წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 151

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2020 16:43

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2020 16:43

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ სელის“ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში (№გ-19-16/677 05.12.2019) სს „სილქნეტმა“ 2020 წლის 11 თებერვლის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/727 11.02.2020) წარმოადგინა 2020 წლის 4 თებერვლის №659/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/571 04.02.2020) წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტებული მონაცემები.

სს „სილქნეტი“ აღნიშნავს, რომ „MS Excel“-ის ცხრილით წარმოდგენილი მონაცემები შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, კერძოდ აღნიშნულ ცხრილში მოცემულია სს „სილქნეტის“ ქსელში შემოსული „SMS“-ების რაოდენობები და შესაბამისი შემოსავლები კონკრეტული კომპანიების ჭრილში და შესაბამისად კომპანიების ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს წარმოდგენილი მონაცემების გასაჯაროვება და მესამე პირებისათვის გადაცემა, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სილქნეტმა“ მოითხოვა 2020 წლის 11 თებერვლის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/727 11.02.2020) წარმოდგენილი ინფორმაცის კომერციულ  საიდუმლოებად  ცნობა,  საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის   272 მუხლის,   31-ე   მუხლის,„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

კომისიამ შეისწავლა სს „სილქნეტის“ 2020 წლის 11 თებერვლის   წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/727 11.02.2020) წარმოდგენილი ინფორმაცია და მიიჩნია, რომ არსებული მონაცემები შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად სს „სილქნეტის“ 2020 წლის 11 თებერვლის  წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/727 11.02.2020) წარმოადგენილი ინფორმაცია;

2.   ინფორმაცია   სს   „სილქნეტის“   კომერციულ   საიდუმლოებად   ჩაითვალოს   სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ),   აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5.   გადაწყვეტილება      ძალაში      შევიდეს      მისი      დამოწმებული      ასლის      სს „სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) სს „სილქნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები