წვდომის მენიუ

შპს „გლობალ სელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2020 23:47

მიღების თარიღი იანვარი 16, 2020

შპს „გლობალ სელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 დეკემბრის №18.12.2019/1 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4873), 2019 წლის   27  დეკემბრის   №27.12.2019/2  (კომისიაში   რეგისტრაციის   №შ-19-6/5025)  და №27.12.2019/3 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5027) წერილებით განცხადებით მიმართა შპს „გლობალ სელმა“, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის არხთან დაშვების უზრუნველყოფის ხელშეკრულებების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ. მოთხოვნის  დაზუსტების  მიზნით,  შპს  „გლობალ  სელის“  მიერ  2020  წლის  6 იანვრის №06.01.2020/1 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/21) და 2020 წლის 8 იანვარის №08.01.2020 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/37 08.01.2020) წერილებით წარმოდგენილი იქნა დამატებითი განმარტებები.

შპს „გლობალ სელის“ მიერ 2019 წლის 27 დეკემბრის №27.12.2019/2 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5025) და №27.12.2019/3 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5027) წერილებით წარმოდგენილი იქნა  „MS Excel“ -ის სამი ფაილი - 2017, 2018 და 2019 წლების განმავლობაში ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები და შესაბამისი SMS-ების რაოდენობები თვეების ჭრილში, იურიდიული პირების მიხედვით. კომპანიამ მოითხოვა წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში, კერძოდ, წერილების დანართების - „MS Excel“-ის ფაილების C, D, E, F და G სვეტებში მოცემული ინფორმაციების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. C სვეტი - ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით; D სვეტი - გაგზავნილი SMS-ების ფასი დღგ-ს ჩათვლით, E სვეტი - მოკლე SMS ნომრის სააბონენტო გადასახადი დღგ-ს ჩათვლით, F სვეტი - გაწეული მომსახურების ფასი დღგ-ს და აქციზის ჩათვლით,  G სვეტი - გაწეული მომსახურების ფასი დღგ-ს და აქციზის გარეშე.

შპს „გლობალ სელის“ განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თხოვნა ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   272 მუხლის   პირველი   ნაწილის,   ასევე   „საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებას განეკუთვნება, მათ შორის ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. შესაბამისად, კომპანიას მიაჩნია, რომ კორპორატიული მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების ფასების გამჟღავნება ზიანს მიაყენებს აღნიშნულ ბაზარზე შპს „გლობალ სელის“ კონკურენტუნარიანობას (მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ აღნიშნული მომხმარებლებისთვის უფრო დაბალი ფასის შეთავაზების შემთხვევაში).

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები და მიიჩნია, რომ შპს „გლობალ სელის“ მიერ 2019 წლის 27 დეკემბრის №27.12.2019/2 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5025) და №27.12.2019/3 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5027) წერილებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს,   რომელთა      გამჟღავნებამ    შეიძლება      ზიანი      მიაყენოს      კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გლობალ სელის“ მიერ 2019 წლის 27   დეკემბრის   №27.12.2019/2   (კომისიაში   რეგისტრაციის №შ-19-6/5025) და №27.12.2019/3 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5027) წერილებით წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ კომპანიის მიერ    წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან შპს „გლობალ სელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის     საჯაროდ     დატოვებამ,     შესაძლოა     ზიანი   მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   დაკმაყოფილდეს   შპს   „გლობალ   სელის“   მიერ   2019   წლის   27  დეკემბრის №27.12.2019/2 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5025) და №27.12.2019/3 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/5027) წერილებით წარმოდგენილი განცხადებები:

ცნობილ იქნას წერილების დანართების - „MS Excel“-ის ფაილების C, D, E, F და G სვეტებში მოცემული ინფორმაციები, კერძოდ: C სვეტი - ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით; D სვეტი - გაგზავნილი SMS-ების ფასი დღგ-ს ჩათვლით, E სვეტი - მოკლე SMS ნომრის სააბონენტო გადასახადი დღგ-ს ჩათვლით, F სვეტი - გაწეული მომსახურების ფასი დღგ-ს ჩათვლით,   G სვეტი - გაწეული მომსახურების ფასი დღგ-ს და აქციზის გარეშე, კომერციულ საიდუმლოებად.

2.   ინფორმაცია შპს „გლობალ სელის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „გლობალ სელის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ),   აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გლობალ სელისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „გლობალ სელისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) 1 თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები