წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველო“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 113

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2020 15:26

მიღების თარიღი იანვარი 23, 2020

შპს „ვიონი საქართველო“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს №გას.#1160/19 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4881), წერილებით განცხადებით მიმართა შპს „ვიონი საქართველო“-მ, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ, მობილურ სატელეფონო ქსელში SMS მომსახურების გაწევის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ. მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, შპს „ვიონი საქართველო“-ს მიერ 2020 წლის 6 იანვრის №გას.#1181/20 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/13) და 2020 წლის 14 იანვარის №გას.#20/20 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/130) და 2020 წლის 15 იანვარის №გას.#23/20 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/152) წერილებით წარმოდგენილი იქნა დამატებითი განმარტებები.

შპს „ვიონი საქართველო“-ს, მიერ 2019 წლის 12 დეკემბრის №გას.#1160/19 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4881) წერილებით წარმოდგენილი იქნა   „PDF“ -ის ფორმატის თექვსმეტი ფაილი - ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის ავტორიზებულ პირებთან, მობილურ სატელეფონო ქსელში SMS მომსახურების გაწევის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ასლები. კომპანიამ მოითხოვა წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა ფასებთან მიმართებაში, კერძოდ, წერილის დანართების - „PDF“-ის ფაილების: AG "GMS" - დანართი #1#2#3; JSC Figensoft Georgia LTD – პუნქტები - 3.1. – 3.5.-ის ჩათვლით; შპს „ემ ეს ჯგუფი“ - პუნქტები - 3.1. – 3.5.-ის ჩათვლით, დამატებითი შეთანხმება #1; სს „საქართველოს ბანკი“ - პუნქტები - 3.1. – 3.5.-ის ჩათვლით; სს „ბაზისბანკი“ - პუნქტები - 3.1. – 3.5.-ის ჩათვლით; სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - პუნქტები - 3.1. – 3.5.-ის ჩათვლით; სს „თიბისი ბანკი“ - პუნქტები - 3.1. –3.5.-ის ჩათვლით; ინფორმაციების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

შპს „ვიონი საქართველო“-ს, განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის შესაბამისად, არაავტორიზირებულ პირებთან   გაფორმებული ხელშეკრულების მათ მიერ მითითებული პუნქტების ნაწილში კომერციულ საიდუმლოებად ცნობას, რადგან აღნიშნულის გამჟღავნებით ინფორმაცია (რა ფასად სთავაზობს მათი კომპანია მომსახურებას ამა თუ იმ კომპანიას) ხელმისაწვდომი ხდება როგორც სხვა ოპერატორებისთვის (ავტორიზებული პირები), ასევე არაავტორიზირებული პირებისთვის (ძირითადად ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები, რომელთაც მოხმარების მიხედვით სთავაზობენ სხვადასხვა პაკეტებს), რაც საბოლოო ჯამში ზიანს მიაყენებს როგორც ოპერატორთა ასევე არაავტორიზირებულ პირთა კონკურენტუნარიანობას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები და მიიჩნია, რომ შპს „ვიონი საქართველო“-ს, მიერ 2019 წლის 12 დეკემბრის №გას.#1160/19 (კომისიაში რეგისტრაციის№შ-19-6/4881) წერილებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ვიონი საქართველო“-ს მიერ 2019 წლის 12 დეკემბრის №გას.#1160/19 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4881) წერილით წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან შპს „ვიონი საქართველო“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიაობამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   დაკმაყოფილდეს  შპს  „ვიონი  საქართველო“-ს  მიერ  2019  წლის  12 დეკემბრის №გას.#1160/19       (კომისიაში       რეგისტრაციის       №შ-19-6/4881)       წერილებით წარმოდგენილი განცხადებები:

ცნობილ იქნას წერილის დანართების „PDF“-ის ფაილების: AG "GMS" - დანართი

#1#2#3; JSC Figensoft Georgia LTD – პუნქტები - 3.1. – 3.5.-ის ჩათვლით; შპს „ემ ეს ჯგუფი“  -  პუნქტები  -  3.1.  –  3.5.-ის  ჩათვლით,  დამატებითი  შეთანხმება  #1;  სს „საქართველოს  ბანკი“  -  პუნქტები  -  3.1.  –  3.5.-ის  ჩათვლით;  სს  „ბაზისბანკი“  - პუნქტები - 3.1. – 3.5.-ის ჩათვლით; სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - პუნქტები - 3.1. – 3.5.-ის  ჩათვლით;  სს  „თიბისი  ბანკი“  -  პუნქტები  -  3.1.  –  3.5.-ის  ჩათვლით; კომერციულ საიდუმლოებად.

2.   ინფორმაცია შპს „ვიონი საქართველო“-ს კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ვიონი საქართველო“-ს მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვიონი საქართველო“-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველო“-სთვის  ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) 1 თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები