„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-19-21/671 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2020 11:18
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2020
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-19-21/671 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2020 წლის ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში ცვლილების საჭიროების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ 2020 წლის 10 აპრილს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N გ-20-19/383, რომლითაც კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით N გ-19-21/671 დამტკიცებულ 2020 წლის ბიუჯეტში შევიდა რიგი ცვლილებები ხარჯების კატეგორიებში.
2. საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ინფორმაციით კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით 2020 წლის ბიუჯეტში შესამცირებელია რეგულირების საფასურის შემოსავლების გეგმა 963,263 ლარით, ხოლო რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსის შემოსავალი შესამცირებელია 70,802 ლარით. აღნიშნული შემცირება გამოწვეულია, ერთი მხრივ, ავტორიზებული/ლიცენზირებული პირების შემოსავლების კლებით, ხოლო მეორე მხრივ, არაავტორიზებული პირების მიერ სიხშირული რესურსის მოხმარების შემცირებით. ასევე ცვლილება არის განსახორციელებელი საპროცენტო შემოსავლებში, რომელიც გეგმასთან შედარებით გაიზარდა 63,185 ლარით.
3. შემოსავლების ცვლილებამ შესაბამისად გამოიწვია ხარჯვითი კატეგორიების შემცირებაც, რაც ძირითადად შეეხო შრომის ანაზღაურების ხარჯს, შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების ხარჯს, წარმომადგენლობით ხარჯს, მივლინების ხარჯს, კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯს, საკანცელარიო საქონლის ხარჯს, მედიაწიგნიერების ხარჯს, სხვა საერთო ხარჯს და სხვა. ასევე ცვლილება განიცადა ააიპ მედიაკადემიის ბიუჯეტმაც და მისი ხარჯები შემცირდა 712,695 ლარით.
II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.
როგორც აღინიშნა, კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის, ნათია დევდარიანის ინფორმაციით 2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით არსებობს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის (№გ-19-21/671, 28.11.2019) ცვლილების შეტანის საჭიროება.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის (№გ-19-21/671, 28.11.2019) გადაწყვეტილებაში და მისი პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს კომისიის 2020 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:
|
N |
დასახელება |
ბიუჯეტი |
|
სულ შემოსავლები და რეზერვი |
13,729,000 |
|
|
1 |
რეგულირების საფასური |
8,316,765 |
|
2 |
რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური |
3,067,273 |
|
3 |
საპროცენტო შემოსავლები |
321,18 |
|
4 |
სხვა შემოსავლები |
4,100 |
|
5 |
სარეზერვო ფონდი |
2,019,677 |
|
|
|
|
|
სულ ხარჯები |
13,729,000 |
|
|
1 |
გრძელვადიანი აქტივები (აპარატურა, ოფისის აღჭურვილობა, კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამები და სხვა) |
759,061 |
|
2 |
საკანცელარიო და ჟურნალ-გაზეთების ხარჯი |
32,551 |
|
3 |
კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის ხარჯი |
163,60 |
|
4 |
ავტომანქანის საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები |
88,898 |
|
5 |
მივლინების ხარჯები |
44,487 |
|
6 |
საბანკო მომსახურეობის ხარჯები |
23,616 |
|
7 |
კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები |
135,03 |
|
8 |
საწევრო გადასახადების ხარჯები |
28,549 |
|
9 |
საექსპერტო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურეობების ხარჯები |
1,494,200 |
|
10 |
სხვა საერთო ხარჯები |
728,56 |
|
11 |
წარმომადგენლობითი ხარჯები |
9,093 |
|
12 |
რემონტის ხარჯები |
500 |
|
13 |
შრომის ანაზღაურება |
4,540,373 |
|
14 |
სახელმწიფო ბიუჯეტის და საპენსიო სისტემის გადასახადები |
1,185,923 |
|
15 |
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ხარჯები |
23,775 |
|
16 |
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურება, სახ ბიუჯეტის და საპენსიო სისტემის გადასახადები |
202,884 |
|
17 |
შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების ფონდი |
737,161 |
|
18 |
მედიაწიგნიერების ხარჯები |
3,530,729 |
|
18.1 |
მედიაწიგნიერების ხარჯები |
1,150,615 |
|
18.2 |
ააიპ მედიააკადემიის ხარჯები |
2,380,114 |
2. დამტკიცდეს ააიპ მედიააკადემიის 2020 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:
|
N |
დასახელება |
ბიუჯეტი |
|
|
სულ |
2,380,114 |
|
1 |
ძირითადი საშუალებები |
184,963 |
|
2 |
შრომის ანაზღაურება |
655,334 |
|
3 |
ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯები |
1,539,817 |
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე)
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
