შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2020 15:28
მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
კომუნიკაციების კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2020 წლის 27 ივლისს №გED-20/07/27-030 წერილით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/384927.07.2020), კორპორატიული სეგმენტის შესწავლის მიზნით და შესაბამისად, მათთვის შეთავაზებული მომსახურებების პირობებისა და ტარიფების გამოკვლევის მიზნით კომისიაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, კომისიის 2020 წლის 16 აპრილის №გ-20-18/404 გადწყვეტილების თანახმად წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ვინაიდან ის შეიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა:
„კონკრეტული/ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის/შეთავაზების დეტალური აღწერილობა, აქტივაციის რაოდენობა, მოხმარება, შემოსავლები, დაგენერირებულ ტრაფიკი და ა. შ., რაც წარმოადგენს კომპანიის მხრიდან კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე შექმნილ პროდუქტს და შესაბამისად იგი წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტს. კონკურენტების მიერ კონკრეტულ პაკეტის/შეთავაზების მოხმარების, ტრაფიკის და მიღებული შემოსავლის გაანაზილების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ეძლევათ მარტივად დაადგინონ, თუ რომელი შეთავაზება არის უფრო მიმზიდველი და შემოსავლიანი და ასეთი ინფორმაცია გამოიყენონ საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მაგთიკომის კონკურენტუნარიანობას“.
2020 წლის 5 აგვისტოს შპს „მაგთიკომს“ წერილით Nგ-20-08/2494 ეთხოვა დაეზუსტებინა, წარმოდგენილი ინფორმაციის რომელი გვერდების და რომელი კონკრეტული ველების (სვეტების) ცნობა სურდა კომერციულ საიდუმლოდ.
2020 წლის 12 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა წერილი NED-20/08/12-007 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4139), სადაც კომპანიამ მოითხოვა 2020 წლის 27 ივლისს №გED-20/07/27-030 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3849 27.07.2020) წარმოდგენილი ექსელის ფაილის კონკრეტული გვერდების და სვეტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
2020 წლის 20 აგვისტოს კომპანიამ წარმოადგინა დამაზუსტებელი წერილი NED-20/08/20-005 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4320) და მოითხოვა წარმოდგენილ ექსელის ფაილში შემდეგი გვერდების/სვეტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 წლის 27 ივლისს №გED-20/07/27-030 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3849 27.07.2020) ექსელის ფაილით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა ეხება შემდეგ გვერდებს და სვეტებს:
გვერდი ISP Report - ინფორმაცია ფიქსირებული ინტერნეტის მიწოდების ტარიფების შესახებ და შესაბამისი სვეტები:
LOCAL_SPEED,
GLOBAL_SPEED,
PRICE,
COMMENT,
CONTRACT_PARTY_ID,
გვერდი ISP Billing - ინფორმაცია ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურების მიწოდების საბილინგო მონაცემების შესახებ და შესაბამისი სვეტები:
CONTRACT PARTY ID,
CHARGE 01.2020,
GLOBAL SPEED 01.2020,
LOCAL SPEED 01.2020,
SUBSCRIBERS 01.2020,
CHARGE 02.2020,
GLOBAL SPEED 02.2020,
LOCAL SPEED 02.2020,
SUBSCRIBERS 02.2020,
CHARGE 03.2020,
GLOBAL SPEED 03.2020,
LOCAL SPEED 03.2020,
SUBSCRIBERS 03.2020,
გვერდი Mobile tariffs ინფორმაცია მობილური საცალო მომსახურების მიწოდების ტარიფების შესახებ და შესაბამისი სვეტები:
CONTRACT_ID
QUOTA,
GSM_ONNET,
GEOCELL,
BEELINE,
OTHERPSTN,
SMS,
Internet (1MB),
SUBSCRIBER_CNT,
გვერდი Mobile Bundles ინფორმაცია მობილური საცალო მომსახურების პაკეტური ტარიფების შესახებ და შესაბამისი სვეტები:
CONTRACT_ID,
BUNDLE_NAME,
QUOTA,
VOLUME,
VOLUME,
DESCRIPTION,
VOLUME,
DESCRIPTION,
VOLUME,
გვერდი Mobile Billing ინფორმაცია მობილური საცალო მომსახურების საბილინგო მონაცემების შესახებ და შესაბამისი სვეტები
CONTRACT_ID,
CHARGE_2001
MB_2001,
SUBSCR_2001,
CHARGE_2002,
MB_2002,
SUBSCR_2002,
CHARGE_2003,
MB_2003,
SUBSCR_2003
კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 წლის 27 ივლისის №გED-20/07/27-030 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3849 27.07.2020) მოწოდებული ინფორმაცია და 2020 წლის 12 აგვისტოს და 20 აგვისტოს დამაზუსტებელი წერილები №გED-20/08/12-007 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4139) და NED-20/08/20-005 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4320), კონკრეტული გვერდების და ველების ჩამონათვალით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ასეთი ინფორმაციაა: კონკრეტული/ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის/შეთავაზების აქტივაციის რაოდენობა, მოხმარება, შემოსავლები და დაგენერირებულ ტრაფიკი, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. ხოლო კონკრეტული/ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის/შეთავაზების დეტალური აღწერილობა, რაც გულისხმობს სატარიფო პაკეტის/შეთავაზების აღწერას გეოგრაფიულ ჭრილში ტექნოლოგიური და ფინანსური პარამეტრების მიხედვით არ შეიძლება იყოს კომპანიის კომერციული საიდუმლოება, ვინაიდან კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 წლის 27 ივლისის №გED-20/07/27-030 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/3849 27.07.2020) წარმოდგენილი ინფორმაცია კონკრეტული/ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის/შეთავაზების აქტივაციის რაოდენობის, მოხმარების, შემოსავლების, და დაგენერირებულ ტრაფიკის შესახებ.
2. არ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა კონკრეტული/ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის/შეთავაზების დეტალური აღწერილობის (გეოგრაფიული, ტექნიკური, რაოდენობრივი და ფინანსური პარამეტრების მიხედვით) კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ღია გახდეს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“ გაგზავნა (ნ. შოვნაძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
8. გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-4 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს შპს „მაგთიკომის“ მიერ, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „მაგთიკომმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
