შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2020 22:13
მიღების თარიღი მარტი 12, 2020
შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 28 თებერვალს შპს „ახალმა ქსელებმა“ წერილით №2/2/163 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1067) და 2020 წლის 10 მარტის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1244) მიმართა კომისიას, კომპანიის მიერ კომისიის მიერ გამოთხოვილი და შპს „ახალი ქსელების“ მიერ შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ წერილში შპს „ახალი ქსელები“ ითხოვს, რომ კომისიის წერილის პასუხად წარმოდგენილი იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, კერძოდ კი მასში მითითებული ყველა პუნქტი, რომელიც ეხება ანგარიშსწორებასა და ფასს, ასევე, ხელშეკრულებების მონაწილე იურიდიული პირების სახელწოდება, მისამართი და მონაცემები ნაცნობი იქნას კომერციულ საიდუმლოებად.
შპს „ახალი ქსელები“ თავის 2020 წლის 10 მარტის წერილშიგანმარტავს რომ ხელშეკრულება მოიცავს სრულ ინფორმაციას აბონენტების პაკეტების ტარიფების, სიჩქარეების და სხვა პირობების შესახებ, რომლის მიხედვითაც იგეგმება გაყიდვების სტრატეგია. ამასთან, იურიდიული პირების მონაცემები წარმოადგენს პერსონალური ხასიათის შემცველ ინფორმაციას, რის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტურნარიანობას.
კომისიამ განიხილა შპს „ახალი ქსელების“ 2020 წლის 28 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1067) და 2020 წლის 10 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1244) წერილებით მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ ცნობის საკითხი და აღნიშნავს:
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას; კომპანიის აზრით, ხელშეკრულებებში წარმოდგენილი ინფორმაცია ფასებისა და ანგარიშსწორების პირობების შესახებ წარმოადგენს კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის ნაწილს და მისთვის კომერციული ფასეულობაა, რომლის კონკურენტისთვის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. ასევე, ინფორმაცია იურიდიული პირების შესახებ, კერძოდ მათი ვინაობა შეიცავსლ პერსონალური ხასიათის, მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი კომპანიის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მონაცემები:
1. ხელშეკრულებაში არსებული პირობები, რომლებიც ეხება ანგარიშსწორებასა და ფასს;
2. ხელშეკრუელბის მონაწილე იურიდიული პირების სახელწოდება და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ახალი ქსელების“ 2020 წლის 28 თებერვალს №2/2/163 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1067) და 2020 წლის 10 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1244)
განცხადება დაკმაყოფილდეს და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი:
ა) ხელშეკრულებაში არსებული პირობები, რომლებიც ეხება ანგარიშსწორებასა და ფასს; ბ)ხელშეკრუელბის მონაწილე იურიდიული პირების სახელწოდება და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
2. ინფორმაცია შპს „ახალი ქსელების“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ახალი ქსელების“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახალი ქსელების“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელების“ ჩაბარების დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) 1 თვის ვადაში
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
