შპს „ტელეკომპანია თბილისის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: გ-20-2 / 532

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2020 23:52

მიღების თარიღი ივლისი 02, 2020

შპს „ტელეკომპანია თბილისის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეკომპანია თბილისმა” (ს/ნ 202063818) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-შ-20-6/3256, 23/06/2020) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-281, 14.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს მაუწყებლობა განახორციელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურების საშუალებით. კომპანიას წარმოდგენილი აქვს თანამგზავრულ ოპერატორთან (კომპანია “Azercosmos”) გაფორმებული შეთანხმების წერილი სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისი” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-281, 14.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (თბილისის მულტიპლექსი) ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო); ზ.ბ)ინტერნეტი - ღია (უფასო);

ზ.დ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2020 წლის 02 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია თბილისის“ წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე, რომელმაც სხდომაზე აღნიშნა, რომ თანამგზავრული სისტემების  მიწისზედა და ორბიტალური სადგურების საშუალებით კომპანია  მაუწყებლობას

დაიწყებს  2020  წლის  02  ივლისიდან  და  აღნიშნულ  ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა  იქნება უფასო.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს   შპს   „ტელეკომპანია   თბილისის“  მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-281,14.07.2015) მოდიფიცირება, და მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიაში და ხელმისაწვდომობაში თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური   სადგურების დამატება.

ყოველივე   ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,   კომისიამ,   „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ტელეკომპანია თბილისის” (ს/ნ 202063818) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-281, 14.07.2015) და :

ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიულ არეალს დაემატოს - თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ბ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობას დაემატოს - თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (უფასო);

გ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური    სადგურების გამოყენებით მაუწყებლობის დაწყების ვადად განისაზღვროს - 2020 წლის 2 ივლისი;

2. შპს „ტელეკომპანია თბილისი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს: ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის” გაგზავნა;

ბ)  აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები