სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2020 17:51
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020
სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ სელის“ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში (№გ-19-16/677 05.12.2019) სს „სილქნეტმა“ 2020 წლის 4 თებერვლის №659/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/571 04.02.2020) წარმოადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2019 წლის 24 დეკემბრის №გ-19-08/4041 და 2020 წლის 9 იანვრის №გ-20-08/37 წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია (CD დისკზე) და ხელშეკრულებები.
სს „სილქნეტმა“ მოითხოვა როგორც 2020 წლის 4 თებერვლის №659/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/571 04.02.2020) წარმოდგენილი ინფორმაცია (CD დისკზე) და ხელშეკრულებები, ასევე კომისიის 2019 წლის 11 დეკემბრის №გ-19-08/3902 წერილით მოთხოვნილი და სს „სილქნეტის“ მიერ 2019 წლის 30 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი ხელშეკრულებები (თანმხლები წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5052 30.12.2020) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, შემდეგი არგუმენტაციის გათვალისწინებით:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური მოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
წარმოდგენილი ინფორმაცია (CD დისკზე) და ხელშეკრულებები შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ონფორმაციას, კერძოდ შეიცავს ცნობებს მხარეთა შორის არსებული კომერციული შეთანხმების (მოდელის), ასევე ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობების შესახებ, რომლის ხელშეკრულებაში ასახვაც განხორციელდა მხარეთა შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად და აღნიშნული პირობების საჯაროდ დატოვება და გამჟღავნება მესამე პირებისთვის, ზიანს მიაყენებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ კონკურენტი კომპანიებისათვის ცნობილი გახდება ის კომერციული და ფინანსური პირობები, მათ შორის მხარეთა პასუხისმგებლობები, რა პირობების გათვალისწინებითაც წარმოდგენილი ხელშეკრულების მხარეები შევიდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში.
კომისიამ შეისწავლა სს „სილქნეტის“ 2020 წლის 4 თებერვლის №659/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/571 04.02.2020) წარმოდგენილი ინფორმაცია (CD დისკზე) და ხელშეკრულებები, ასევე სს „სილქნეტის“ მიერ 2019 წლის 30 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი ხელშეკრულებები (თანმხლები წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5052 30.12.2020) და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და CD დისკზე არსებული მონაცემები შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად სს „სილქნეტის“ 2020 წლის 4 თებერვლის №659/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/571 04.02.2020) წარმოდგენილი ინფორმაცია (CD დისკზე) და ხელშეკრულებები, ასევე სს „სილქნეტის“ მიერ 2019 წლის 30 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი ხელშეკრულებები (თანმხლები წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5052 30.12.2020).
2. ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს„სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
