წვდომის მენიუ

სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 677

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2020 16:07

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2020

სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

კომუნიკაციების კომისიას  (შემდგომში  „კომისია“) 2020 წლის 20 აგვისტოს წერილით მიმართა სს “სილქნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4319), კორპორატიული სეგმენტის შესწავლის მიზნით და შესაბამისად, მათთვის შეთავაზებული მომსახურებების პირობებისა და ტარიფების გამოკვლევის მიზნით კომისიაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, კომისიის 2020 წლის 16 აპრილის №გ-20-18 /404 გადაწყვეტილების თანახმად წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

სს “სილქნეტმა“ წარმოადგინა კომისიის 2020 წლის 16 აპრილის №გ-20-18 /404 გადაწყვეტილების შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია თანდართული ექსელის ფაილის სახით („დანართი“) და მოითხოვა წარმოდგენილ ექსელის ფაილში წითლად მონიშნული სვეტების კომერციულად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: „ვინაიდან ამ სვეტებში არსებული მონაცემების ერთმანეთთან კორელაციის გზით შესაძლებელია ისეთი ტიპის ინფორმაციის მიღება, რომელიც კონკურენტის კომპანიის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად შესაძლოა გამოყენებულ იქნას სილქნეტის კონკურენტუნარიანობის წინააღმდეგ. მაგალითად, თუ მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით შეთავაზებული სიჩქარის მინიმუმი და მაქსიმუმი ფასი, კონკურენტს შეეძლება ეს ინფორმაცია გამოიყენოს თავისი ოპტიმალური შეთავაზების შესაქმნელად. ასევე ამავე ფაილში მოცემულია ე.წ. Party ID, რომელიც უნიკალურია თითოეული აბონენტის შემთხვევაში და ცნობილია მხოლოდ აბონენტისთვის და კომპანიისთვის. ამ ID ნომრის გამოყენებით, აბონენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ინფორმაცია მისთვის გაწეული მომსახურებების ასევე მომსახურებების ფასებისა და დავალიანების შესახებ. შესაბამისად, თუ ეს ინფორმაცია მესამე პირებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, ისინი    შეძლებენ    თავად    კომპანიის    იდენტიფიცირებას მაგალითად ვებ გვერდის მეშვეობით და მათთვის ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია სილქნეტის აბონენტების შესახებ“

სს “სილქნეტის“ მიერ  2020 წლის 20 აგვისტოს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4319  20.08.2020)   ექსელის   ფაილით   წარმოდგენილი   ინფორმაციის   კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა ეხება შემდეგ გვერდებს და სვეტებს:

გვერდი ISP - ინფორმაცია ფიქსირებული ინტერნეტის მიწოდების ტარიფების შესახებ და შესაბამისი სვეტები:

         LOCAL_SPEED,

         GLOBAL_SPEED,

         PRICE,

         LOCATION,

         PARTY_ID,

გვერდები  ISP  Billing  და  ISP  Biling  GOV  -  ინფორმაცია  ფიქსირებული  ინტერნეტის მომსახურების მიწოდების საბილინგო მონაცემების შესახებ და შესაბამისი სვეტები:

         შემოსავალი იანვარი 2020,

         GLOBAL SPEED იანვარი 2020,

         LOCAL SPEED იანვარი 2020,

         შემოსავალი თებერვალი 2020,

         GLOBAL SPEED თებერვალი 2020,

         LOCAL SPEED თებერვალი 2020,

         შემოსავალი მარტი 2020,

         GLOBAL SPEED მარტი 2020,

         LOCAL SPEED მარტი 2020,

გვერდი   Mobile   tariffs   ინფორმაცია   მობილური   საცალო   მომსახურების   მიწოდების ტარიფების შესახებ და შესაბამისი სვეტები:

         სააბონენტო (CUG)

         Tariff Plan Description/Name

         BUNDLE_DAILY_FEE

         ONNET

         BEELINE

         Magticom

         OFFNET (local Other)

         SMS

         INTERNET

         PARTY ID

გვერდი   Mobile   Bundles   ინფორმაცია   მობილური   საცალო   მომსახურების   პაკეტური ტარიფების შესახებ და შესაბამისი სვეტები:

         ბანდლი + პაკეტი (დასახელება)

         ფასი

         VOLUME (VOICE)

         DESCRIPTION (VOICE)

         VOLUME (SMS)

         DESCRIPTION (SMS)

         VOLUME (INTERNET)

         DESCRIPTION (INTERNET)

გვერდები Mbile Biling და Mbile Biling GOV ინფორმაცია მობილური საცალო მომსახურების საბილინგო მონაცემების შესახებ და შესაბამისი სვეტები:

         თვის შემოსავალი (დღგ-ს ჩათვლით) (იანვარი 2020)

         ინტერნეტ ტრაფიკი (იანვარი 2020)

         თვის შემოსავალი (დღგ-ს ჩათვლით) (თებერვალი 2020)

         ინტერნეტ ტრაფიკი (თებერვალი 2020)

         თვის შემოსავალი (დღგ-ს ჩათვლით) (მარტი 2020)

         ინტერნეტ ტრაფიკი (მარტი 2020)

გვერდი Mobile part ID mapping ინფორმაცია კომპანიების საიდენტიფიკაციო ჩანაწერების შესახებ ბილინგის სისტემაში:

         Company

         CONTRACT_NUM

         ACCT_ID

კომისიამ  შეისწავლა  სს  “სილქნეტის“  მიერ  2020  წლის  20  აგვისტოს  წარმოდგენილი ინფორმაცია კონკრეტული  გვერდების  და  ველების  ჩამონათვალით  და  მიიჩნია,   რომ წარმოდგენილი  დოკუმენტაცია,  შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების  შემცველ  ინფორმაციას, ასეთი ინფორმაციაა: კონკრეტული/ინდივიდუალური      სატარიფო      პაკეტის/შეთავაზების  აქტივაციის რაოდენობა, მოხმარება, შემოსავლები  და დაგენერირებულ ტრაფიკი, ასევე ინფორმაცია კლიენტი ორგანიზაციების სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ბილინგის სისტემაში, რომელთა  გამჟღავნებამ  შეიძლება  ზიანი  მიაყენოს  კომპანიის  კონკურენტუნარიანობას. ხოლო  კონკრეტული/ინდივიდუალური   სატარიფო   პაკეტის/შეთავაზების   დეტალური აღწერილობა, რაც გულისხმობს სატარიფო პაკეტის/შეთავაზების აღწერას გეოგრაფიულ ჭრილში ტექნოლოგიური, რაოდენობრივი და ფინანსური პარამეტრების მიხედვით არ შეიძლება იყოს კომპანიის კომერციული საიდუმლოება. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული      კომუნიკაციების       სფეროში მომსახურების     მიწოდებისა     და მომხმარებელთა     უფლებების     დაცვის     შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, შესაბამისად სატარიფო შეთავაზების, მათ შორის ინდივიდუალური ტარიფების შესახებ ინფორმაცია არ შეიძ₾ება იყოს დაფარული მომხმარებლისთვის. ამასთანავე ასეთი ინფორმაცია ვერ იქნება დამაზიანებელი კომპანიისთვის, რადგან შეიცავს მხოლოდ კომერციული შეთავაზების პირობებს რაც ჩვეულებრივ, მომსახურების სეგმენტზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის წინაპირობაა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს “სილქნეტის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად სს “სილქნეტის“ მიერ 2020 წლის 20 აგვისტოს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4319 20.08.2020) წარმოდგენილი ინფორმაცია კონკრეტული/ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის/შეთავაზების აქტივაციის რაოდენობის, მოხმარების, შემოსავლების, და დაგენერირებული ტრაფიკის შესახებ, ასევე კლიენტი ორგანიზაციების სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ბილინგის სისტემაში.

2. არ დაკმაყოფილდეს სს “სილქნეტის“ მოთხოვნა კონკრეტული/ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის/შეთავაზების დეტალური აღწერილობის (გეოგრაფიული, ტექნიკური, რაოდენობრივი და ფინანსური პარამეტრების მიხედვით) კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ  იქნას ღიად.

3.  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ   საიდუმლოებად   ჩაითვალოს  სს “სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ღია გახდეს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სს “სილქნეტმა“ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება;

5. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო. ვოტ),   აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

6.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების  სს “სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8. გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-4 პუნქტებისა,   შეიძლება გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების  დღიდან ერთი თვის ვადაში;

9. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს   სს “სილქნეტის“ მიერ, ქ.   თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც სს “სილქნეტმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

10. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  თავმჯდომარე - მ.შ.

ელისო ასანიძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები