საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2020 16:11
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.
კამისია აღნიშნავს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.2 -ს ავტორიზებული პირები ავსებენ ინფორმაციას კომპანიაში დასაქმებული პირების ოდენობის შესახებ. თუმცა აღნიშნული მონაცემები არ არის წარმოდგენილი განცალკევებულად მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების დარგებისთვის. აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვანია კომისიისათვის დარგის და სექტორის განვითარების შეფასების მიზნით, მათ შორის გენდერულ ჭრილში. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ფორმას ჩაემატოს ველი სადაც მოხდება დასაქმებულების რაოდენობის სექტორის მიხედვით გამიჯვნა (მაუწყებლობა/ელ. კომუნიკაციები).
აქვე კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ძალაში შევიდა მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ელექტრონული ანგარიშგების ფორმებში ქსელის ოპერატორისა და ვირტუალური ოპერატორის გამიჯვნის საკითხი. აქედან გამომდინარე მობილური მომსახურების ფორმებს უნდა დაემატოს „ოპერატორის ტიპის“ ველი, რათა გაიმიჯნოს ქსელის მფლობელი და ვიეტუალური ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის
11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში და მისი დანართი-1-ის შემდეგი ფორმები : ფორმა
1.2 , ფორმა 2,1, ფორმა 2.2, ფორმა 2.3, ფორმა 2.4, ფორმა 2,5, ფორმა 2.7, ფორმა 2.8 ფორმა 2,9 , ფორმა 2,10, ფორმა 2.11, ფორმა 2.12, ფორმა 2.13, ფორმა 2.15, ფორმა 2.16, ფორმა 2.17, ფორმა 2.18, ფორმა 2.19, ფორმა 2.20 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე
3. ფორმა 1.2 ამოქმედდეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე;
4. მობილური მომსახურების ფორმა 2,1, ფორმა 2.2, ფორმა 2.3, ფორმა
2.4, ფორმა 2,5, ფორმა 2.7, ფორმა 2.8 ფორმა 2,9 , ფორმა 2,10, ფორმა
2.11, ფორმა 2.12, ფორმა 2.13, ფორმა 2.15, ფორმა 2.16, ფორმა 2.17, ფორმა 2.18, ფორმა 2.19, ფორმა 2.20 ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).
გადაწყვეტილების სრული ვერსია იხილეთ თანდართულ ფაილად
