წვდომის მენიუ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-20-19 / 799

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2020 15:29

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2020

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის 157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ (რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციის მიერ 1995 წლის 18 აპრილს; ს.კ. №204858163) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/4651, 09.09.20) გორის და ფოთის საიტებისთვის FM დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის მონიჭებული სიხშირული რესურსის ცვლილების და ვარძიის მიმდებარე ტერიტორიისთვის დამატებითი სიხშირული რესურსის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებით (2019 წლის პირველი აგვისტოს № გ-19-19/464 გადაწყვეტილებით შესული ცვლილების საფუძველზე) ფლობს შემდეგ სიხშირულ რესურსს:

 

 

 

 

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსამაუწყებლო ქსელის განვითარებისათვის კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს დამატებით სიხშირეებს FM დიაპაზონში, შესაბამის ზონაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან.

კომისია   აღნიშნავს,      რომ   გორის   და   ფოთის   სამაუწყებლო  სადგურებისთვის   სსიპ„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სიხშირული რესურსი (გორი-102,5 მჰც და ფოთი102,1 მჰც), მაგრამ ბოლო პერიოდში საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე იგივე სიხშირეებზე მოქმედი რადიოსადგურების მხრიდან ინტენსიურად ეშლება ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოპროგრამების გავრცელებას გორის და ფოთის მიმდებარე ტერიტორიებზე და ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის ავტომაგისტრალებზე. აღნიშნულის გამო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ითხოვს მინიჭებული სიხშირეების ჩანაცვლებას სხვა სიხშირული რეისურსით. რაც შეეხება ვარძიის მიმდებარე გეოგრაფიულ არეალს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ითხოვს ახალი სიხშირის მინიჭებას მცირე სიმძლავრის გადამცემის ფუნქციონირებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ 2020 წლის 23 სექტემბერს წერილით (№გ-20-06/3046) მიაწოდა ინფორმაცია ცალკეულ ქალაქებში ახალი სიხშირული რესურსის და შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების შესახებ. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2020 წლის 30 სექტემბერის (№ შ-20-6/5130)  წერილით განაცხადა თანხმობა კომისიის მიერ შემოთავაზებული სიხშირეების მინიჭებაზე.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა სიხშირეების მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭება  და საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2012  წლის  17 თებერვლის№157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის   №157/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების დანართის მე-4 და მე-10 სტრიქონები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით ასევე ამავე დანართს დაემატოს 51-ე სტრიქონი:

 

2. უზრუნველყოს სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;

3. დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) სსიპ„საზოგადოებრივი  მაუწყებლისთვის“  მინიჭებული  სიხშირეების კომისიის  უწყებრივ  რეესტრში აღრიცხვა;

4.  გადაწყვეტილება      შეიძლება      გასაჩივრდეს      ქ.თბილისის    საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაშ (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  №64)  სსიპ„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ„საზოგადოებრივი   მაუწყებლისთვის“   გაგზავნა  და   კომისიის  ოფიციალურ  ვებ   გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება:

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე  დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები