შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2020 16:25
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2020
შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 3 და 5 აგვისტოს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3933 და Nშ-20-6/3988,) მიმართა შპს „ახტელმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
შპს„ახტელმა“ მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მხოლოდ იმ მუხლებისა და პუნქტების, სადაც მხარეები თანხმდებიან ფინანსურ პირობებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
შპს „ახტელის“ მიერ 2020 წლის 3 და 5 აგვისტოს განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3933 და Nშ-20-6/3988) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
შპს „ახტელსა“ და შპს „ეროვნული სატელევიზიო სამყაროს“ შორის გაფორმებულ 2020 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების დანართი #1-ის 1-ლი პუნქტი.
პს „ახტელსა“და შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული 2020 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების დანართი #1-ის 1-ლი პუნქტი.
შპს „ახტელსა“და „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2020 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების 2020 წლის 03 ივნისის დამატებითი შეთანხმების მე-2 პუნქტი.
შპს „ახტელსა“ და ა(ა)იპ საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2020 წლის 22 მაისის დამატებითი შეთანხმების 1-ლი პუნქტი.
შპს „ახტელსა“ და შპს „აჭარასპორტს.ტვ“ შორის 2020 წლის 02 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 5.1. პუნქტი.
შპს „ახტელსა“ და შპს „გრამას“ შორის 2020 წლის 01 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების დამატება #1-ის 1-ლი და მე-2 პუნქტები.
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს„ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახტელის“ 2020 წლის 3 და 5 აგვისტოს განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3934 და Nშ-20-6/3988) უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად, ვინაიდან, შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „ახტელის“ 2020 წლის 3 და 5 აგვისტოს განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3933 და Nშ-20-6/3988) და კომერციულ საიდუმლოებად იქნას მიჩნეული შემდეგი ინფორმაცია:
შპს „ახტელსა“ და შპს „ეროვნული სატელევიზიო სამყაროს“ შორის გაფორმებულ 2020 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების დანართი #1-ის 1-ლი პუნქტი.
შპს „ახტელსა“ და შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული 2020 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების დანართი #1-ის 1-ლი პუნქტი.
შპს „ახტელსა“ და „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2020 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების 2020 წლის 03 ივნისის დამატებითი შეთანხმების მე-2 პუნქტი.
შპს „ახტელსა“ და ა(ა)იპ საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2020 წლის 22 მაისის დამატებითი შეთანხმების 1-ლი პუნქტი.
შპს „ახტელსა“ და შპს „აჭარასპორტს.ტვ“ შორის 2020 წლის 02 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 5.1. პუნქტი.
შპს „ახტელსა“ და შპს „გრამას“ შორის 2020 წლის 01 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების დამატება #1-ის 1-ლი და მე-2 პუნქტები.
2. ინფორმაცია შპს „ახტელს“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ახტელის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს„ახტელისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ახტელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
