შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2020 18:13
მიღების თარიღი იანვარი 30, 2020
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 17 იანვრის №20/01/17-12 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/207 20.01.2020) და 2020 წლის 20 იანვრის №20/01/20-16 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/235 20.01.2020) წერილებით შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა ინფორმაცია არასტანდარტული SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებისა და გაგზავნილი SMS-ების ოდენობის თაობაზე, იურიდიული პირების მიხედვით (2019 წლის 24 დეკემბრის №გ-19-08/4041 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია) და შპს „მაგთიკომის“ მიერ SMS პორტალის მეშვეობით და საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები შპს „ჯეო სმს“-თან, შპს „ემ ეს ჯგუფთან“, შპს „რითეილ ჯგუფთან“ და შპს „მისო ევრო კრედიტთან“ (შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „სმსჰაბის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის 2020 წლის 9 იანვრის №გ-20-23/11 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაცია).
შპს „მაგთიკომმა“ თხოვნით მიმართა კომისიას, ზემოაღნიშნული წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის თანახმად, ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
შპს „მაგთიკომის“ განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თხოვნა ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებას განეკუთვნება, მათ შორის ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. კერძოდ, შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი:
შპს „მაგთიკომის“ 2020 წლის 17 იანვრის №20/01/17-12 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/207 20.01.2020) წერილის დანართით წარმოდგენილი:
შპს „რითეილ ჯგუფთან“ (ს/კ 436041659) გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1; შპს „ემ ეს ჯგუფთან“ (ს/კ 404404122) გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1;
შპს „მისო ევრო კრედიტთან“ (ს/კ 404919102) გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1;
შპს „ჯეო ეს ემ ეს“-თან (ს/კ 404423290) გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1;
შპს „მაგთიკომის“ 2020 წლის 20 იანვრის №20/01/20-16 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/235 20.01.2020) წერილზე თანდართული CD დისკზე „MS Excel“-ის ფაილით წარმოდგენილი ინფორმაცია (არასტანდარტული SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები და გაგზავნილი SMS-ების ოდენობა იურიდიული პირების მიხედვით).
კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 წლის 17 იანვრის №20/01/17-12 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/207 20.01.2020) და 2020 წლის 20 იანვრის №20/01/20-16 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/235 20.01.2020) წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად:
შპს მაგთიკომის 2020 წლის 17 იანვრის №20/01/17-12 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/207 20.01.2020) წერილის დანართით წარმოდგენილი:
შპს „რითეილ ჯგუფთან“ (ს/კ 436041659) გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1;
შპს „ემ ეს ჯგუფთან“ (ს/კ 404404122) გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1; შპს „მისო ევრო კრედიტთან“ (ს/კ 404919102) გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1;
შპს „ჯეო ეს ემ ეს“-თან (ს/კ 404423290) გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1;
შპს „მაგთიკომის“ 2020 წლის 20 იანვრის №20/01/20-16 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/235 20.01.2020) წერილის დანართით CD დისკზე „MS Excel“-ის ფაილით წარმოდგენილი ინფორმაცია (არასტანდარტული SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები და გაგზავნილი SMS-ის ოდენობა იურიდიული პირების მიხედვით).
2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
