საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 2 ივლისის № გ-20-7/538 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2020 10:27
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 2 ივლისის № გ-20-7/538 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ს.კ. №205224700) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/4508, 03.09.20) ქ.თბილისში დეციმეტრულ დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის 415.675 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) მეტრული დიაპაზონის სიხშირით შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 2 ივლისის № გ-20-7/538 გადაწყვეტილებით სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2345 უფლება და მიენიჭა სიხშირე - 415.675 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით - 2020 წლის 11 ივლისიდან 2021 წლის 11 ივლისამდე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2020 წლის 10 სექტემბრის № 20-10-1835 სამსახურებრივი ბარათის თანახმად სსიპ- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაძლებელია მიენიჭოს სიხშირე 152.450 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) 415.675 მჰც სიხშირის ნაცვლად, ქ. თბილისში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2020 წლის 2 ივლისის № გ-20-7/538 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2345 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 152.450 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით - 2020 წლის 11 ივლისიდან 2021 წლის 11 ივლისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.comcom.ge.გამოქვეყნება (ნ.შოვნაძე);
3. დაევალოს სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიო-ელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი:http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს(ლ. ლაშქარავა) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
