შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2020 11:49
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2020
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ წერილით ED-20/07/24-015 24.07.2020 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/3825) სადაც კომისიის 2020 წლის 25 ივნისის № გ-20-9/559 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ითხოვდა კომისიის თანხმობას აღნიშნული წერილის დანართში მოცემული პაკეტების ცვლილების თაობაზე.
შპს „მაგთიკომმა“ 2020 წლის 31 ივლისს წერილით ED-20/07/31-019 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/3911) დამატებით წარმოადგინა ინფორმაცია პაკეტის ჭრილში: აბონენტების, აქტივაციის, შემოსავლების, მოხმარებული ტრაფიკების შესახებ.
შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ მონაცემებს და მისმა გადაცემამ მესამე პირებისათვის შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ, წარმოდგენილი დასაბუთება შეიცავს კომპანიის კომერციულ ხედვას კონკრეტული პაკეტების შესახებ.
შესაბამისად, კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე 2020 წლის 3 აგვისტოს ED-20/08/03-025 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/3947) შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა ED-20/07/24-015 24.07.2020 და ED-20/07/31-019 31.07.2020 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის მიერ ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27/2 მუხლის, 31-ე მუხლის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
კომისიამ შეისწავალ შპს „მაგთიკომის“ მიერ ED-20/07/24-015 24.07.2020 და ED-20/07/31-019 31.07.2020 წერილებით მოწოდებული ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად: შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 წლის 24 ივლისის ED-20/07/24-015 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ მიერ დაგეგმილი ცვლილების თაობაზე და 2020 წლის 31 ივლისის ED-20/07/31-019 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია ექსელის ცხრილის სახით;
2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „მაგთიკომისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
