A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: /home/comcomge/domains/comcom.ge/public_html/core/helpers/folder.php:236

შპს „ვიონი საქართველოს “ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ | კომუნიკაციების კომისია

წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოს “ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 695

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2020 1:10

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2020

შპს „ვიონი საქართველოს “ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

]კომუნიკაციების კომისიას  (შემდგომში  „კომისია“) 2020 წლის 2 სექტემბერს №596/20 მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“ (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-6/4495 02.09.2020), კორპორატიული სეგმენტის შესწავლის მიზნით და შესაბამისად, მათთვის შეთავაზებული მომსახურებების პირობებისა და ტარიფების გამოკვლევის მიზნით კომისიაში მიმდინარე პროექტის  ფარგლებში წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

2020 წლის 7 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა დამაზუსტებელი წერილი N618/20 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4620),   სადაც კომპანიამ დააკონკრეტა 2020 წლის 2 სექტემბერს  №596/20  წერილით  (კომისიაში  რეგისტრაციის  № შ-20-6/4495  02,09.2020) წარმოდგენილი ხელშეკრულებების შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა:

შპს „ვიონი საქართველომ“ მოითხოვა კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი კომპანიის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებებში კორპორატიული აბონენტების საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი.

კომისიამ შეისწავლა შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 2020 წლის 2 სექტემბერს №596/20 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-6/4495 02.09.2020) მოწოდებული ინფორმაცია და 2020 წლის 7 სექტემბრის დამაზუსტებელი წერილი №618/20 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4620) და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული  საიდუმლოების შემცველ  ინფორმაციას,     რადგან     წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   დაკმაყოფილდეს შპს „ვიონი საქართველოს“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 2020 წლის 2 სექტემბერს №596/20 წერილით    (კომისიაში    რეგისტრაციის    № შ-20-6/4495  02.09.2020) წარმოდგენილ ხელშეკრულებებში კორპორატიული აბონენტების საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი.

2. ინფორმაცია  შპს „ვიონი საქართველოს“  კომერციულ  საიდუმლოებად  ჩაითვალოს შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს„ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნა (ო. ვოტ) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება  ძალაში შევიდეს გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;

6. გადაწყვეტილება,  შეიძლება  გასაჩივრდეს    ქ.თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული   გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

მერაბ ქათამაძე       თავმჯდომარე - მ.შ.

ელისო ასანიძე       წევრი

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები