წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-20-19 / 952

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2021 12:29

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018  წლის 26 აპრილის 258/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ (რეგისტრირებულია ვაკის რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 თებერვალს, რეგ. №5/4-385; ს.კ. № 204876606) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-7/6238, 11.12.20) და მოითხოვა კომისიის 2018   წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების ნაწილზე (146 რადიოსარელეო მიმართულებაზე) სარგებლობის უფლების გაუქმება და მომდევნო ორი წლის (2021 და 2022) გრაფიკით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 26 აპრილის № 258/7 და 2020 წლის 16 იანვრის № გ-20-19/17 გადაწყვეტილებებით შპს „მაგთიკომს“  მინიჭებული აქვს რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლება 1426 მიმართულებაზე დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 5 წლის ვადით 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურიდან-839,694.69 (რვაასოოცდაცხრამეტი ათას ექვსასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 69 თეთრი) ლარიდან, რომელიც გაანგარიშებულია კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გადახდილი აქვს პირველი (183,658.13 ლარი), მეორე (268,140.87ლარი) და მესამე (129,298.56) კალენდარული წლის საფასური, ხოლო მეოთხე და მეხუთე კალენდარული წლის საფასური გადასახდელი აქვს შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

მეოთხე კალენდარული წლის საფასური 129,298.56 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 129,298.56 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ ითხოვს მეოთხე და მეხუთე კალენდარული წლის საფასურის გადაანგარიშებას, ვინაიდან უარს აცხადებს 146 რადიოსარელეო მიმართულებისთვის მინიჭებული სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“  71   მუხლის  მე-8 პუნქტის  თანახმად  რადიოსიხშირული  რესურსით  სარგებლობის უფლების მფლობელი უფლებამოსილია, რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადოს რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის ან ამ მონაკვეთისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების, მათ შორის, რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის ან ამ მონაკვეთისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე უარის თქმის ან/და გაუქმების შემთხვევაში, რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება.

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/6238, 11.12.20) ინფორმაციის შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (სამასახურებრივი ბარათი N 20-10-2597 24.12.20) გადაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით მეოთხე და მეხუთე კალენდარული წლის საფასურის ოდენობა.

გადაანგარიშების შედეგად შპს „მაგთიკომის“ მიერ ხუთი წლის განმავლობაში გადასახდელი   რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს - 819,432.26 (რვაასცხრამეტი ათას ოთხასოცდათორმეტი ლარი და 26 თეთრი) ლარს, ნაცვლად კომისიის 2018 წლის 26 აპრილის №258/7 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 839,694.69 ლარისა; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 119,167.35 ლარს, ნაცვლად კომისიის 2018  წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 129,298.56 ლარისა; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 119,167.35  ლარს, ნაცვლად კომისიის 2018  წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 129,298.56  ლარისა.

2020 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ   შესაძლებელია დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, კერძოდ განხორციელდეს ცვლილებების შეტანა კომისიის 2018  წლის 26 აპრილის №258/7 გადაწყვეტილებაში, გაუქმდეს 146 რადიოსარელეო მიმართულებისთვის მინიჭებული სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება და გადაანგარიშდეს მეოთხე და მეხუთე კალენდარული წლის საფასურის ოდენობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018   წლის 26 №258/აპრილის 7 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2018   წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  განესაზღვროს  შპს  „მაგთიკომს“  რადიოსიხშირული  რესურსით  სარგებლობის  საფასური  - 819,432.26 (რვაასცხრამეტი ათას ოთხასოცდათორმეტი ლარი და 26 თეთრი) ლარის ოდენობით;“

3. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 819,432.26 (რვაასცხრამეტი  ათას ოთხასოცდათორმეტი  ლარი და 26 თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;

მიმღების ბანკი - სს თიბისი;

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;

დანიშნულება  -  რადიოსიხშირული  რესურსით  სარგებლობის  საფასური  არაკომერციული  და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული პირებისთვის.

პირველი კალენდარული წლის საფასური 183,658.13 ლარი - 2018 წლის პირველ მაისამდე; მეორე კალენდარული წლის საფასური 268,140.87 ლარი - 2019 წლის 20 იანვრამდე;

მესამე კალენდარული წლის საფასური 129,298.56 ლარი - 2020 წლის 20 იანვრამდე;

მეოთხე კალენდარული წლის საფასური 119,167.35 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 119,167.35 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე.“

4. დაევალოს:

ა)  კომისიის    აპარატის  ადმინისტრაციის  საბუღალტრო  ჯგუფს  (ნ.  დევდარიანი)    საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;

ბ) კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ნ. ასპანიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის     ავტორიზაციის     და     ლიცენზირების     ჯგუფს     (ქ.     სულიაშვილი)     შპს

„მაგთიკომისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ  გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

7.  აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;

8.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

 

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ელისო ასანიძე წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები