წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 516

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2020 22:10

მიღების თარიღი ივნისი 18, 2020

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ 2020 წლის 17 ივნისს კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3144 17.06.2020). აღნიშნული წერილის თანახმად,  კომისიის მოთხოვნის საფუძველზე (Nგ-20-08/1465, Nგ-20-08/1702 და Nგ-20- 08/1851 წერილები) სს „სილქნეტის“ მიერ ა.წ. 26 მაისს და 15 ივნისს კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ იქნა ინფორმაცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2758 27.05.2020; Nშ-20-6/2767 27.05.2020; Nშ-20-6/3113 16.06.2020), რომელიც, როგორც სს „სილქნეტი“ განმარტავს, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ მონაცემებს და მისმა გადაცემამ მესამე პირებისათვის შესაძლოა  ზიანი  მიაყენოს  კომპანიის  კონკურენტუნარიანობას,  კერძოდ, წარმოდგენილია არაგანზოგადებული ინფორმაცია კონკრეტული მობილური სატარიფო გეგმებისა და პაკეტების მიხედვით სს „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობის, მიღებულ შემოსავლებისა და მოხმარებულ მოცულობების (წუთი/MB/SMS/MMS) შესახებ;

შესაბამისად, როგორც სს „სილქნეტი“ წერილში აღნიშნავს, სს „სილქნეტის“ ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს წარმოდგენილი მონაცემების გასაჯაროება და მესამე პირებისათვის გადაცემა, ვინაიდან, ამ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა ზიანს მიაყენებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სილქნეტი“ თხოვნით მიმართავს კომისიას, კომისიის Nგ-20-08/1465, Nგ-20-08/1702 და Nგ-20- 08/1851 წერილების საფუძველზე, სს „სილქნეტის“ მიერ ელეტრონული ფოსტით წარმოდგენილი ზემოხსენებული ინფორმაცია ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

კომისიამ შეისწავლა კომისიის Nგ-20-08/1465, Nგ-20-08/1702 და Nგ-20- 08/1851 წერილების მოთხოვნის  საფუძველზე  სს  „სილქნეტის“  მიერ  Nშ-20-6/2758  27.05.2020;  Nშ-20-6/2767 27.05.2020; Nშ-20-6/3113 16.06.2020 წერილებით მოწოდებული ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად სს „სილქნეტის“ მიერ 2020 წლის 27 მაისის Nშ-20-6/2758; 2020 წლის 27 მაისის Nშ-20-6/2767 და 2020 წლის 16 ივნისის Nშ-20-6/3113 წერილებით წარმოდგენილი არაგანზოგადებული ინფორმაცია კონკრეტული მობილური სატარიფო გეგმებისა და პაკეტების მიხედვით სს „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობის, მიღებულ შემოსავლებისა და მოხმარებულ მოცულობების (წუთი/MB/SMS/MMS) შესახებ;

2.    ინფორმაცია    სს   „სილქნეტის“    კომერციულ    საიდუმლოებად    ჩაითვალოს  სს „სილქნეტის“  მიერ  ინფორმაციის  განსაიდუმლოების  შესახებ  კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების  სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს„სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), სს „სილქნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის  ჩაბარების   დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები