიონალურ ქსელში ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრისა და კომისიის 2015 წლის 16 იანვრის № 29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად მაუწყებლობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის 2020 წლის 23 აპრილის №გ-20-18/412 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდეს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად, ცვლილება შევიდეს კომისიის 2020 წლის 23 აპრილის №გ-20-18/412 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ დაევალოს 2020 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის ანძებზე განთავსებული გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების (სიხშირეები: FM 101,5 მგჰ - ბათუმის ანძა და FM 103,7 მგჰ - ზუგდიდის ანძა) შესაბამისი მომსახურების ტერიტორიებზე მაუწყებლობის განხორციელება კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად.“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. ვინაიდან, კომისიის მიერ 2020 წლის 23 აპრილის №გ-20-18/412 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამ გადაწყვეტილებაში ცვლილება უნდა შევიდეს ამავე წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VI და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ცვლილება შევიდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:,,2. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ დაევალოს 2020 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის ანძებზე განთავსებული გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების (სიხშირეები: FM 101,5მგჰ - ბათუმის ანძა და FM103,7 მგჰ - ზუგდიდის ანძა) შესაბამისი მომსახურების ტერიტორიებზე მაუწყებლობის განხორციელება კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებისა და კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის პირობების შესაბამისად.“.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ ჩაბარების დღიდან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს ,,ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე- რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებ- გვერდზე გამოქვეყნება (ო.ვოტ).
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა).
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
