წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 517

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2020 22:16

მიღების თარიღი ივნისი 18, 2020

შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

კომისიას 2020 წლის 17 ივნისს №433/20 წერილით მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“ (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-20-6/3152 17.06.2020 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმისისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი შემდეგი ინფორმაცია:

ხმოვანი მომსახურებების შემოსავალი პაკეტებისა და ტარიფების ჭრილში; ინტერნეტ მომსახურებების შემოსავალი პაკეტების და ტარიფების ჭრილში;

პაკეტის გარეთ მოხმარებული ინტერნეტის მომხმარებლების ხვედრითი წილი და შემოსავლები;

პაკეტის ფარგლებში ერთი აბონენტის მიერ მოხმარებული წუთების და მეგაბიტების რაოდენობა და პაკეტის გარეთ მომხმარებული წუთების და მეგაბიტების რაოდენობა;

პაკეტის ფარგლებში აბონენტის მიერ  განხორციელებული წუთების განაწილება; მიმართულებების მიხედვით;

აბონენტის მიერ ძირითადი პაკეტის შიგნით და პაკეტის გარეთ მოხმარებული ინტერნეტ მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N გ-20-08/1464 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის პასუხად შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ მოწოდებული იქნა შესაბამისი ინფორმაცია 2020 წლის 18 მაისის Nშ-20-6/2604 და 2020 წლის 5 ივნისის Nშ-20-6/2964 წერილებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასაც ითხოვს, სრულად მოიცავს 2020 წლის 18 მაისის N შ-20-6/2604   და 2020 წლის 5 ივნისის N შ-20-6/2964 წერილებით კომისიაში წარმოდგენილ ინფორმაციას.

კომისიამ შეისწავლა შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 2020 წლის 18 მაისის N შ-20-6/2604 და 2020 წლის 5 ივნისის N შ-20-6/2964 წერილებით კომისიაში მოწოდებული ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  დაკმაყოფილდეს შპს „ვიონი საქართველოს“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ მიერ 2020 წლის 18 მაისის Nშ-20-6/2604 და 2020 წლის 5 ივნისის Nშ-20-6/2964 წერილებით კომისიაში მოწოდებული ინფორმაცია სრულად, ხმოვანი მომსახურებების შემოსავალი პაკეტებისა და ტარიფების ჭრილში; ინტერნეტ მომსახურებების შემოსავალი პაკეტების და ტარიფების ჭრილში; პაკეტის გარეთ მოხმარებული ინტერნეტის მომხმარებლების ხვედრითი წილი და შემოსავლები; პაკეტის ფარგლებში ერთი აბონენტის მიერ მოხმარებული წუთების და მეგაბიტების რაოდენობა და პაკეტის გარეთ მომხმარებული წუთების და მეგაბიტების რაოდენობა; პაკეტის ფარგლებში აბონენტის მიერ განხორციელებული წუთების განაწილება; მიმართულებების მიხედვით; აბონენტის მიერ ძირითადი პაკეტის შიგნით და პაკეტის გარეთ მოხმარებული ინტერნეტ მომსახურება.

 2. ინფორმაცია შპს „ვიონი საქართველოს“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს„ვიონი საქართველოს“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ),აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შპს„ვიონი საქართველოსათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება  ძალაში შევიდეს  მისი  დამოწმებული  ასლის შპს „ვიონი საქართველოსათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ   საქმეთა   კოლეგიაში   (თბილისი,   დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს„ვიონი საქართველოსათვის“ ამ გადაწყვეტილების  დამოწმებული    ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები