შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2020 11:54
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2020
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 6 აგვისტოს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4007) მიმართა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მხოლოდ იმ მუხლებისა და პუნქტების, სადაც მხარეები თანხმდებიან ფინანსურ პირობებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლისგამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2020 წლის 6 აგვისტოს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4007) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „ეროვნული სატელევიზიო სამყაროს“ შორის გაფორმებული 2020 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების დანართი #1-ის 1-ლი პუნქტი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული 2020 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების დანართი #1- ის 1-ლი პუნქტი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2020 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების 2020 წლის 03 ივნისის დამატებითი შეთანხმების მე-2 პუნქტი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და ა(ა)იპ საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2020 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების 2020 წლის 22 მაისის დამატებითი შეთანხმების 1-ლი პუნქტი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „აჭარასპორტს.ტვ“ შორის 2020 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების 5.1. პუნქტი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „გრამატეკს“ შორის 2018 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების დამატება #1-ის 1-ლი მუხლი.
„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ „Discovery Communications Europe Limited“-ს შორის 2017 წლის 06 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მთავარი დანართის L და M პუნქტები.
„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და „Euronews Societe Anonyme“-ს შორის 2013 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტი.
„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და „MTV“-ს შორის 2018 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართები A და B, და VIMN Netherlands B.V.-ის 2020 წლის 01 იანვრის #1 ცვლილების დანართები 1 და 2.
„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და „MTV“-ს შორის 2020 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი A.
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2020 წლის 6 აგვისტოს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4007) უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად, ვინაიდან, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად
იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2020 წლის 6 აგვისტოს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4007) და კომერციულ საიდუმლოებად იქნას მიჩნეული შემდეგი ინფორმაცია:
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს„ერო ვნული სატელევიზიო სამყაროს“ შორის გაფორმებული 2020 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების დანართი #1-ის 1-ლი პუნქტი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული 2020 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების დანართი #1- ის 1-ლი პუნქტი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2020 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების 2020 წლის 03 ივნისის დამატებითი შეთანხმების მე-2 პუნქტი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და ა(ა)იპ საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2020 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების 2020 წლის 22 მაისის დამატებითი შეთანხმების 1-ლი პუნქტი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „აჭარასპორტს.ტვ“ შორის 2020 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების 5.1. პუნქტი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „გრამატეკს“ შორის 2018 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების დამატება #1-ის 1-ლი მუხლი.
„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ „Discovery Communications Europe Limited“-ს შორის 2017 წლის 06 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მთავარი დანართის L და M პუნქტები.
„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და „Euronews Societe Anonyme“-ს შორის 2013 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტი.
„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და „MTV“-ს შორის 2018 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართები A და B, და VIMN Netherlands B.V.-ის 2020 წლის 01 იანვრის #1 ცვლილების დანართები 1 და 2.
„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და „MTV“-ს შორის 2020 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი A.
2. ინფორმაცია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
