წვდომის მენიუ

ფიზიკური პირი ლარისა მახარაძეს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 9 ივლისის №გ-20-1/556 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-20-2 / 764

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 11:24

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020

ფიზიკური პირი ლარისა მახარაძეს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 9 ივლისის №გ-20-1/556 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა ფიზიკურმა პირმა ლარისა მახარაძემ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/5079, შ-20-6/5075,    28/09/2020) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5099, 09/07/2020) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, ფიზიკურ პირ ლარისა მახარაძეს სურს მაუწყებლობის დაწყების თარიღის ცვლილება და მაუწყებლობის დაიწყების ვადად 2021 წლის პირველი აპრილის განსაზღვრა. როგორც განცხადებებშია აღნიშნული, რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მაუწყებლობისთვის საჭირო  დაზიანებული ტექნიკის შეკეთება და მაუწყებლობის დასაწყებად საჭირო სამუშაოების ჩატარება.

კომისია აღნიშნავს, რომ ფ/პ ლარისა მახარაძე კომისიის 2020 წლის 9 ივლისის №გ-20-1/556 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5099, 09/07/2020), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის  შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა)ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის პირველ სექტემბრამდე. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა ფ/პ ლარისა მახარაძე. კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ფ/პ ლარისა მახარაძეს მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5099, 09/07/2020) მოდიფიცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ,  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ფიზიკური პირი ლარისა მახარაძეს (პ/ნ 61008015655) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5099, 09/07/2020), შევიდეს ცვლილება კომისიის 2019 წლის 25 ივლისის №გ-19-1/442 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2021 წლის პირველ აპრილამდე“.

2. ფიზიკური პირი ლარისა მახარაძე ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ  დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ფიზიკური პირი ლარისა მახარაძესთვის გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ფიზიკური პირი ლარისა მახარაძესთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ფიზიკური პირი ლარისა მახარაძესთვის ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ელისო ასანიძე          წევრი

მერაბ ქათამაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები