შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2020 15:13
მიღების თარიღი ივნისი 18, 2020
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
კომუნიკაციების კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2020 წლის 16 ივნისს №20/06/16-002 წერილით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3123 16.06.2020), კომისიაში მიმდინარე „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის 2020 წლის 30 აპრილის №გ-20-08/1463 წერილის პასუხად, შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 15 მაისის №20/05/15-6 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2578 18.05.2020) მოწოდებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია: კონკრეტული სატარიფო პაკეტის აქტივაციის და ჩართული აბონენტების რაოდენობა, მოხმარება, შემოსავლები, დაგენერირებული ტრაფიკი. შპს„მაგთიკომის“ განმარტებით, მობილური მომსახურების პაკეტები (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) წარმოადგენს კომპანიის მხრიდან კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე შექმნილ პროდუქტს. შესაბამისად, აღნიშნული პაკეტები წარმოადგენენ კომპანიის ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტს. კონკურენტების მიერ კონკრეტულ პაკეტში ჩართული აბონენტების, ტრაფიკის და შემოსავლების გაანალიზების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ეძლევათ მარტივად დაადგინონ, თუ რომელი შემოთავაზება არის უფრო მიმზიდველი და შემოსავლიანი და შესაბამისად ინფორმაცია გამოიყენონ საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 15 მაისის №20/05/15-6 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/2578 18.05.2020) მოწოდებული ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 15 მაისის №20/05/15-6 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/2578 18.05.2020) წარმოდგენილი ინფორმაცია: კონკრეტული სატარიფო პაკეტის აქტივაციის და ჩართული აბონენტების რაოდენობა, მოხმარება, შემოსავლები, დაგენერირებულ ტრაფიკი;
2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს„მაგთიკომისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
