წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 104

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2020 17:39

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020

 შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ 2020 წლის 31 იანვრის №20/01/31-2 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/479 03.02.2020) წარმოადგინა შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „სმსჰაბის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის 2020 წლის 9 იანვრის №გ-20-23/11 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაცია.

ამასთან ერთად, შპს „მაგთიკომმა“ თხოვნით მიმართა კომისიას, ზემოაღნიშნული წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის თანახმად, ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

შპს „მაგთიკომის“ განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის   თხოვნა   ეფუძნება      საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული   კოდექსის 272 მუხლის   პირველი   ნაწილის,   ასევე  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებას განეკუთვნება, მათ შორის ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კერძოდ, შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი:

შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ჯეო ეს ემ ეს“-ს შორის გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტი; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-12 1992770;

შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ემ ეს ჯგუფს“ შორის გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტი;

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-12 1992774;

კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 წლის 31 იანვრის №20/01/31-2 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/479 03.02.2020) წარმოდგენილი ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად: შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 წლის 31 იანვრის №20/01/31-2 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/479 03.02.2020) დანართით წარმოდგენილი:

შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ჯეო ეს ემ ეს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი;

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-12 1992770;

 

შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ემ ეს ჯგუფს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი;

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-12 1992774;

2.   ინფორმაცია  შპს  „მაგთიკომის“  კომერციულ  საიდუმლოებად  ჩაითვალოს შპს„მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ),   აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5.   გადაწყვეტილება      ძალაში      შევიდეს      მისი      დამოწმებული      ასლის  შპს „მაგთიკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) 1 თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

 კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძეწევრი

ელისო ასანიძეწევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები